Greatest Day (Take That-ის სიმღერა)
Greatest Day — ჯგუფ Take That-ის პირველი სინგლი მეხუთე სტუდიური ალბომიდან The Circus. იგი გამოვიდა 2008 წლის 24 ნოემბერს. სიმღერა დაიწერა ჯგუფის მიერ. მისი პროდიუსერია ჯონ შენქსი.
„Greatest Day“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Take That | ||||
ალბომიდან The Circus | ||||
B-მხარე |
Sleepwalking Here | |||
გამოსვლის თარიღი | 24 ნოემბერი 2008 | |||
ჟანრი | პოპი | |||
ხანგრძლივობა | 4:01 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Sony Music | |||
პროდიუსერი | Take That, ჯონ შენქსი | |||
Take That — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
კომპოზიცია იწერებოდა სტუდიაში Sarm West, ნოტინგ ჰილში. მისი ხმის მიქსი შედგა ლოს ანჯელესში, ჯიმ ჰენსონის სტუდიაში. სიმღერის პირველი საკონცერტო შესრულება შედგა 2008 წლის 6 ნოემბერს MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ფარგლებში. 2008 წლის 14 ნოემბერს Take That გამოვიდა BBC-ს ეთერში და კვლავ შეასრულა იგი, რასაც დაემატა მათი მხრიდან საქველმოქმედო ფონდ Children in Need-ისათვის 250.000 ფუნტის გადაცემა.
ბრიტანეთში გაიყიდა სინგლის 355.000 ასლი. მას მიენიჭა ვერცხლის სტატუსი.
სიმღერების სია
რედაქტირება- ბრიტანეთი[1]
- Greatest Day (რადიოს მიქსი) - 4:01
- Sleepwalking - 3:07
- გერმანია[2]
- Greatest Day (რადიოს მიქსი) - 4:01
- Sleepwalking - 3:07
- Here - 3:41
- Greatest Day (ვიდეო) - 4:01