Global Undergroundელექტრონული მუსიკის კომპილაციური ალბომების სერია, რომელშიც შედის მაღალი პროფილის დიჯეების შესრულებები მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში. მათ უშვებს Global Underground Ltd. (ყოფილი Boxed), რომელშიც ასევე ფიგურირებს რამდენიმე სხვა დობილი პროექტი, როგორიცაა Nubreed და Electric Calm. სერიის ყოველი გამოშვება ემყარება იდეას, რომელშიც Global Underground იყვანს დიჯეის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო, ეგზოტიკურ კლუბში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შესასრულებლად. ეს სეტი შემდეგ გამოდის 2 დისკიანი ფორმატით, რომელშიც დიჯეის მიერ შექმნილი ამ საღამოს ზოგადი განწყობა ისახება მუსიკაში, თანამედროვე ფოტოგრაფიაში და ჩანახატებში.

10 წლის საიუბილეო გამოცემის გარეკანი

სერია Global Underground დასაწყისში გამოუშვა ლეიბლმა Boxed, რომელიც 2001 წელს დაიხურა, შემდეგ კი მის გამოცემა Global Underground Ltd-მ გააგრძელა. მისი პირველი გამოცემიდან 1996 წელს სერიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და პროგრესული ჰაუსის სტანდარტი გახდა მსოფლიოში. აქ წარმოდგენილი მუსიკა უმეტესწილად პროგრესიული ჰაუსია, თუმცა არის ასევე ტრანსისა და ბრიკბიტის კომპოზიციებიც.

სერიას რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვს ყველა გამოცემაში:

  • ყოველ ალბომში მიქსს მსოფლიოში განთქმული დიჯეი აკეთებს.
  • ადგილს, სადაც ეს მუსიკა იქნება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუსიკაში ზოგადად.
  • ვრცელი ჩანახატები მიმოხილვის სახით გაკეთებულია მიქსმაგის რედაქტორი დომ ფილიპსის მიერ.
  • ყოველი ალბომი ორი დისკისგან შედგება.
  • კომპოზიციების სია რედაქტირედაბ სრული სეტის მიხედვით და ემყარება შესრულების რეტროსპექტიულ ხედვას.
  • პირველი ხუთი გამოცემა ცოცხლად იყო ჩაწერილი შესაბამის კლუბში, დანარჩენები კი მიქსირებული და ჩაწერილია სტუდიაში.
  • ბილბორდმა გლობალ ანდერგრაუნდს სპეციალური აღნიშვნა გაუკეთა, როგორც პირველი დიჯეი მიქს კომპილაციას, რომელსაც დიჯეების მაღალი ხარისხის ფოტოები ჰქონდა ალბომის გარეკანზე. ამან, ჟურნალის აზრით, ხელი შეუწყო დიჯეების, როგორც სუპერვარსკვლავების, ჩამოყალიბებას ელექტრონული საცეკვაო მუსიკის კულტურაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება