Gliese 1132 b (შემოკლებით GJ 1132 b) — ეგზოპლანეტა დედამიწიდან 39 სინათლის წლის მოშორებით,[3] იალქნების თანავარსკვლავედში; გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ Gliese 1132-ს. პლანეტა უსიცოცხლოდ მიიჩნევა, თუმცა საკმარისად გრილია იმისათვის, რომ ატმოსფეროს ფლობდეს.[1] აღმოაჩინეს პროექტს MEarth-ის ჩილეში მდებარე ობსერვატორიიდან.[4]

Gliese 1132 b

Gliese 1132 b-ისა და დედამიწის ზომების შედარება
სხვა სახელები GJ 1132 b
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი 10 მაისი, 2015[1] November 12, 2015 (confirmed)[2]
ორბიტალური მახასიათებლები
დახრილობა (i) −47° 09′ 12″
ფიზიკური მახასიათებლები
მასა (m) 1,6 დედამიწის მასა
სპექტრალური კლასი M3.5D
ხილული ვარსკვლავური სიდიდე 14,7
ტემპერატურა
ზედაპირზე 137 °C

Gliese 1132 b-ს უკვე უწოდეს „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა მზის სისტემის მიღმა ოდესმე აღმოჩენილთა შორის“. დედამიწასთან შედარებითი სიახლოვის გამო, ტელესკოპის საშუალებით განისაზღვრა მისი ატმოსფეროს შემადგენლობა, ქარების სიჩქარე და მზის ჩასვლის ფერები.[5][6][7] ეს ყველაფერი ნაწილობრივ მისი დედა-პლანეტის მცირე რადიუსის დამსახურებაა (მზის რადიუსის 21%), რაც პლანეტის ტრანზიტისას ვარსკვლავის სინათლის ეფექტებს ზრდის. პლანეტის დიამეტრი დედამიწსაზე დაახლოებით 20%-ით დიდია, მასა კი ჩვენი პლანეტისას 1,6-ჯერ აღემატება,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ Gliese 1132 b-ს დედამიწისნაირი კლოდვანი შემადგენლობა აქვს.[8] პლანეტა თავის ვარსკვლავს 1,6 დღეში უვლის გარს, 2,6 მილიონი კილომეტრის მანძილიდან.[4]

Gliese 1132 b დედამიწაზე 19-ჯერ მეტ ვარსკვლავურ რადიაციას იღებს.[3] ატმოსფეროს ზედა ფენებში ტემპერატურა სავარაუდოდ 260 °C-ია. მკვლევართა აზრით, ეს პლანეტა ჩვენს მეზობელ ვენერაზე ცხელია და მაღალი ტემპერატურა ზედაპირის სიახლოვესაც ნარჩუნდება.[8] შესაძლებელია, რომ პლანეტის ერთი მხარე უფრო ცივი იყოს, რადგან დედა-ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, იგი გრავიტაციულად ჩაკეტილი უნდა იყოს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ატმოსფერო სქელია, სიცხის გადაცემა თავისუფლად ხდება ჩაბნელებული მხარისთვისაც.

2017 წლის აპრილის დასაწყისში, ასტრონომებმა Gliese 1132 b-ის გარშემო ატმოსფეროს არსებობა დაადასტურეს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედამიწის მასისა და რადიუსის მქონე სხვა პლანეტის ირგვლივ მკვლევრებმა ატმოსფეროს მიაგნეს.[9][10][11]

  1. 1.0 1.1 1.2 Chu, Jennifer (November 11, 2015). „New exoplanet in our neighborhood“. MIT News. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  2. NASA Exoplanet Archive New ticker slide 1
  3. 3.0 3.1 Berta-Thompson, Zachory K.; Irwin, Jonathan; Charbonneau, David; Newton, Elisabeth R.; Dittmann, Jason A.; Astudillo-Defru, Nicola; Bonfils, Xavier; Gillon, Michaël; Jehin, Emmanuël. „A rocky planet transiting a nearby low-mass star“. Nature. 527 (7577): 204–207. arXiv:1511.03550. Bibcode:2015Natur.527..204B. doi:10.1038/nature15762. PMID 26560298.
  4. 4.0 4.1 „Astronomers Eager to Get a Whiff of Newfound Venus-like Planet“. Harvard-Smithsonian Center for Astrophysics. November 11, 2015. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  5. Sample, Ian. Earth-like world could be 'most important planet found outside solar system'. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
  6. Burgess, Matt. Exoplanet GJ 1132b: the 'most important' ever found (Wired UK). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  7. „Getting Up Close and Personal with an Earth-Sized Exoplanet“. The Kavli Foundation. November 11, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-07. ციტირების თარიღი: 2015-11-13.
  8. 8.0 8.1 Eva Botkin-Kowacki. (2015-11-11) Spotted: A rocky Earth-sized planet close by. Christian Science Monitor.
  9. სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  10. Atmosphere around super-Earth detected, April 6, 2017, https://phys.org/news/2017-04-atmosphere-super-earth.html. წაკითხვის თარიღი: April 6, 2017
  11. Southworth, John; Mancini, Luigi; Madhusudhan, Nikku; Mollière, Paul; Ciceri, Simona; Henning, Thomas. „Detection of the Atmosphere of the 1.6 M ⊕ Exoplanet GJ 1132 b“. The Astronomical Journal. 153 (4). doi:10.3847/1538-3881/aa6477.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gliese_1132_b&oldid=4692742“-დან