Gears Tactics
Gears Tactics არის სვლაზე დაფუძნებული სტრატეგიის ჟანრის თამაში. მისი დეველოპერები არიან სტუდიები The Coalition და Splash Damage, ხოლო გამომცემელი კი Xbox Game Studios-ია. თამაშის PC ვერსიის რელიზი 2020 წლის 28 აპრილს შედგა, ხოლო 2020 წლის 10 ნოემბერს კი პროექტი Xbox One-ის და Xbox Series X/S-ის კონსოლებზეც გამოჩნდა.
Gears Tactics | |
---|---|
Gears Tactics-ის AU ვერსიის გარეკანი | |
დეველოპერ(ებ)ი | The Coalition, Splash Damage |
გამომცემელი | Xbox Game Studios |
სერია | Gears of War |
ძრავა | Unreal Engine 4 |
პლატფორმ(ებ)ი | PC, Xbox One, Xbox Series X/S |
გამოსვლის თარიღი | 2020 წელი |
ჟანრ(ებ)ი | სვლაზე დაფუძნებული სტრატეგია |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში |
რეჟისორ(ებ)ი | სტივ ვენეცია |
პროდიუსერ(ებ)ი | დარენ ვუდი |
დიზაინერ(ებ)ი |
ტაილერ ბილმანი ალექს სკიდმორი |
მხატვარი | გრეგ იუბი |
სცენარისტი |
ტეილორ კლარკი ტომ ბაისელი |
კომპოზიტორი | ედუარდ პატრიკ უაითი |
მოთხოვნილებები |
მინიმალური: Intel Core i3 Skylake-ის ან AMD FX-6000-ის პროცესორი, 8 GB მეხსიერების მქონე ოპერატიული, AMD Radeon R7 260X-ის NVIDIA GeForce GTX 750 Ti-ის ვიდეობარათი, 45GB HDD რეკომენდირებული: Intel Core i5 Coffee Lake-ის AMD Ryzen 3-ის პროცესორი,8 GB მეხსიერების მქონე ოპერატიული, AMD Radeon RX 570-ის ან NVIDIA GeForce GTX 970-ის ვიდეობარათი, 45GB HDD |
საიტი | www.gearstactics.com |
სიუჟეტი
რედაქტირებაGears Tactics-ში მოქმედება ორიგინალი თამაშის მოვლენებამდე 12 წლით ადრე ვითარდება. სიუჟეტის ცენტრალური პერსონაჟი Gears 5-ის მთავარი გმირის - ქეით დიაზის მამა გეიბ დიაზია, რომელიც ჰუმანოიდი კალიების მეცნიერს - უკონს უპირისირდება.
შექმნა და გამოსვლა
რედაქტირებაპროექტის შემქმნელები სტუდიები The Coalition და Splash Damage არიან. Gears Tactics ერთმოთამაშიანი თამაშია.
Gears Tactics, ისევე როგორც Gears 5 და Gears Pop 2018 წლის 10 ივნისს E3 2018-ზე დააანონსდა. თამაშის მომდევნო ჩვენება Gears 5-ის და Gears Pop-ის რელიზის შემდეგ The Game Awards 2019-ზე შედგა, სადაც პროექტის თრეილერი და გამოსვლის თარიღი გამოქვეყნდა.
2020 წლის 28 აპრილს Gears Tactics-ის რელიზი PC-ზე შედგა, ხოლო 2020 წლის 10 ნოემბერს კი თამაში ხელმისაწვდომი გახდა Xbox One-ის და Xbox Series X/S-ის კონსოლების მფლობელებისთვის.
შეფასებები და კრიტიკა
რედაქტირებაGears Tactics-მა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic-ზე თამაშის საშუალო შეფასება 82 ქულას შეადგენს, ხოლო საიტ OpenCritic-ზე კი 83 ქულას.