GNU Lesser General Public License
GNU Lesser General Public License (GNU შეზღუდული გამოყენების სტანდარტული საზოგადოებრივი ლიცენზია, ყოფილი GNU სტანდარტული საზოგადოებრივი ლიცენზია ბიბლიოთეკებისთვის) — ლიცენზია თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მიიღო თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდმა, როგორც კომპრომისი GNU General Public License-სა და ჩვეულებრივი ნებართვის ლიცენზიებს შორის, როგორიცაა BSD license და MIT License. დაიწერა 1991 წელს (განახლდა 1999 წელს) რიჩარდ სტოლმენისა და ებენ მოგლენის მიერ.
მთავარი განსხვავება „GPL-სა“ და „LGPL-ს“ შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ა„რა-(L)GPL-ული“ პროგრამისთვის, რომელიც შესაძლოა თავისუფალი და საკუთრებრივი იყოს, ვინაიდან ტერმინები „მომხმარებლის მიერ შიდა გამოყენებისთვის მოდიფიკაციისა და ამ ცვლილევების გამართვის რეინჟინერინგის“ საშუალებას იძლევა.
LGPL ათავსებს კოპილეფტის შეზღუდვებს თავად პროგრამაზე, მაგრამ არ იყენებს ამ შეზღუდვებს სხვა პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც მხოლოდ დაკავშირებულია ამ პროგრამასთან. თუმცა არსებობს სხვა შეზღუდვებიც ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს ამ პროგრამული უზრუნველყოფის „LGPL-ით“ დაცული პროგრამის უახლეს ვერსიასთან დაკავშირების საშუალება. ამის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია „განცალკავებულ ბიბლიოთეკათა დაკავშირების შესაბამისი მექანიზმის“ ამოქმედება. ამ მეთოდის ალტერნატივას წარმოადგენს უფლებები სტატიკური ბიბლიოთეკისთვის თუ წარმოდგენილია საწყისი კოდი, ან ობიექტური ფაილების დაკავშირების მისადაგება.