G წერტილი

(გადამისამართდა გვერდიდან G-წერტილი)

G წერტილი — იგივე G ზონა, იგივე გრეფენბერგის წერტილი (გერმანელი გინეკოლოგი ერნსტ გრეფენბერგი) — ქალის ეროგენული ზონა, რომელიც საშოში, მის წინა კედელზეა მოთავსებული შესავლიდან 5 სმ-ის შიგნით და 1-2 სმ-ის სიღრმეზე მდებარეობს. აღნიშნული წერილის სტიმულაცია შეიძლება როგორც პენისით, ასევე ხელის დახმარებით. G წერტილის სტიმულაციის შედეგად მიღწეული ორგაზმი განსაკუთრებით ძლიერია და შეიძლება ქალის ეაკულაციაც გამოიწვიოს. G წერტილი აღმოაჩინა გერმანელმა გინეკოლოგმა ერნსტ გრეფენბერგმა 1950-იან წლებში.

G წერტილი
G ზონა
გრეფენბერგის წერტილი
ნახატი G წერტილის სავარაუდო მდებარეობით

მიუხედავად იმისა, რომ G წერტილი 1950-იანი წლებიდან შეისწავლება, ექსპერტებს შორის უთანხმოება გრძელდება, მისი, როგორც ცალკეული სტრუქტურის არსებობის, განმარტებისა და ადგილმდებარეობის შესახებ. და მისი არსებობა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელია.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pedro Vieira-Baptista, MD, Joana Lima-Silva, MD, Mario Preti, MD, Joana Xavier, MD, Pedro Vendeira, PhD, Colleen K. Stockdale, MD. (10 სექტემბერი 2021) G-spot: Fact or Fiction?: A Systematic Review ინგლისური.