Felicior Augusto, melior Traiano
„Felicior Augusto, melior Traiano“ ან „Sis felicior Augusto, melior Traiano“ (ლათ. „იყავ ავგუსტუსზე ბედნიერი [და] ტრაიანეზე უკეთესი“) — ფორმულა, რომელსაც რომის გვიანდელი იმპერატორების ინაუგურაციისას წარმოთქვამდნენ სენატში.[1] ფრაზა ეხება იმპერიის კეთილდღეობას ავგუსტუსისა და ტრაიანეს მმართველობის პერიოდებში. გარკვეულწილად, იგი ახმიანებს ტრაიანეს ტიტულს (ოპტიმუსი — საუკეთესო)[2] და გამოხატავს სენატის მოგონებას ტრაიანეზე, როგორც საიმპერიო თავმდაბლობის მაგალითზე. ფრაზას, სულ მცირე, IV საუკუნემდე მაინც იყენებდნენ,[2] როდესაც რომის იმპერია მკვეთრად შეიცვალა იმისგან, რასაც იგი ტრაიანეს მმართველობისას წარმოადგენდა.[3]