F/A-18 Hornet
McDonnell Douglas (ახლა უკვე Boeing) F/A-18 Hornet (ინგლ. Hornet - კრაზანა) — ორ ძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მეტეოპირობებშია შესაძლებელი. F/A-18 დაპროექტებულია როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად (აბრევიატურაში F/A — A ნიშნავს Attack, მოიერიშე, ხოლო F - Fighter, გამანადგურებელი). დღემდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამ თვითმფრინავს ავიამზიდებზე იყენებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საპილოტაჟო ჯგუფი „ლურჯი ანგელოზები“ 1986 წლიდან ამ თვითმფინავებით დაფრინავს. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სპარსეთის ყურის ომში 1990-1991 წლებში. იგი ანადგურებდა მტრის თვითმფინავებს და ბომბავდა სამიზნეებს. 2002 წელს უფრო მოწინავე F/A-18E/F Super Hornet შევიდა ექსპლუატაციაში. პირველი ავიამზიდი, რომელმაც ახალი თვითმფრინავი მიიღო, „აბრაამ ლინკოლნი“ იყო. ის უფრო დიდია, აქვს უფრო ძლიერი ძრავები და უფრო მრავალდეროვანი შეიარაღება. 2003 წელს Super Hornet-მა მონაწილეობა მიიღო ერაყის ომისთვის მზადებაში. F/A-18 მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრავალმიზნობრივი თვითმფრინავია.
F/A-18 Hornet | |
---|---|
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის F/A-18C | |
ფუნქცია | მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი |
წარმოება | McDonnell Douglas / Boeing Northrop |
პირველი გაფრენა | 18 ნოემბერი, 1978 |
წარდგენა | 7 იანვარი, 1983 |
სტატუსი | შეიარაღებაში |
მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი, ავსტრალიის სამეფო-საჰაერო ძალები, ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები |
რაოდენობა | F/A-18A/B/C/D: 1480[1] |
ღირებულება | 29–57 მილიონი აშშ-ის დოლარი (2006)[2] |
გაუმჯობესებული | YF-17 |
შეიქმნა | F/A-18E/F Super Hornet X-53 Active Aeroelastic Wing |
ვარიანტები | CF-18 Hornet High Alpha Research Vehicle |
ლიტერატურა
რედაქტირება- გამომცემლობა პალიტრა L,2010 ეს სამყაროა, ტ.მფრინავები გვ. 46-47, ISBN 978-9941-413-81-0
- Jenkins, Dennis R. (2000). F/A-18 Hornet: A Navy Success Story. New York: McGraw-Hill. ISBN 0-07-134696-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jenkins (2000), გვ. 186–187