ექსცესი (ჯგუფი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ექსცესი — ქართული რეპ ჯგუფი, რომელიც 1999 წელს, თბილისში დაარსდა. ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა.
ექსცესი | |
---|---|
ჯგუფი „ექსცესი“ | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი |
რეპი ჰიპ-ჰოპი მძიმე რეპი |
აქტიური | 1999– 2002 |
ყოფილი წევრები | მუზა, მემო, ამპულა |
საიტი | www.excess.site.ge |
ისტორია
რედაქტირებაჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1991 წლის ნოემბერში, ქ.თბილისში. ჯგუფის სადებიუტო სიმღერა იყო შაბაშის ღამე. პირველი სიმღერის ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობას დაიწყო პროდიუსერმა, მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი ჯგუფმა რუსთავში გამართა. თბილისში მათი დებიუტი გრიბოედოვის თეატრში შედგა, 1999 წლის 19 დეკემბერს. ამ დროისათვის ჯგუფს უკვე ჰქონდა თავისი ჩამოყალიბებული იმიჯი — შავი ანაფორები. ამის შემდეგ ჩაიწერა პირველი დუეტი ჯგუფ Doog Street-თან(აპოკალიფსი).
„7 დღე და 7 ღამე“
რედაქტირება2000 წელს ჯგუფს უკვე ჰქონდა დასრულებული პირველ ალბომზე მუშაობა, თუმცა პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა ალბომის გამოშვება დროებით შეაფერხა. 2000 წლის ოქტომბერში გამოვიდა პირველი ალბომი და ჯგუფმა თავისი პირველი მუსიკალური ვიდეო, „განკითხივს დღე“ წარადგინა.
„საფლავები“
რედაქტირება2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა და 2001 წლის აგვისტოში უკვე დასრულებული წარედგინა საზოგადოებას. ალბომის სახელი „ფულის ხანა“ უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყდა, რომ ალბომს „საფლავები“ ეწოდებოდა. ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია, „საფლავები“ ორნაწილინია, რომელიც დაწერილია მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის სამ საათზე.
კარიერა და წარმატებები
რედაქტირებაექსცესის პირველი სიმღერა, „შაბაშის ღამე“ „თაობა 2000-ის“ კრებულში შევიდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. რამდენიმე რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიული უარი განაცხადა ჯგუფის სიმღერების თავის ეთერში გაშვებაზე. ამას ჯგუფის კარიერული წინსვლისთვის ხელი არ შეუშლია. ექსცესის პირველი კლიპი — „განკითხვის დღე“ , ნაჩვენები იყო სხვადასხვა ტელეარხებზე. ასევე წარმატებით იყო ნაჩვენები სტუდენტური ფილმების ფესტივალზე და ბათუმის ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. კლიპი არ გაუშვეს თბილისის ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. მიზეზი კი კვლავ ექსცესისადმი სატანიზმის პროპაგანდის უსაფუძვლო ბრალდება იყო.
კომპოზიცია „წარსულის აჩრდილები“ გამოყენებული იქნა მუსიკალურ გაფორმებად ფილმში „ქართული საბრძოლო იარაღი“ (რეჟისორი: ნინო ჩიჩუა), რომლისთვისაც თბილისის კინოფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.
თუმცა 2002 წელს გამართულ თბილისის კინოფესტივალ „დებიუტში“, „საუკეთესო მუსიკალური გაფორმების“ ნომინაციაში პირველი ადგილის აღების მიუხედავად ჯგუფს ჯილდო არ მიუღია. საქმე ისაა, რომ ამის შესახებ ჯგუფისთვის არავის არაფერი შეუტყობინებია, ხოლო ჯილდო თავად რეჟისორმა აიღო. თუმცა საქმე ასე არ დამთავრებულა, ამბავი კულტურის სამინისტროს ყურამდე მივიდა და გადაწყდა, რომ ჟიური თავიდან შეიკრიბებოდა და ჯგუფს თავისი კუთვნილი ჯილდო ოფიციალურად გადაეცემოდა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- 7 დღე და 7 ღამე (2000)
- საფლავები (2001)
- ხაფანგი (2002)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.