Did You Know That There's a Tunnel Under Ocean Blvd
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„Did You Know That There's a Tunnel Under Ocean Blvd“ (ქართ. „იცოდი, რომ ოუშენის ბულვარის ქვეშ გვირაბია?“) — ამერიკელი მომღერალ ლანა დელ რეის მეცხრე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2023 წლის 24 მარტს. დელ რეიმ დისკისთვის მასალის წერა დაიწყო 2021 წლის შემოდგომაზე Blue Banisters-ის გამოშვებამდე. მის იმდროინდელ პარტნიორ მაიკ ჰერმოსასთან ერთად მათ დაწერეს რამდენიმე სიმღერა, რის შემდეგაც ჯეკ ანტონოფი, დრიუ ერიქსონი და ზაკ დაუესი მისი ბოლო ნამუშევრების მთავარი პროდიუსერები, შეუერთდნენ ალბომზე მუშაობას. წერის პროცესში ლანა ხშირად მიმართავდა „მედიტატიური სპონტანური სიმღერის“ ტექნიკას. ჩაწერა ძირითადად ლოს-ანჯელესში ხდებოდა და დასრულდა 2022 წლის შემოდგომაზე. ალბომის სათაური არის მინიშნება მიტოვებულ ჯერგინსის გვირაბზე, რომელიც მდებარეობს ქ. ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. სიმღერები არის ინდი პოპის, ფოლკისა და საორკესტრო პოპის სტილში შესრულებული და სესხულობს ტრაპის, გოსპელისა და რეპის ელემენტებსაც. ჩანაწერში ფართოდ გამოიყენებოდა ფორტეპიანო, სიმებიანი და დასარტყამი საკრავები.