Delain
Delain — ნიდერლანდური სიმფონიური მეტალური ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2002 წელს within temptation-ის ყოფილი კლავიშისტის მარტინ ვესტერჰოლტის და შარლოტა ვესელსის მიერ. ჯგუფის სახელი გაამომდინარეობს სტივენ კინგის ნოველის „დრაკონის თვალებიდან“.
Delain | |
---|---|
![]() Eindhoven Epic Metal Fest Delain | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ნიდერლანდები |
ჟანრ(ებ)ი | სიმფონიური მეტალი |
აქტიური | 2002,2005 დღემდე. |
წევრები |
Martijn Westerholt, Charlotte Wessels, Otto Schimmelpenninck van der Oije, Timo Somers, Merel Bechtold, Joey de Boer, |
საიტი | delain.nl |
Delain ვიკისაწყობში |
ისტორია რედაქტირება
Amenity demo (2002) რედაქტირება
2002 წელს მარტინ ვესტერჰოლტმა დააარსა ჯგუფი მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა within temptation. ამავე წელს გამოუშვა დემო Amenity. შემდეგ მან დატოვა პროექტი და განაგრძო მუსიკის წერა ინდივიდუალურად.
Lucidity (2005) რედაქტირება
2005 წელს შარლოტა ვესსელსთან ერთად ვესტერჰოლტმა ჩამოაყალიბა მუსიკალური პროექტი, სადაც მათთან ერთად სხვა მუსიკოსებიც იყვნენ გაერთიანებულნი. 2006 წელს მათ გამოუშვეს ალბომი Lucidity, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო. ამ ალბომმა მისცა პროექტს საშუალება ჩამოყალიბებულიყო მუსიკალურ ჯგუფად.
April rain (2008-2010) რედაქტირება
2007 წელს ჯგუფმა დააანონსა ახალი ალბომის გამოშვების შესახებ 2009 წელის 9 თებერვალს. გამოვიდა ალბომი April rain, მის ფარგლებში ჯგუფმა ჩაატარა ტურნე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში. 2010 წლის თებერვალში ჯგუფმა დააანონსა ახალი ალბომის გამოშვების შესახებ, ამავე დროს ბასისტმა რობ ვან დე ლუმ დატოვა ჯგუფი და ის ჩანაცვლებულ იქნა ოტო შიმელპენიკით.
we are the others (2011-2012) რედაქტირება
2011 წლის კონცერტებზე ჯგუფმა წარადგინა სამი სიმღერა თავისი ახალი ალბომიდან "Manson", "Get Devil out of me" და "Milk an honey". ალბომი სახელად "We are the others" ოფიციალურად გამოვიდა 2012 წელს.
Interlude (2013) რედაქტირება
2013 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Interlude, რომელიც ასევე შეიცავდა სხვა სიმღერების ქავერებს.
The Human Contradiction (2014–2015) რედაქტირება
2014 წლის 23 თებერვალს ჯგუფმა ახალი ალბომის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოფიციალურად 8 აპრილს გამოვიდა. ამავე წელს ჯგუფს შეუერთდა მერელ ბეხთოლდი, რომელიც 2015 წლიდან ჯგუფის მუდმივი წევრი ხდება.
The Human Contradiction (2014–2015) რედაქტირება
ჯგუფმა დააანონსა ახალი EP-ის შესახებ. იგი გამოვიდა 2016 წელის 19 თებერვალს. EP-ის პირველი სიმღერა suckerpunch გამოვიდა 5 თებერვალს. ბენდმა დააანონსა ახალი ალბომი, რომელიც ახალ სიმღერებთან ერთან Queen-ის ქავერებსაც შეიცავდა. იგი 2016 წლის 26 აგვისტოს გამოვიდა.
Hunter's Moon EP (2018-present) რედაქტირება
2018 წლის 13 დეკემბერს ჯგუფმა განაცხადა ახალი EP-ის გამოშვების შესახებ, სახელად "Hunter's Moon". EP-ის პირველი სინგლი — "Masters of Destiny" გამოქვეყნდა 2019 წლის 11 იანვარს.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Official website
- Metal Archives on Delain
- Official Delain MySpace page
- Official French website დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. and Official French forum დაარქივებული 2016-09-28 საიტზე Wayback Machine.