Cymothoa exigua — პარაზიტული კიბოსნაირი Cymothoidae-ის ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 8-29 მმ, ხოლო დედლისა — 7,5-15 მმ აღწევს. პარაზიტი ლაყუჩების გავლით აღწევს თევზის ენის ბოლოს და ბრჭყალების დახმარებით სისხლს სწოვს, რასაც თან სდევს ენის ატროფია. ამის შემდეგ, პარაზიტი ხდება თევზის ენის ნაწილი. თევზს შეუძლია პარაზიტი გამოიყენოს ისევე, როგორც ნორმალური ენა. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. გვხვდება კალიფორნიის ყურიდან გუაიაკილის ყურამდე. მისი სასიცოცხლო ციკლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.