ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოი ლერეი კოლინზი, ცნობილი როგორც Coi Leray (ინგლ. Coi Leray Collins; დ. 1997 წლის 11 მაისი, ჰეკენსეკი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. მან დაიწყო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება SoundCloud-ზე. მუსიკოსმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი, „Huddy", და მიქსტეიპი, „Everythingcoz“, 2018 წელს. 1801 Records-თან და Republic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე მიქსტეიპი, „EC2“ (2019). მუსიკოსმა ასევე გამოუშვა თავისი სადებიუტო EP „Now or Never“ (2020).

Coi Leray
ინგლ. Coi Leray Collins

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კოი ლერეი კოლინზი
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1997 (1997-05-11) (27 წლის)
დაბ. ადგილი ბოსტონი
წარმოშობა ჰეკენსეკი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • 1801
  • Republic
  • Uptown
საიტი coileray.com
Coi Leray ვიკისაწყობში

2021 წელს მუსიკოსის სინგლი „No More Party" გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ.

2022 წელს ლერეიმ გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Trendsetter“. ალბომში შევიდა მუსიკოსის კოლაბორაციული კომპოზიცია „Blick Blick", რომელიც მან ნიკი მინაჟთან ერთად შექმნა. სინგლი გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კოი ლერეი კოლინზი დაიბადა 1997 წლის 11 მაისს ბოსტონში, მასაჩუსეტსში და გაიზარდა ჰეკენსეკში, ნიუ-ჯერსიში.[1][2][3]

ის რეპერისა და მედია მაგნატის Benzino-ს ქალიშვილია და ჰყავს ხუთი ძმა. ლერეის მშობლები განქორწინდნენ მას შემდეგ, რაც მამამ დატოვა გაზეთი The Source.[4]

კოლინზმა მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო.[5] 16 წლის ასაკში ლერეიმ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა.[3]

2011 წელს მუსიკოსმა გამოუშვა სიმღერები „Bow Down" და „Rock Back".[6][7] სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ლერეიმ გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „G.A.N.", რომელიც მან SoundCloud-ზე ატვირთა.[8] მისი სადებიუტო მიქსტეიპი, „Everythingcoz“, გამოვიდა 2018 წელს.

მისი მეორე მიქსტეიპი, EC2, გამოვიდა 2019 წლის 18 იანვარს 1801 Records-ისა და Republic Records-ის ლიცენზიის ქვეშ.[9] მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი „Good Days" 2019 წლის მარტში.[10]

მუსიკოსმა 2020 წლის აპრილში მან გამოუშვა სინგლი „Better Days" ამერიკელ რეპერთან Fetty Wap-თან ერთად.

მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Now or Never, 2020 წლის აგვისტოში. მისი სინგლი „No More Parties" გამოვიდა 2021 წლის იანვარში და გახდა მუსიკოსის პირველი სიმღერა, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში და 26-ე ადგილი დაიკავა.[11] 2021 წლის თებერვალში გამოვიდა სიმღერის რემიქსი Lil Durk-თან ერთად. რემიქსისთვის მუსიკალური ვიდეო გადაიღო Reel Goats-მა. ვიდეო გამოვიდა მომდევნო თვეში.[12] კომპოზიციამ მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ 2021 წლის მაისში.[13] ლერეიმ გამოუშვა სინგლი „Big Purr (Prrdd)" 2021 წლის მარტში. კომპოზიცია გავიდა 69-ე ადგილზე Billboard Hot 100-ში.[14][15] 2021 წლის აპრილში მან შეასრულა კომპოზიცია „No More Party" შოუში „The Tonight Show Starring Jimmy Fallon“.[16]

2021 წლის მაისში, ლერეიმ გამოუშვა სინგლი „Bout Me".[17] მომღერალმა ასევე იმღერა Rich the Kid-ის სიმღერაში „Boss Bitch" და YN Jay-ის სიმღერის „Triple S" რემიქსში. მუსიკოსმა გამოუშვა ახალი კომპოზიცია „At the Top“ Kodak Black-სა და Mustard-თან ერთად 2021 წლის ივნისში.[18][19][20]

ლერეი იყო ნომინირებული საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლისა და საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში 2021 წლის BET Awards-ზე.[33] მუსიკოსმა ასევე იმღერა სიმღერაში „Ocean Prime" Bfb Da Packman-ის სადებიუტო ალბომიდან, Fat N****s Need Love Too, რომელიც გამოვიდა 2021 წლის ივნისში.[21][22]

2021 წლის ივლისში, მუსიკოსმა იმღერა Sleepy Hallow-ის კომპოზიციის „2055" რემიქში.[23] მუსიკოსმა გამოუშვა სინგლი „Okay Yeah!" 2021 წლის აგვისტოში.[24] 2021 წლის სექტემბერში მან გამოუშვა სინგლი „Twinnem" მუსიკალურ კლიპთან ერთად.[25][26] სიმღერა ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე. სექტემბერში მან დაიწყო ტურნე „The Back Outside Tour“ Lil Baby-სა და Lil Durk-თან ერთად.

მუსიკოსი ნომინირებული იყო 2021 წლის BET Hip Hop Awards-ზე საუკეთესო ახალი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის კატეგორიაში.[27] 2022 წლის 18 მარტს ლერეიმ გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია, „Blick Blick", ნიკი მინაჟთან ერთად. კომპოზიციამ 37-ე ადგილი დაიკავა Billboard Hot 100-ში.

ლერეიმ თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, „Trendsetter“, გამოუშვა 2022 წლის 8 აპრილს. ალბომში შედიოდა კოლაბორაციული ნამუშევრები შემდეგ მუსიკოსებთან: Yung Bleu, Fivio Foreign, Young M.A, G Herbo, H.E.R., Nav, Polo G, Lil Tecca და A Boogie Wit da Hoodie.[28][29]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Coi Leray.
  2. Cheng, Vivian. Year of the Coi en (December 20, 2019). ციტირების თარიღი: April 14, 2021
  3. 3.0 3.1 Ju, Shirley. Coi Leray Is Feeling Cozy With Her Fame en (February 21, 2019). ციტირების თარიღი: April 12, 2021
  4. Smith, Talia Tabatha Binx. Women in Hip-Hop: The Voices of Our Generation en (February 28, 2019). ციტირების თარიღი: April 14, 2021
  5. Coi Leray On Fetty Wap 'Better Days' Collab And Why It's Special To Be A Woman Rapper Now en (June 16, 2020). ციტირების თარიღი: April 12, 2021
  6. Alston, Trey. Try As You Might, You Can't Stop Coi Leray en (November 11, 2021). ციტირების თარიღი: November 13, 2021
  7. Coi Leray & Benzino's Family History & Beef, Explained en (May 7, 2021). ციტირების თარიღი: 2021-09-07
  8. Alston, Trey. Try As You Might, You Can't Stop Coi Leray en (November 11, 2021). ციტირების თარიღი: November 13, 2021
  9. Cho, Regina (January 18, 2019). „Coi Leray On Her Rise to Fame & Deal With Republic Records: Exclusive“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 14, 2021.
  10. Chin, Mallory. Trippie Redd Announces 'Life's A Trip' Tour en (December 23, 2018). ციტირების თარიღი: April 14, 2021
  11. Rouhani, Neena (April 8, 2021). „Billboard's R&B/Hip-Hop Rookie of the Month for April: Coi Leray“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 13, 2021.
  12. Espinoza, Joshua. Watch Coi Leray's Video for "No More Parties" Remix f/ Lil Durk en (March 11, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2021. ციტირების თარიღი: April 13, 2021
  13. Jefferson, Devon. Coi Leray Extends Reign With 'Bout Me' Single Amid 'No More Parties' Plaque en (May 8, 2021). ციტირების თარიღი: July 19, 2021
  14. Callas, Brad. Pooh Shiesty Joins Coi Leray on New Song "Big Purr (Prrdd)" en (March 26, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2021. ციტირების თარიღი: April 13, 2021
  15. Saponara, Michael. Coi Leray Gets 1M Instagram 'Big Prrdd' Likes With Slow-Motion Twerk en (April 9, 2021). ციტირების თარიღი: April 13, 2021
  16. Zemler, Emily (April 30, 2021). „Coi Leray Makes TV Debut With 'No More Parties' on 'Fallon'. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: July 19, 2021.
  17. Mahadevan, Tara C.. Listen to Coi Leray's New Song "Bout Me" en (May 7, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2021. ციტირების თარიღი: July 19, 2021
  18. Tigg, FNR. Rich the Kid and Coi Leray Join Forces on New Single "Boss B*tch" en (June 4, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2021. ციტირების თარიღი: July 19, 2021
  19. Rouhani, Neena; Lee, Cydney (June 29, 2021). „R&B/Hip-Hop Fresh Picks of the Week: EST Gee, YN Jay, TOBi & More“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: July 19, 2021.
  20. Mahadevan, Tara C.. Coi Leray Taps Kodak Black and Mustard for New Track "At the Top" en (June 25, 2021). ციტირების თარიღი: July 19, 2021[მკვდარი ბმული]
  21. Mahadevan, Tara C.. BfB Da Packman Shares Album 'Fat N****s Need Love Too' f/ Benny the Butcher, Coi Leray, Sada Baby, and More en (June 25, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 11, 2021. ციტირების თარიღი: July 19, 2021
  22. Pierre, Alphonse. Bfb Da Packman : Fat N****s Need Love Too en (June 30, 2021). ციტირების თარიღი: July 19, 2021
  23. Martinez, Jose. Sleepy Hallow Enlists Coi Leray for "2055" Remix en (May 30, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2021. ციტირების თარიღი: October 9, 2021
  24. Moran, Justin. Getting Fitted With Coi Leray for Moschino en (September 11, 2021). ციტირების თარიღი: October 9, 2021
  25. Lee, Cydney; Rouhani, Neena (September 21, 2021). „R&B/Hip-Hop Fresh Picks of the Week: Coi Leray, Amaarae & More“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 9, 2021.
  26. Williams, Aaron. Coi Leray 'Twinnem' Video Demands Loyalty And Denounces Yes Men en (September 20, 2021). ციტირების თარიღი: October 9, 2021
  27. Nazareno, Mia (October 5, 2021). „2021 BET Hip Hop Awards Winners: Complete List“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 9, 2021.
  28. Castillo, Bree. Coi Leray: The Crystal Ball Says Up Up Up en (November 4, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2021. ციტირების თარიღი: November 13, 2021
  29. Exposito, Suzy. Coi Leray keeps stirring up outrage. She wouldn't have it any other way en (August 25, 2021). ციტირების თარიღი: October 9, 2021
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Coi_Leray“-დან