Coda Media
კოდა მედია (ინგლ. Coda Media) — კრიზისებზე მომუშვე ონლაინ მედია პლატფორმა, რომელიც 2016 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. მას BBC-ის ყოფილი კორესპონდენტი ნატალია ანთელავა[1] და ჟურნალისტი მწერალი, ასევე Wall Street Journal-ის ყოფილი რეპორტიორი, ილან გრინბერგი[2] ხელმძღვანელობენ. ბრიტანელი ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი პიტერ პომერანცევი კი მოწვეული რედაქტორია.
Coda Media | |
---|---|
ტიპი: | ონლაინ მედია პლატფორმა |
ფორმატი: | მულტიმედია, ოლაინ პუბლიკაცია |
მფლობელ(ებ)ი: | Coda Media Inc. |
გამომცემელი: | Coda Story |
რედაქტორი: | ილან გრინბერგი |
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: | ნატალია ანთელავა |
დაარსდა: | 2016 წელი |
ენა: | ინგლისური |
სათავო ოფისი: | ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები |
საიტი: | codastory.com |
კონცეფცია
რედაქტირებაCoda-ს ჟურნალისტების გუნდი იკვლევს და აშუქებს კონკრეტულ მიმდინარე კრიზისს.[3] ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, Coda ცალკეულ მოვლენაზე ფოკუსირებულია დროის ხანგრძლივი პერიოდი, რათა „ინდივიდუალური ისტორიები ფართო კონტექსტში წარმოადგინოს“.[4]
ის თემები და კრიზისები, რაც Coda-მ აქამდე გააშუქა, არის ევროპაში მიგრაციის კრიზისი, ლგბტქ საზოგადოების უფლებები რუსეთში და ევრაზიაში გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანია.[5]
მედია ორგანიზაციაში მუშაობენ ჟურნალისტები, რედაქტორები და დიზაინერები აშშ-დან, საქართველოსა და რუსეთიდან. ასევე Coda-ს ჰყავს პარტნიორი მედია წყაროები და მათთან ერთად აშუქებს არაერთ თემას. Coda-ს რეპორტაჟები ხელმისაწვდომია Coda story-ის ვებ-გვერდზე.
Coda კონცენტრირებულია „ამბების პირველადი სახით გადმოცემაზე“.[6] Coda სხვადასხვა რეპორტაჯის საგანს ყოფს „ნაკადებად“, როგორც დეზინფორმაციის ნაკადების სიმრავლის ნაწილებს. ორგანიზაცია სხვადასხვა „Coda“-ს შექმნას გეგმავს განსხვავებული კრიზისების გასაშუქებლად.
დაფინანსება
რედაქტირებაCoda Media არაკომერციული ორგანიზაციაა და მისი შემოსავლის უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია ფონდების მიერ გაცემულ გრანტებზე. ამასთან, Coda-მ შეიმუშავა საწევრო სქემა, რომლის მეშვეობითაც დონორებს რეპორტიორებთან უშუალო კომუნიკაცია შეუძლიათ. ორგანიზაციას ქრაუდფანდინგის გამოცდილებაც აქვს.[3]
პარტნიორები
რედაქტირება
|
ჯილდოები
რედაქტირება2018 წელს Coda Story-მ Reveal-თან[7] ერთად ალფრედ ი. დუ პონტის სახელობის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯილდო[8] მოიპოვა ერთობლივი დოკუმენტური რადიო-გადაცემისთვის „რუსეთის ახალი განტევების ვაცი“,[9] (ინგლ. Russia's New Scapegoats) რომელიც იკვლევს პოლიტიკურ მიზეზებსა და ადამიანების მიერ გაღებულ საფასურს კრელმის ომში ჰომოსექსუალი ადამიანების წინააღმდეგ.
2014 წელს Coda-მ მოიგო რედაქტორების გლობალური კავშირის (ინგლ. Global Editors Network) საუკეთესო ნიუს სტარტაპების კონკურსი.[10] 2016 წელს Coda ონლაინ ჟურნალისტიკის დაჯილდოების (ინგლ. Online Journalism Awards) ფინალისტი იყო კატეგორიაში ინოვაციური და საუკეთესო პატარა ნიუსრუმი ისტორიების ვიზუალურ ციფრულ თხრობაში[11] პროექტისთვის „განადგურების ნებართვა“, ტერორი ცენტრალურ აზიაში."[12][11] (ინგლ. "Permission to Exterminate" Terror in Central Asia)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.theguardian.com/profile/natalia-antelava
- ↑ https://pulitzercenter.org/people/ilan-greenberg
- ↑ 3.0 3.1 How Coda Story will add continuity to crisis coverage one story at a time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-28. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ A startup called Coda Story wants to help journalists keep reporting on stories after ‘mainstream media’ has left. BBC Academy. American Press Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-31. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ Wang, Shan. „Coda Story, focused on deep dives around single themes, is now tackling a "post-truth" Eurasia“. Nieman Lab.
- ↑ "Stay on the Story": Former BBC correspondent launches new reporting platform Coda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-15. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ Reveal.
- ↑ 2018 Alfred I. duPont-Columbia Award Winners Announced - School of Journalism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-30. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ Russia’s new scapegoats.
- ↑ Startups for News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-14. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ 11.0 11.1 Coda Story Award-Winning Work - Online Journalism Awards.
- ↑ Terror in Central Asia - Video.