Chip 'n Dale: Rescue Rangers — კომპანიის Walt Disney Television Animation მიერ 1989-1990 წლებში გამოშვებული ანიმაციური ტელესერიალი. მისი მთავარი პერსონაჟები არიან ჩიპი და დეილი. სერიალი 1989 წლის 4 მარტს, The Disney Channel-ზე დაიწყო [1], თუმცა საპილოტო ეპიზოდი, "Catteries Not Included", მანამდე, 1988 წლის 27 აგვისტოს იქნა ნაჩვენები.[2] სერიალი უშუალოდ დაიწყო ორსაათიანი ჩვენებით - ეპიზოდით, რომელსაც Rescue Rangers: To the Rescue ეწოდა. მოგვიანებით იგი დაიყო ხუთ ნაწილად.[3] უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 1990 წლის 19 ნოემბერს.

Chip 'n Dale: Rescue Rangers
ჟანრი ანიმაციური ტელესერიალი
ავტორი
გახმოვანება
თემის კომპოზიტორი მარკ მიულერი
კომპოზიტორ(ებ)ი გლენ დოუმი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 3
ეპიზოდი 65
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი
  • ტედ სტოუნზი
  • ალან ზესლოვი
ხანგრძლივობა 22 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი
  • 480i (SDTV) 4:3
  • 1080p (HDTV) 4:3
აუდიო ფორმატი
  • სტერეო
  • მონო (რამდენიმე ეპიზოდი
ეთერში 27 აგვისტო, 1988 (1988-08-27) — 19 ნოემბერი, 1990 (1990-11-19)

პერსონაჟები რედაქტირება

მთავარი პერსონაჟები
  • ჩიპი (ახმოვანებს ტრეს მაკნილი)[4] — მაშველების ხელმძღვანელი[4]. ნაწილობრივ ინდიანა ჯოუნსით შთაგონებული, იგი იყენებს ლასოს სხვადასხვა ადგილზე ასასვლელად. დეილთან შედარებით უფრო სერიოზულია. როგორც დეილს, მასაც უყვარს თანაშემწე გაჯეტი.
  • დეილი (ახმოვანებს კორი ბარტონი)[4] — ჩიპისგან განსხვავებით, ატარებს წითელ ჰავაის სტილის მაისურს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო უყვარს, უფრო მხიარული და ხუმარაა. შეყვარებულია თანაშემწე გაჯეტზე.
  • მონტერეი ჯეკი (ახმოვანებენ პიტერ კალენი და ჯიმ კამინგსი), აგრეთვე ცნობილი როგორც „მონტი“ — მხიარული მოგზაური, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ყველი (რომელიც მას გონებას აკარგვინებს). სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც - ყველის ერთ-ერთი ნაირსახეობას დასახელება.
  • გაჯეტ ქანჩა (ახმოვანებს ტრეს მაკნილი)[4] — გოგონა-თაგვი, გუნდის პილოტი, მექანიკოსი და გამომგონებელი. მისი ხასიათი ეფუძნება ჯორდანის, 1985 წლის ფილმის „ნამდვილი გენიოსი“ პერსონაჟს.
  • ელვა (ახმოვანებს კორი ბარტონი)[4] მომცრო მწვანე ბუზი, მონტერეი ჯეკის ძველი მეგობარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Disney A to Z : The updated official Encyclopedia, Dave Smith p 101
  2. „For Children“. The New York Times. New York, N.Y. August 21, 1988. pp. TV15.
  3. "Chip 'n Dale Rescue Rangers დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links". www.bcdb.com, April 13, 2012
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Grant, John [1987] (April 29, 1998). „Part II: The Television Series“, Encyclopedia of Walt Disney's Animated Characters: From Mickey Mouse to Hercules, 3rd, New York City: Hyperion. ISBN 978-0-7868-6336-5. OCLC 37432909.