Philips CD-i
Philips CD-i — (Compact Disc Interactive-ის აბრევიატურა) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Philips-ის მიერ 1991 წელს. დეველოპერების მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ფუნქციონალური იქნებოდა ვიდრე CD დამკვრელი და სათამაშო კონსოლი და ფასით პერსონალურ კომპიუტერზე ნაკლები იქნებოდა. ხარჯების ეკონომიის გამო, მას არ გააჩნდა ფლოპი დისკის მიმღები მოწყობილობა, კლავიატურა, მაუსი და მონიტორი (უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს), გამოიყენებდა ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებასა და სუსტ აპარატულ უზრუნველყოფას. მასში განთავსებული იყო Philips SCC680700-ის ცენტრალური პროცესორი 15.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 მბ[4] ოპერატიული მეხსიერება და Philips SCC66470-ის გრაფიკული ჩიპი.[4]
Philips CD-i | |
---|---|
Philips CD-i 220 და კონტროლერი | |
მწარმოებელი | Philips, Sony, Magnavox |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 3 დეკემბერი, 1991 ევრ 1992 |
საცალო გაყიდვაში | 1991–1998 |
შეწყდა | 1998[1] |
გაიყიდა | 1 მილიონი[2][3] |
მედია | CD-i, Audio CD, CD+G, კარაოკე CD, Video CD |
ოპერაციული სისტემა | CD-RTOS |
პროცესორი | Philips SCC68070 @ 15.5 მჰც |
მეხსიერება | 1 მბ RAM |
მონიტორი | 384×280-დან 768×560-მდე |
გრაფიკა | Philips SCC66470 |
ხმა | MCD 221, ADPCM-ის ხმის რვა არხი[4] |
ონლაინ სერვისები | CD-Online |
წინა | Philips Videopac + G7400 |
გარდა თამაშებისა, გამოდიოდა საგანმანათლებლო და მულტიმედიური კონტენტები, როგორებიც არის ინტერაქტიული ენციკლოპედიები და მუზეუმების ტურები, რომლებიც პოპულარული იყო ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამდე. CD-i, აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ადრეულ სისტემად, რომელმაც კონსოლში დანერგა ინტერნეტ მახასიათებლები, მათ შორის ვებ გვერდების დათვალიერება, გადმოტვირთვა, ელექტრონული ფოსტა და ონლაინ თამაშები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იყო 1996 წელს გამოსული Philips-ის დამატებითი მოდემის საშუალებით, რომლის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენდა.[5] მოგვიანებით Philips-მა გამოუშვა კონსოლის რამდენიმე განახლებული ვერსია: CD-i 200 სერია, CD-i 300 სერია, CD-i 400 სერია, CD-i 400 სერია.
კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1984 წელს და დაანონსდა 1986 წელს.[6] Philips CD-i გამოვიდა 1991 წელს. მისი თავდაპირველი ფასი იყო 700 აშშ დოლარი[7] და შეეძლო Audio CD, CD+G (CD+Graphics), Karaoke CD, Photo CD და Video CD (VCD) ფორმატების წაკითხვა. კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა, ჟურნალმა „PC World“ სიაში „10 ყველაზე ცუდი სათამაშო სისტემა“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა.[8] ის აგრეთვე შეყვანილი იქნა სხვადასხვა სიებში სხვადასხვა გამომცემლების მიერ.[9][10][11] CD-i მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ასლი[2] და დიდი ზარალი მიაყენა Philips-ს. სისტემის წარმოება შეწყდა 1998 წელს.
თამაშები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
Philips CDi 220
-
Philips CD-i 910
-
CD-i 400 სერია
-
პადლი
-
მაუსი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Philips CD-i“ ვიკისაწყობში.
- Philips CD-i საიტზე Curlie
- Philips CD-I-ს FAQ
- Philips CD-i-ს ისტორია დაარქივებული 2017-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Philips CD-i-ს პარატურა დაარქივებული 2010-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Philips CD-i-ს ოფიციალური ვიკი დაარქივებული 2018-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Philips CD-i ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Blake Snow. (4 მაისი, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი, 2007. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2007.
- ↑ 2.0 2.1 The Deseret News - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
- ↑ The Milwaukee Journal - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.[მკვდარი ბმული]
- ↑ 4.0 4.1 4.2 Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 208. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ New Sunday Times - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
- ↑ (2005). History of the Philips CD-i დაარქივებული 2017-07-25 საიტზე Wayback Machine. , Philipscdi.com.
- ↑ „COMPANY NEWS; New Philips CD - The New York Times“. Nytimes.com. 2 აპრილი, 1992. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ The 10 Worst Video Game Systems of All Time | PCWorld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
- ↑ The 10 Worst-Selling Consoles of All Time, Feature Story from GamePro
- ↑ The worst game console(s) ever | Crave - CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-04. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
- ↑ (6 მაისი, 2007). Top Ten Worst Consoles, GameTrailers. დაარქივებულია 14 ნოემბერი, 2012.