Bitmain Technologies Ltd — ჩინური კერძო კომპანია. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში. ამუშავებს სპეციალური დანიშნულების ინტეგრალურ სქემებს (application-specific integrated circuit, ASIC) ბიტკოინის მაინინგისთვის.

Bitmain Technologies Ltd
ტიპი კერძო
დაფუძნდა 2013
დამაარსებელი მიკრი ჭანი და ძიხან ვუ
სათავო ოფისი პეკინი, ჩინეთი
საიტი www.bitmain.com

ისტორია რედაქტირება

კომპანიაა დააარსეს მიკრი ჭანმა და ძიხან ვუმ 2013 წელს. Bitmain-ის დაარსებამდე ჭანი აწარმოებდა DivaIP-ს — ტექნიკურ საშუალებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ტელევიზიის სტრიმინგი განეხორციელებინათ კომპიუტერის ეკრანზე სეტ-ტოპ ბოქსის საშუალებით, ხოლო ვუ იყო ფინანსური ანალიტიკოსი და კერძო საინვესტიციო ფონდის მენეჯერი[1].

2018 წლისთვის კომპანია გახდა ბიტკოინის მაინინგისთვის სპეციალური დანიშნულების ინტეგრალური სქემის (ASIC) ჩიპების მსოფლიოში ყველაზე ფართო მწარმოებელი[2]. კომპანია ასევე ოპერირებს ისტორიულად ბიტკოინის ორი უდიდესი მაინინგ პუულს BTC.com-სა და Antpool-ს[3]. Bitcoin Cash-ის (BCH) ფასების გაზრდის მცდელობისას, Antpool-მა „დაწვა“ მათ მიერ მოპოვებული ბიტკოინების BCH-ის 12%, მათი არარსებულ მისამართებზე გადაგზავნით[4]. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში Bitmain იყო მომგებიანი[5], 2018 წლის პირველ ნახევარში 742.7 მილიონი დოლარის წმინდა მოგებით[6] და უარყოფითი საოპერაციო ფულადი ნაკადით[2]. როგორც TechCrunch იტყობინება, 2018 წლის მეორე კვარტალში გაუყიდავმა ინვენტარმა მილიარდი დოლარი შეადგინა[7]. Bitmain-ის პირველი პროდუქტი Antminer S1 იყო, რომელიც წარმოადგენს ASIC Bitcoin მაინერს. მისი წარმადობაა 180 გიგაჰეში წამში, 80-200 ვატი სიმძლავრით დატვირთვისას[8]. 2018 წლის მდგომარეობით Bitmain-ს ჩინეთში მოქმედი 11 მაინინგ ფერმა ჰქონდა[7]. Bitmain ჩართული იყო 2018 წელს Bitcoin Cash-ის გაყოფაში, მხარს უჭერდა Bitcoin Cash ABC-ს როჯერ ვერს[9]. 2018 წლის დეკემბერში კომპანიამ გაათავისუფლა თავისი პერსონალის დაახლოებით ნახევარი[10]. მას შემდეგ კომპანიამ დახურა თავისი ოფისები ისრაელსა და ნიდერლანდებში, ამავდროულად მნიშვნელოვნად შეამცირა ტეხასის მაინინგის ოპერაციები[10]. 2019 წლის თებერვალში, Bitmain-მა დაკარგა „დაახლოებით $500 მილიონი“ 2018 წლის მესამე კვარტალში[11]. აღნიშნულთან დაკავშირებით Bitmain-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჭორები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ მკაცრად დავიცვათ კანონებისა და რეგულაციების შესაბამის მოთხოვნებს, ხოლო განცხადებებს თავის დროზე გავაკეთებთ“[12].

სქოლიო რედაქტირება

  1. Wong, Joon Ian. „China's Bitmain dominates bitcoin mining. Now it wants to cash in on artificial intelligence“. Quartz (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-05. ციტირების თარიღი: 2017-12-04.
  2. 2.0 2.1 Lucas, Louise (2018-09-27). „China's crypto mining rig-maker Bitmain plans Hong Kong listing“. Financial Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27. ციტირების თარიღი: 2018-09-27.
  3. „Chinese bitcoin mining giant Bitmain had revenues of $2.8 billion in the first half of the year“. Business Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-07. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  4. „Why a Cryptocurrency Mining Giant Is Burning Money in a 'Black Hole'. Motherboard (ინგლისური). 2018-04-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-07. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  5. Cheng, Evelyn (23 February 2018). „Secretive Chinese bitcoin mining company may have made as much money as Nvidia last year“. CNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2018. ციტირების თარიღი: 30 April 2018.
  6. Hu, Bailey (2018-09-27). „Bitmain files for IPO in Hong Kong“. TechNode (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27. ციტირების თარიღი: 2018-09-27.
  7. 7.0 7.1 Yang, Joyce (October 2018). „Bitmain IPO concerns: the crypto giant recorded a big loss in Q2 2018“. Techcrunch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 November 2018. ციტირების თარიღი: 8 November 2018.
  8. „MANIC MINERS: Ten Bitcoin generating machines“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-14. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
  9. Kharif, Olga (17 November 2018). „Bitcoin Cash Clash Is Costing Billions With No End in Sight“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2018. ციტირების თარიღი: 18 November 2018.
  10. 10.0 10.1 Roberts, John Jeff (15 October 2019). „Texas Bitcoin Mining Startup Gets $50 Million From Peter Thiel to Steal China's Crypto Crown“. Fortune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2019. ციტირების თარიღი: 16 October 2019.
  11. Bitmain E9 - Bitmain Antminer E9 en-US (2021-08-29). ციტირების თარიღი: 2021-09-02
  12. Ji, Qian. 比特大陆回应2018年Q3财报亏损约5亿美元:传闻不实_财经网 - CAIJING.COM.CN. ციტირების თარიღი: 25 February 2019
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bitmain&oldid=4646928“-დან