Babylon Zooბრიტანული როკ ჯგუფი, ცნობილი 1990-იან წლებში. იგი ჩამოაყალიბა ჯეს მენმა. ყველაზე მეტად კოლექტივი ცნობილი გახდა სიმღერით „Spaceman“, რომელიც, 1996 წლის 21 იანვარს გამოცემისთანავე, მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტის #1 პოზიციაზე და გამოსვლიდან უკვე პირველი კვირის მანძილზე 418.000 ასლის ოდენობით გაიყიდა.

Babylon Zoo
ბიოგრაფია
წარმოშობა ვულვერჰემპტონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, სპეის როკი, ინდუსტრიული მუსიკა, გლემ როკი
აქტიური 1992–2000
ლეიბლ(ებ)ი Phonogram Records, WEA, EMI
წევრები ჯეს მენი
კერი მელბურნი
დეივ გუდესი
დერინ მუნი
საიტი babylonzoo.net[1]

დიდი წარმატება იქონია ჯგუფის სადებიუტო ალბომმა The Boy with the X-Ray Eyes, რასაც შეუწყო ხელი არა მხოლოდ „Spaceman“-ის წარმატებამ, არამედ ზოგადად, ჯგუფის მიერ აღებულმა გეზმა - ალტერნატიული როკის, ინდუსტრიული მუსიკისა და სპეის როკის ელემენტების სინტეზით. 1999 წელს გამოიცა მისი კიდევ ერთი ალბომი King Kong Groover, მაგრამ პრომოკამპანია ამჯერად უმნიშვნელო იყო. 2005 წლიდან ცნობილია, რომ ჯგუფს (რომლის წევრები ახლა სხვადასხვა საქმიანობით არია დაკავებულნი), მზად აქვს ალბომი Cold Clockwork Doll, მაგრამ მისი გამოცემის თარიღი უცნობია.

დისკოგრაფია

რედაქტირება
ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Babylon_Zoo&oldid=4621872“-დან