AvaTrade
AvaTrade — ირლანდიური საბროკერო კომპანია.[1] მომხმარებელს სთავაზობს ვაჭრობას მისი სავაჭრო პლატფორმების და მობილური აპლიკაციების მეშვეობით სხვადასხვა ბაზარზე, ვალუტის, საფონდო ინდექსების, აქციების, ბირჟაზე მოვაჭრე ფონდების, ოპციონების, კრიპტოვალუტებისა და ობლიგაციების ჩათვლით.[2]
კომპანია განთავსებულია დუბლინში, მმართველი კომპანია მდებარეობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.[3] აგრეთვე AvaTrade-ს ოფისები განლაგებულია ტოკიოში, მილანში, პარიზში, სიდნეიში, შანხაისა და ულან-ბატორში.
ისტორია
რედაქტირებაAvaTrade დაფუძნებულია ემანუელ კრონიცის, ნეგევი ნოზაცკის და Clal Finance-ს მიერ 2003 წელს როგორც Ava FX.[4]
2011 წლის მარტში კომპანიამ შეიძინა ბროკერი eForex -ს არაამერიკელი კლიენტები.[5] 2011 წლის ივნისში კომპანიამ შეიძინა Finotec Trading UK Limited-გან კლიენტები და საქონელი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა.[6]
2013 წელს AvaFX-ის შეეცვალა სახელწოდება AvaTrade-ზე.
რეგულირება
რედაქტირებაAvaTrade რეგულირდება ევროკავშირში ირლანდიის ცენტრალური ბანკის მიერ, ავსტრალიაში — ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების ავსტრალიური კომისიის მიერ, იაპონიაში — ფინანსური მომსახურების სააგენტოს, იაპონიის ფინანსური ფიუჩერსების ასოციაციის და სასაქონლო ფიუჩერსების იაპონური ასოციაციის მიერ, ხოლო ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე — ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ფინანსური მომსახურების კომისიის მიერ.[7] კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნების ტრეიდერებს (აშშ-ს, ახალი ზელანდიის, ბელგიის გარდა).[8]
ოპოერაციები
რედაქტირებაAvaTrade სთავაზობს საბითუმო ვაჭრობას ძირითადად MetaTrader 4 (MT4)-ის და საკუთარი საპროგრამო უზრუნველყოფის AvaTrader-ის მეშვეობით.[9]
2013 წლის აგვისტოში AvaTrade წარმოადგინა ბიტკოინებით ვაჭრობა CFD-ით AvaTrader და MT4 პლატფორმებზე.
კრიტიკა
რედაქტირება2018 წლის აპრილში სასკაჩევანის მომხმარებელთა საქმეთა და ფინანსების სამმართველო გაფრთხილება გამოუტანა კომპანიას არარეგისტრირებული პლატფორმის გამოყენების გამო.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ AvaTrade Review. financebrokerage.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AvaTrade Review 2021. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AvaTrade receives BVI FSC regulatory license. leaprate.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ Clal Finance sells remaining stake in forex unit AVA. globes.co.il. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ eForex transfers clients to AvaFX. financemagnates.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AvaFX acquires clients from Finotec. leaprate.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AvaTrade Review. publicfinanceinternational.org. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AvaTrade. brokerguide.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ AVATrade Broker Review. forextrading.company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-27. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.
- ↑ Do Not Give Ava Trade Your Money. saskatchewan.ca. ციტირების თარიღი: 2021 წლის 10 ოქტომბერი.