Auto Bild საქართველო
Auto Bild — მსოფლიოში პოპულარული და მაღალტირაჟიანი ავტოჟურნალი. იგი ევროპის უმსხვილესი საგამომცემლო სახლის Axel Springer-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტია (სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Axel Springer 150-მდე დასახელების ჟურნალსა და გაზეთს უშვებს). ჟურნალი Auto Bild 1986 წელს გერმანიაში დაარსდა.
Auto Bild საქართველო | |
---|---|
ენა | ქართული |
მთავარი რედაქტორი | შალვა ბუაჩიძე |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Media Management Service LTD |
ქვეყანა | საქართველო |
რედაქციის მისამართი | თბილისი, 0179, ნატო ვაჩნაძის ქ. 9 |
პუბლიკაციის ისტორია | გამოცემაშია 2008 წლიდან |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 1987-6165 |
Auto Bild-ი საქართველოში
რედაქტირება2008 წლის 1 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა „Auto Bild საქართველოს“ პრეზენტაცია. ჟურნალის გამოსვლის აღსანიშნავად, თბილისის ქუჩებში მოეწყო რარიტეტული და ახალი მანქანების მსვლელობა. გერმანიიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც მაღალი შეფასებები მისცეს ჟურნალის პირველ ნომერს. „შერატონში“ ქართული საავტომობილო სამყაროს და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გათამაშდა პარიზის 2008 წლის ავტოშოუს საგზური.
„Auto Bild საქართველოს“ ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს მაღალპოლიგრაფიულ ჟურნალებს შორის მთელ ამიერკავკასიაში და შესაბამისად, ღირსეული ადგილი უკავია ქართულ მედიაბაზარზე. ჟურნალის მაღალ ხარისხთან ერთად, ეს აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიამ განაპირობა. „Auto Bild საქართველო“ წევრია ალიანსის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებისთვის იღვწის. „ალიანსი საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მხარდაჭერით მოქმედებს.
თბილისის ავტოშოუ
რედაქტირება80-იან წლებში, სასტუმრო ივერიასთან (ვარდების მოედანზე) იმართებოდა ავტომობილების გამოფენა. გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა, თბილისს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მეზობელი ტვეყნებიდანაც კი სტუმრობდნენ. ამ ტრადიციის აღდგენა „AUTO BILD საქართველომ“ ითავა და 2008 წელს, სურვილი რეალობად აქცია. თბილისობის ფარგლებში გაიმართა გრანდიოზული ავტოშოუ, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მა ანტიკვარულმა და ხელნაკეთმა მანქანამ. დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ვარდების მოედანს 10 ათასზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ნანახით. ანალოგიური წარმატებით ჩატარდა 2009 წლის ავტოშოუც, რომელიც ასევე თბილისობის ფარგლებში ჩატარდა. ანტიკვარული მანქანების გამოფენასთან ერთად, გაიყიდა ახალი ავტომობილები - მათმა რაოდენობამ ორივე წელს ერთად, ათს გადააჭარბა. ტრადიცია გრძელდება...
ოქროს საჭე
რედაქტირებასაავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილს ავლენს. გერმანული Auto Bild და მისი თანამოძმე, ევროპის 25 ქვეყნის გამოცემა ერთობლივად ავლენენ წლის საუკეთესო ავტომობილს. 2009 წლიდან კონკურსში მონაწილეობას „Auto Bild საქართველოც“ იღებს. შესაბამისად, ჟურნალის მკითხველებს თავისი წვლილი შეაქვთ ამ დიდ კონკურსში, რასაც „ოქროს საჭე“ ჰქვია.
კონკურსის პრინციპი
რედაქტირებამანქანები გადანაწილებულია ექვს კლასში. აქედან ერთ-ერთ კლასში მხოლოდ მკითხველები წყვეტენ, ვინ მიიღებს „ოქროს საჭეს“. დანარჩენ კლასებში მკითხველები ფინალისტებს გამოავლენენ, ფინალში კი გადამწყვეტ სიტყვას ევროპის ყველაზე კომპეტენტური ჟიური ამბობს. ჟიური კი ასე გამოიყურება: 25 ქვეყნის Auto Bild-ის (მათ შორის „Auto Bild საქართველოს“) მთავარი რედაქტორი, მექანიკოსები, ცნობილი მრბოლელები და ცნობილი სახეები. ჟიური 50 წევრისაგან შედგება.
მექანიკოსები მანქანის უსაფრთხოებას, ფასთან შესაბამისობას და გარემოს დაცვის კრიტერიუმებს აფასებენ; მრბოლელები ძრავას, სავალ ნაწილს, მოხვევის სისტემას, მუხრუჭებს და გადაცემათა კოლოფს; ცნობილი ადამიანები დიზაინს, ჯდომის კომფორტს და მომსახურების ხარისხს. ხოლო Auto Bild-ების მთავარი რედაქტორები კი ყველა კრიტერიუმს. ტესტები ოქტომბრის დასაწყისში ტრადიციულად იტალიაში Fiat-ისა და Pirelli-ს სატესტო ტრასაზე ტარდება. ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის „ოქროს საჭის“ ტიტულის გადაცემის ცერემონილი კი ბერლინში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Auto Bild საქართველოს საიტი დაარქივებული 2011-11-18 საიტზე Wayback Machine.
- Auto Bild-ის ოფიციალური საიტი(გერმანული)
- Autobild.tv myvideo.de-ზე
- Autobild.tv youtube.com
- Axel Springer-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-09-15 საიტზე Wayback Machine.