Arma 3
ArmA 3 (ქართ. შეიარაღებული თავდასხმა) — ვიდეო თამაში ტაქტიკური მსროლელის ჟანრში, მესამე თამაში ArmA-ს სერიაში. რომელსაც აწარმოებს Bohemia Interactive. ალფა ვერსია გამოვიდა 2013 წლის 5 მარტს, ბეტა ვერსია — 25 ივნისს, სრულად კი თამაში გამოიცა 12 სექტემბერს Steam-ზე.[7][8] თამაშის მოქმედებები ხდება მომავალში, 2030-იანებში, ფიქტიურ ოპერაცია "Magnitude"-ს დროს, რომელშიც NATO-ს ძალები იბრძვიან "აღმოსავლეთის არმიებთან" მოხსენებულია, როგორც CSAT (Canton-Protocol Strategic Alliance Treaty), რომელსაც ლიდერობს აღორძინებული ირანი.[9]
Arma 3 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bohemia Interactive |
გამომცემელი | Bohemia Interactive |
დისტრიბუტორი |
ციფრული დისტრიბუცია (Steam)[1] ოპტიკური დისკი[2] |
სერია | Arma |
ძრავა | Real Virtuality 4 |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows OS X Linux[3][3] |
გამოსვლის თარიღი |
12 სექტემბერი. 2013 Microsoft Windows] ადრეულად ხელიმსაწვდომი (ალფა ვერსია) WW 5 მარტი[4], 2013 ადრეულად ხელიმსაწვდომი (ბეტა ვერსია) WW 25 ივნისი, 2013 ფინალური WW 12 სექტემბერი, 2013[5] OS X & Linux [6]WW 31 აგვისტო, 2015 |
ჟანრ(ებ)ი | ტაქტიკური მსროლელი |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი კოოპერატივი |
შექმნა
რედაქტირებაARMA 3 იყენებს Bohemia Interactive-ს უახლეს Real Virtuality-ის თამაშის ძრავას. თამაშში არის ახალი შესაძლებლობები წინა ARMA თამაშებთან შედარებით:[10]
- გაუმჯობესებული მისიების რედაქტორი
- DirectX 10 და DirectX 11-ის მხარდაჭერა[11]
- 20 კილომეტრი ხედვის დისტანცია
- მკვდარი პერსონაჟების ფიზიკა (Ragdoll physics)
- გაუმჯობესებული ფიზიკა (PhysX)[12]
- წყალქვეშა გარემოებები, ტრანსოპორტი და წყალქვეშა ყვინთვა
- იარაღების და უნიფორმის კონფიგურაცია
- გაუმჯობესებული განათების ძრავა
- გაუმჯობესებული რადიო ჩატი
პოლიტიკური კონფლიქტები
რედაქტირებადეველოპერების დაპატიმრება საბერძნეთში
რედაქტირება2012 წლის 10 სექტემბერს[13] საბერძნეთის მედიამ გამოაცხადა რომ დაპატიმრებულები იყვნენ თამაშის ორი შემქმნელები, ივან ბუჩტა და მარტინ პეზლარი, სავარაუდო შპიონაჯის გამო, რომლის მაქსიმალური სასჯელი იყო 20 წლით თავისუფლებით აღკვეთა. 2013 წლის 15 იანვარს გამოცხადდა რომ ჩეხები იყვნენ გაშვებული 5000 ევროს გირაოთი. მაგრამ გამოძიება გრძელდება.[14]
თამაშის აკრძალვა ირანში
რედაქტირება2013 წლის სექტემბერში, ირანის მმართველობამ გამოაცხადა რომ თამაში აიკრძალებოდა ქვეყანაში, რადგან თამაშში ირანელი სამხედროები წარმოდგენილები არიან როგორც მტრები.[15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Arma 3 will be Steam-exclusive (21 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2013.
- ↑ http://arma3.com/faq
- ↑ 3.0 3.1 Experimental client ports to Mac and Linux. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2015.
- ↑ Arma 3 Steam Store page. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2013.
- ↑ Arma 3 releases on September 12 (8 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2013.
- ↑ Stahie, Silviu. Arma 3 Is Coming to Linux as a Non-Native Port from Bohemia Interactive. SoftNews NET SRL (August 7, 2015). ციტირების თარიღი: August 10, 2015.
- ↑ გეგმები 2013-ში. http://www.arma3.com/news/plans-for-arma3-in-2013
- ↑ ინფორმაცია გამოსვლის თარიღზე. http://games-inn.ru/post/data-vyihoda-arma-3-v-steam/
- ↑ სტატია თამაშის გამოცხადებაზე. http://www.pcgamer.com/2011/05/19/arma-3-announced-releasing-summer-2012-first-screenshots/
- ↑ Arma 3 Features. http://www.arma3.com/features
- ↑ Interview: ARMA 3 Creative Director Discusses Authenticity, Accessibilty and Confirms DX11. http://ironhammers.org/interview-arma-3-creative-director-discusses-authenticity-accessibilty-and-confirms-dx11/ დაარქივებული 2013-02-15 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ARMA 3: PhysX, ფორუმი. http://forums.bistudio.com/showthread.php?134250-Operation-E3&p=2165557&viewfull=1#post2165557
- ↑ სტატია დეველოპერების დაკავების შესახებ. http://news.in.gr/greece/article/?aid=1231212511
- ↑ ინფორმაცია პროგრამისტების განთავისუფლებაზე. http://ria.ru/world/20130115/918261391.html
- ↑ ირანი უარყოფს ArmA3-ს. http://en.trend.az/regions/iran/2067248.html