Arabian Prince — ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და N.W.A-ს ერთ-ერთი დამაარსებელი.[1]

Arabian Prince

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1965 (51 წლის)
დაბ. ადგილი ინგლვუდი, კალიფორნია
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული რეპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, სინთეზატორი, დასარტყამები
აქტიური 1980 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Orpheus Records, Da Bozak Records, Macola Records, Stones Throw Records

ბიოგრაფია რედაქტირება

Arabian Prince-მა მოღვაწეობა დაიწყო შოუ Bobby Jimmy & the Critters-ში 1984 წელს. ასევე მან მოამზადა სინგლი SuperSonic JJ FAD-ისთვის. შემდეგ იგი გახდა ჯგუფ N.W.A-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, მაგრამ მან თავისი თავი ჯგუფში ზედმეტად ჩათვალა სხვა წევრებთან შედარებით (MC Ren, Dr.Dre, Eazy-E და Ice Cube) და დატოვა ჯგუფი.[2] N.W.A-დან წასვლის შემდეგ მან გააგრძელა სოლო კარიერა და გამოუშვა 5 ალბომი. პირველი ალბომი, სახელად Brother Arab გამოვიდა 1989 წელს, მაგრამ იგი ძალიან ცუდად იყიდებოდა. 1993 წელს მან გამოუშვა მეორე ალბომი, სახელად Where’s My Bytches. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მან მოირგო ფსევდონიმი Proffesor X. იმავე წელს იგი გამოდიოდა DJ-ს როლში 2K Sports Bounce Holiday-ზე Stones Throw-ის არტისტებთან ერთად.

დისკოგრაფია რედაქტირება

სოლო ალბომები რედაქტირება

  • 1989 — Brother Arab (Orpheus Records)
  • 1990 — Situation Hot (Macola Records)
  • 1993 — Where’s My Bytches (Da Bozak Records)
  • 2007/2008 — Professor X (Clone Records)
  • 2008 — Innovative Life: The Anthology (Stones Throw Records)

N.W.A-ის შემადგენლობაში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება