Aptoide
Aptoide — Android პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა აპლიკაციების მარკეტს.[1] Aptoide-ში, განსხვავებით Google Play Store-ისა, არ არის 1 საერთო მარკეტი. ყოველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შექმნას და მართოს საკუთარი მარკეტი. Aptoide-ის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი არსებობს: Aptoide — სმარტფონებისთვის და ტაბლეტებისთვის, Aptoide TV — smart TV-ისთვის და სეთ-ტოპ-ბოქსებისთვის, Aptoide Lite, მცირე ზომის, გათვლილია დაბალი წარმადობის ტელეფონებისთვის და Aptoide Kids — ბავშვებისთვის. ცოტა ხნის წინ გაეშვა VR მარკეტი.
Aptoide | |
---|---|
გამოვიდა | 17 ნოემბერი, 2009 |
პროგრამირების ენა | Java (ჯავა) |
ენა | მრავალენოვანი |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | Android მარკეტი, |
ლიცენზია | GNU General Public License 2.0 |
საიტი | aptoide.com |
Aptoide გთავაზობთ „ბიზნესი ბიზნესისთვის“ ტიპის მომსახურებას. პარტნიორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი მარკეტი.
პროგრამის შექმნის იდეის შთაგონების წყაროდ იქცა APT პაკეტ მენეჯერი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მრავალ წყაროსთან (საცავებიდან). როდესაც მომხმარებელს უნდა რაიმე პროგრამა, ის იყენებს აპლიკაციის კლიენტს, რათა მოძებნოს წყარო, რომელშიც შენახულია ეს პროგრამა.
სახელი Aptoide მიღებულია 2 რამის შერწყმით: „APT“ (Debian-ის პაკეტ მენეჯერი) და „oide“ („Android“-ის ბოლო მარცვალი).
ის ხშირად გამოიყენება იმ აპლიკაციების უფასოდ გადმოსაწერად, რომლებიც ფასიანია Google Play Store-ზე ან რომლებსაც გააჩნიათ გეოგრაფიული შეზღუდვა.
ისტორია
რედაქტირებაAptoide-ის შექმნის იდეა საჯაროდ გაახმოვანა პაულო ტრეზენტოსმა, 2009 წელს, „Caixa Mágica“-ს საზაფხულო ბანაკში.[2] იდეას დადებითად შეხვდნენ და ამის შედეგად შეიქმნა Aptoide.
2010 წლის ბოლოს, პროგრამა გაეშვა Bazaar Android-ზე. Bazaar Android საკუთარი მარკეტის შექმნის საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს. 2012 წლის აგვისტოში, Aptoide და Bazaar Android გაერთიანდნენ, რათა მათ შორის თანამშრომლობა გაუმჯობესებულიყო.[3]
2011 წლის ნოემბერში, Aptoide დაფუძნდა[4] ევროპაში.
2014 წელს, Aptoide-მა შეიტანა ევროკავშირის უნდობლობის სარჩელი Google-ის წინააღმდეგ, იმ მიზეზით, რომ Google მომხმარებლებს დაბრკოლებებს უქმნის მესამე მხარის მიერ შექმნილი Android მარკეტების დაყენებაში. კერძოდ, უკავშირებს ძირითად სერვისებს Google Play-ს და ბლოკავს Aptoide-ის ვებ.გვერდებს მის Chrome ბრაუზერში. [5]
2015 წელს, კომპანიამ 3,7 მილიონ ევროიანი (4 მილიონი დოლარი) დაფინანსება. ძირითადი დამფინანსებელი იყო გერმანული ვენჩერული ფირმა e.ventures. თანადამფინანსებლები იყვნენ Gobi Partners (ჩინეთი) და Golden Gate Ventures (სინგაპური). ინვესტიციამ შეანელა პერსონალის რაოდენობის ზრდა. ეს რიცხვი ახლა 60-ზე მეტია.[6]
2015 წლის მაისში, Aptoide-მა განაცხადა, რომ ის თავის საქმიანობას აზიაშიც დაიწყებდა [7] და გახსნიდა ოფისს სინგაპურში.
აღწერა
რედაქტირებაAptoide საშუალებას აძლევს ადამიანს მონახოს და დააყენოს მისთვის სასურველი აპლიკაცია მის Android ტელეფონში. ის ხელმისაწვდომია 23 ენაზე.[8] პროგრამა ავტომატურად ირჩევს იმ ენას, რომელიც თქვენი ტელეფონის სისტემურ ენად გაქვთ მითითებული და მისი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ სისტემური ენის შეცვლით.
Aptoide-ის დასაყენებლად საჭიროა სპეციალური APK(საინსტალაციო ფაილი) ფაილის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან. მეტი უსაფთხოებისთვის მიზანშეწონილია ამ ფაილის გადმოწერა მხოლოდ ოფიციალური ვებ-გვერდიდან. პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი Google Play Store-ზე, Google Play-ის „შემმუშავებელთა სადისტრიბუციო შეთანხმების“ პუნქტ 4.5-ის გამო.[9] პროგრამის დაყენებისთვის საჭიროა, რომ ნებადართული იყოს აპლიკაციების „უცნობი წყაროებიდან“ დაყენება, ტელეფონის პარამეტრებიდან.[10]
Aptoide-ის დაყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია დაამატოს მარკეტები. გარდა ძირითადი მარკეტისა (Apps), ხელმისაწვდომია 200'000-ზე მეტი სხვა მარკეტი. დამატების შემდეგ, უფრო მარტივად შეძლებთ ამ მარკეტში შესვლას, რადგან აღარ მოგიწევთ მისი ხელახალი ძებნა.
2011 წლის ივნისში, გაეშვა Aptoide Uploader, პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ტვირთავს მის ტელეფონში არსებულ აპლიკაციას, საკუთარ მარკეტზე.[11]
Aptoide uploader ასატვირთად იყენებს Aptoide Webservices-ს[12]. ატვირთული აპლიკაცია ინახება მომხმარებლის მარკეტში.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შექმნას პირადი მარკეტი, რომელზე წვდომაც ექნება მხოლოდ მას და მისთვის სასურველ პირებს. პირად მარკეტზე აპლიკაციის ასატვირთად უმჯობესია Aptoide Backup Apps-ის გამოყენება, რადგან ის გიჩვენებთ უკვე ატვირთულ აპლიკაციებს.
ასატვირთად Aptoide Backup Apps-იც იყენებს webservices-სს. იმის გასაგებად, ატვირთულია თუ არა ესა თუ ის აპლიკაცია, Aptoide Backup Apps იყენებს info.xml XML ფაილს.
ინტერფეისი
რედაქტირებაAndroid კლიენტსა და მარკეტს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება XML ფაილის მეშვეობით, რომელსაც info.xml ჰქვია. ეს ფაილი აჩვენებს მარკეტში არსებულ აპლიკაციებს და მცირე ინფორმაციას მათ შესახებ. Info.xml ხელმისაწვდომია ყველასთვის და მას ასევე თან ახლავს დეტალური აღწერა.[13]
info.xml[14] ფაილის მცირე ნაწყვეტი:
<apklst><version>5</version>
<repository>
<basepath>http://mirror.apk10.aptoide.com/apks/10/aptoide-f63c6f2461f65f32b6d144d6d2ff982e/aptoidedev/</basepath>
<appscount>1</appscount>
... </repository>
<package>
<name>Aptoide</name>
...
</package>
კიდევ 2 XML ფაილი არსებობს: extra.xml[15] და stats.xml.[16]
Extra.xml შეიცავს დამატებით ინფორმაციას აპლიკაციების შესახებ. მაგ: სრულ აღწერას. stats.xml შეიცავს ინფორმაციას გადმოწერების რაოდენობის და რეიტინგის შესახებ.
სტატისტიკა
რედაქტირებაცხრილში მოცემულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი:[17][18][19][20][21]
ვერსია | თარიღი | რეგისტრირებული მომხმარებლები | მარკეტების რაოდენობა | განსხვავებული აპლიკაციები | გადმოწერების საერთო რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
V8 | 6 ოქტომბერი 2016 | NA | 200,000 | 660,000 | 2.7 მლრდ. |
6.5.2 | ივლისი 2015 | 100,000,000 | 140,000 | 330,000 | 1.58 მლრდ. |
6.3.0 | აპრილი 2015 | 136,000 | 311,000 | 1.42 მლრდ. | |
6.2.3 | 126,000 | 275,000 | 1.28 მლრდ. | ||
5.0.0 | 20 მარტი 2014 | ||||
4.1.3 | 22 ივლისი 2013 | 1,300,000 | 350,000 | 120,000 | 380 მლნ. |
4.0.0 | 4 დეკემბერი 2012 | 500,000 | 170,000 | 50,000 | 150 მლნ. |
2.7.1 | 2 აგვისტო 2012 | 200,000 | 88,000 | 65,000 | 60 მლნ. |
2.7 | 19 ივნისი 2012 | 107,000 | 62,000 | 43,000 | 44 მლნ. |
2.6.2 | აპრილი 2012 | 82,000 | 51,000 | 34,000 | 32 მლნ. |
2.6.1 | 2 მარტი 2012 | 57,000 | 36,000 | 19,000 | 22.9 მლნ. |
2.6 | 20 იანვარი 2012 | 42,000 | 27,100 | 16,000 | 17.4 მლნ. |
2.5.4 | 22 დეკემბერი 2011 | 34,000 | 22,200 | 13,400 | 14 მლნ. |
2.5.3 | 2 ნოემბერი 2011 | 21,000 | 13,300 | 9,400 | 9.1 მლნ. |
2.5.2 | 22 სექტემბერი 2011 | 14,800 | 10,300 | 7,700 | 6.8 მლნ. |
2.5.1 | 22 ივნისი 2011 | 6,800 | 3,500 | 4,000 | 2.1 მლნ. |
2.5 | 3 ივნისი 2011 | 5,300 | 1,200 | 3,100 | 2 მლნ. |
2.4.1 | მაისი 2011 | 3,700 | 1,600 | 2,000 | 1.5 მლნ. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Install Aptoide დაარქივებული 2018-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Android markets საიტზე Curlie
- Aptoide
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Alternative to Google Play Store (2011-11-23). ციტირების თარიღი: 2012-11-23.
- ↑ 2009 Summer Internship - Aptoide Portuguese (2009-08-05). ციტირების თარიღი: 2012-10-30.[მკვდარი ბმული]
- ↑ BazaarAndroid is now Aptoide.com (2012-07-27). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Crunchbase company page: Aptoide (2012-11-23). ციტირების თარიღი: 2012-11-23.
- ↑ Butcher, Mike. Third Party Android App Store Files EU Antitrust Complaint. ციტირების თარიღი: 2016-10-20[მკვდარი ბმული]
- ↑ Russell, Jon. Aptoide Lands $4M To Grow Its Alternative Android App Store In Emerging Markets. ციტირების თარიღი: 2016-10-20[მკვდარი ბმული]
- ↑ Portuguese Google Play competitor Aptoide brings its branded app store concept to Southeast Asia (2015-05-25). ციტირების თარიღი: 2015-07-15.
- ↑ Aptoide Translators (2011-07-27). ციტირების თარიღი: 2012-10-31.[მკვდარი ბმული]
- ↑ Google Play Developer Distribution Agreement (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Android Open Distribution (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Aptoide Uploader is now available - Now you can upload your android applications to your own Bazaar repository. (2011-06-17). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Aptoide Webservices description (2012-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Aptoide Client / Server Interfaces" დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine. . 2012-10-31. Retrieved 2012-10-31.
- ↑ Aptoidedev store info.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Aptoidedev store extras.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.[მკვდარი ბმული]
- ↑ Aptoidedev store stats.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Home Aptoide. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
- ↑ Jacinto,Roberto. (2010-02-07) apt-get for Android - with GUI. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Codebits2011 - 2 perguntas a... Paulo Trezentos Portuguese (2010-09-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Spin off da Caixa Mágica testa implementação de Aptoide a partir de Silicon Valley Portuguese (2011-09-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
- ↑ Silicon Valley @ Codebits Portuguese (2011-11-11). ციტირების თარიღი: 2012-10-31.