Adobe After Effects
Adobe After Effects — Adobe Systems-ის მიერ გამოშვებული პროგრამა ვიდეოს რედაქტირებისთვის. პროგრამა შექმნილია სხვადასხვა ციფრული ეფექტების შექმნისთვის, კომპოზიციისთვის და ანიმაციისთვის. მას იყენებენ ფილმების, მუსიკალური კლიპების და სარეკლამო რგოლების დასამზადებლად.
Adobe Animate | |
---|---|
Adobe After Effects | |
ავტორი | Company of Science and Art |
მწარმოებელი |
|
გამოვიდა | იანვარი, 1993 |
ბოლო გამოშვება | 2023 (23.6)[1] / 20 ივნისი, 2023 |
პროგრამირების ენა | C/C++[2] |
ოს | *Windows 10 (მხოლოდ x64) V20H2 და შემდგომი
|
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ვიზუალური ეფექტები, მოძრავი გრაფიკა, კომპოზიტინგი, კომპიუტერული ანიმაცია |
ლიცენზია | საცდელი პროგრამული უზრუნველყოფა |
საიტი | adobe.com/products/aftereffects |
აღწერა
რედაქტირებაAfter Effects-ის მთავარი სამუშაო დაფა შედგება რამდენიმე პანელისგან. მათ შორის, სამი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პანელებია: პროექტის, კომპოზიციის და დროის პანელები. პროექტის პანელი მუშაობს, როგორც ყუთი, სადაც შესაძლებელია სამუშაო ფაილების ჩაყრა, მაგ.: ფოტო, ვიდეო ან აუდიო ფაილი და ა.შ. ფაილებზე ეფექტების დადება, დროის, ზომის და მდებარეობის შეცვლა ხდება როგორც დროის პანელიდან, ასევე, კომპოზიციის პანელიდან.
Adobe After Effects თავისუფლად ითავსებს Adobe-ს სხვა და სხვა პროგრამებს, მაგ.: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Premiere Pro, Adobe Encore და Adobe Flash. ასევე, პროგრამა მუშაობს 3დ პროგრამებთან, როგორიც არის Cinema 4D, LightWave 3D, და Autodesk 3D MAX.
After Effects თავდაპირველად გამოუშვა Company of Science and Art-მა Providence, Rhode Island-ზე სადაც გამოვიდა მისი პირველი ორი ვერსია: 1.0 (იანვარი, 1993[3]) და 1.1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Release Notes, After Effects en-US (August 9, 2023). ციტირების თარიღი: August 9, 2023
- ↑ (Oct 18, 2022) After Effects SDK Guide, Release 22.0.0. Adobe.
- ↑ Simons, David (Mar – Apr 2013). „Adobe After Effects Turns 20“. Computer Graphics World. 36 (3). ციტირების თარიღი: 12 January 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)