2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები

(გადამისამართდა გვერდიდან 9/11)

11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება