„70-იანი წლების შოუ“ (ინგლ. That '70s Show)— ამერიკული სატელევიზიო თინეიჯერული სიტკომი, რომელიც Fox-ზე გადიოდა1998 წლის 23 აგვისტოდან 2006 წლის 18 მაისამდე. სერიალი ასახავს ექვსი თინეიჯერის ცხოვრებას, ისინი ცხოვრობენ გამოგონილ ქალაქ პოინტ-პლეისში, ვისკონსინის შტატში, 1976–1979 წლებში.[1] მთავარ როლებს ასრულებენ: ტოფერ გრეისი, მილა კუნისი, ეშტონ კაჩერი, დენი მასტერსონი, ლორა პრეპონი, ვილმერ ვალდერამა, ლიზა რობინ კელი, დებრა ჯო რაპი, კურტვუდ სმიტი, დონ სტარკი, ტომი ჩონგი და ტანია რობერტსი.

70-ანების შოუს ლოგო

1999 წელს გადაცემა გადაკეთდა ITV-სათვის (გაერთიანებული სამეფო). ეწოდა Days Like This („ასეთი დღეები“), იყენებდნენ თითქმის მთლიანად ორიგინალ სცენარს, მხოლოდ მცირედი ცვლილებები შეეხო კულტურულ რეალიებს.[2] სერიალის გაგრძელება, „90-იანი წლების შოუ“, რომელიც ვითარდება 1995 წელს და ეხება „70-იანი წლების შოუს“ მთავარი გმირების შვილებს, Netflix-ზე გამოვიდა 2023 წლის 19 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „That '70s Finale“. That '70s Show. სეზონი 8. ეპიზოდი 22. May 18, 2006. 21:20 minutes in. FOX.
  2. „From Tube to Telly, the Exchange Is Pop Culture“. Los Angeles Times. April 5, 1999. ციტირების თარიღი: August 30, 2010.