ლორა პრეპონი

(გადამისამართდა გვერდიდან ლაურა პრეპონი)

ლორა პრეპონი (ინგლ. Laura Prepon; დ. 7 მარტი, 1980, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. მან სახელი გაითქვა ფილმში „კარლა“ შესრულებული კარლა ჰომოლკის, ასევე სერიალ „70-იანების შოუში“ შესრულებული დონა პინკიოტისა და სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურში“ შესრულებული ალექს ვოსის როლებით.

ლორა პრეპონი
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1980 (1980-03-07) (44 წლის)
ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ირლანდიელი, რუსი ებრაელი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1997-დღემდე
მეუღლე(ები) ბენ ფოსტერი
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: მაიკლ პრეპონი
დედა: მარჯერი კოლი

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

ლორა პრეპონი დაიბადა 1980 წლის 7 მარტს ნიუ ჯერსიში[1]. იგი არის ქირურგი ორთოპედის, მაიკლ პრეპონისა და მისი ცოლის, სკოლის მასწავლებელ მარჯერი კოლის შვილი[1]. მამის მხრიდან წარმოშობით რუსი ებრაელია, ხოლო დედის მხრიდან კათოლიკე ირლანდიელი[2]. 1993 წელს, როდესაც ლორა 13 წლის იყო, მამამისი გულის ოპერაციის დროს გარდაიცვალა 49 წლის ასაკში[3].

საშუალო განათლება ჰილის რეგიონალურ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში განაგრძო სამსახიობო მიმართულებით[1].

კარიერა რედაქტირება

 
ლორა პრეპონი 2014 წელს

ლორას პირველი სატელევიზიო დებიუტი 1998 წელს შედგა სერიალ „70-იანების შოუში“ შესრულებული დონა პინკიოტის როლით, რომელსაც იგი 2006 წლამდე თამაშობდა. ამ როლმა მას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, რის გამოც მალევე დაიწყეს მისი დამტკიცება სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში. იგი ასევე მუშაობდა ფოტო-მოდელადაც, რა დროსაც მას ფოტო-სესიები ჰქონდა მილანში, პარიზსა და ბრაზილიაში[1].

2001 წელს მან პირველად ითამაშა სრულმეტრაჟიან ფილმში „სამხრეთელი“. 2006 წელს გადაიღეს დოკუმენტურ ფილმში „კარლა“, სადაც მთავარი გმირის, კარლა ჰომოლკას როლი შეასრულა[4]. 2005 წელს ანიმაციურ ფილმში „ამერიკელი მამიკო!“ გაახმოვანა ჰაილი სმიტის პერსონაჟი. 2009-2010 წლებში მონაწილეობდა სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“, სადაც იგი სერიალის მთავარი გმირის, ტედ მოსბის კოლეჯის დროინდელ შეყვარებულ კარენს განასახიერებდა.

მისი მრავალი ფილმიდან განსაკუთრებულად ცნობილებია: რომანტიკული დრამა „მოდი დილით ადრე“ (2006), კომედია „დაწექი საყვარელო“ (2012), თრილერი „გოგონა მატარებელში“ (2016) და დრამა „გმირი“ (2017).

ლორა პრეპონისათვის განსაკუთრებული პოპულარობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ შესრულებული პატიმარ ალექს ვოსის როლი. სერიალის გადაღებები 2013-2019 წლებში მიმდინარეობდა და მოგვითხრობს ლიჩფილდის ქალთა ციხეში მიმდინარე მოვლენებსა და მისი პატიმრების ისტორიას. ლორას პერონაჟი ალექსი ნარკოდილერს განასახიერებს, რომელსაც რომანი აქვს სერიალის მთავარ გმირ პაიპერ ჩეპმენთან (მის როლს ტეილორ შილინგი ასრულებს)[5].

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლორა პრეპონი მრავალი წლის განმავლობაში ხვდებოდა მსახიობ სკოტ მაიკლ ფოსტერს, რომელსაც 2013 წელს დაშორდა[6]. ამის შემდეგ მან ურთიერთობა დაიწყო ასევე მსახიობ ბენ ფოსტერთან, რომლისგანაც დაფეხმძიმდა[7] და 2017 წლის აგვისტოში გოგონა გააჩინა, სახელად ელა. ამავე წლის სექტემბერში მან ინტერვიუ ჩაწერა, თუ როგორია იყო „მომუშავე დედა“. 2018 წლის ივნისში პრეპონი და ფოსტერი დაქორწინდნენ[8]. 2019 წლის 24 ოქტომბერს ლორამ ტელევიზიის საშუალებით გამოაცხადა, რომ წყვილი მეორე ბავშვს ელოდება[9].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Laura Prepon Biography: Theater Actress, Film Actress, Television Actress (1980–)". Biography.com (FYI / A&E Networks). Retrieved September 24, 2015.
  2. "Laura Prepon დაარქივებული 2015-11-20 საიტზე Wayback Machine. ". CBS Radio. March 8, 2011. Retrieved November 19, 2015.
  3. Lynch, Jason (September 27, 1999). "She's All That – That '70s Show, Laura Prepon დაარქივებული 2016-07-19 საიტზე Wayback Machine. ". People. Retrieved October 31, 2010.
  4. "Laura Prepon Biography". Yahoo!. Archived from the original on October 17, 2012. Retrieved October 31, 2010.
  5. Ausiello, Michael (September 17, 2012). "Exclusive: Laura Prepon Joins Weeds Creator's New Netflix Drama Series Orange is the New Black". TVLine. Retrieved September 17, 2012.
  6. Oltuski, Romy (September 1, 2014). "Scott Michael Foster Interview". Harper's Bazaar. Retrieved September 24, 2015.
  7. Desantis, Rachel (June 8, 2017). "Orange is the New Black' star Laura Prepon expecting a baby girl'". New York Daily News. Archived from the original on June 9, 2017. Retrieved June 8, 2017.
  8. "Laura Prepon and Ben Foster Are Married! 'Thank You for All the Love'". People. June 3, 2018. Retrieved June 4, 2018.
  9. "Laura Prepon Is Pregnant, Expecting Baby No. 2 With Husband Ben Foster". Entertainment Tonight.