61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი ქარხანა

61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი ქარხანაუკრაინული გემთმშენებელი ქარხანა, ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინაში. მდებარეობს ნიკოლაევში.

61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი სახელმწიფო ქარხანა

ქარხანა 1788 წელს დააარსა საადმირლომ. იგი მდებარეობს ნიკოლაევში, შავი ზღვიდან 55 მილის დაშორებით, მდინარე ინგულის ნაპირზე. მისი საერთო ფართობია 1414,5 ათასი მ², განაშენიანობის ფართობი — 476,5 ათასი მ². წარმოების სიმძლავრეები კონცეტრირებულია 286 შენობაში და 165 ნაგებობაში. ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად შეიძლება თანამედროვე, მაღალეფექტური და საიმედო ყველა ტიპის გემების (კორპუსის წონით 28000 ტონის) აგება.

კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 3 სტაპელზე, ამასთანავე ერთობლივად მონტაჟდება მექანიზმები და დანადგარები. ნავმისადგომების ხაზის საერთო სიგრძე დანადგარებითა და ინფრასტრუქტურით არის 1,248 მ, რაც იძლევა ერთდროულად 10 გემის დაშენებას.

მცურავი დოკი 7000 ტ. წყალწყვით, იძლევა შესაძლებლობას ჩატარდეს ყველანაირი სარემონტო სამუშაო 140 მ სიგრძისა და 20 მ სიგანის გემებისათვის. კონვერსიასთან დაკავშირებით გაჩნდა ზედმეტი საწარმოო ფართობები (20 ათასი მ²), დახურული ტერმინალები და სხვადასხვა ტვირთების შენახვა და გადამუშავება (30 ათასი მ²), საწვავ-საპოხი მასალების ტერმინალი მიღების, შენახვის და გაცემის შესაძლებლობით (10 ათასი მ²).

გემთმშენებლობის გარდა (რომელიც საერთო წარმოების 93,5% წარმოადგენს (1999 წელი)) ქარხანა არემონტებს გემებს, აწარმოებს გემებისა და საერთო სამრეწველო მანქანათმშენებლობის დეტალებსა და ნაწილებს.

  • 1789 — წელს წყალში ჩაუშვეს პირველი ხომალდი — 44-ზარბაზნიანი ფრეგატი „წმინდა ნიკოლოზი“. მას მოჰყვა მშენებლობა მთელი რიგი სამხედრო ხომალდებისა, რომელთა დანიშნულებაც რუსეთის იმპერიის სამხრეთ სანაპიროების დაცვა იყო.
  • 1851 — წელს ადმირალი ლაზარევის დაჟინებით მოხდა ვერფის პირველი არსებითი რეკონსტრუქცია.
  • 1856—1867 — წლებში დაიწყო ჯავშნოსნების მშენებლობის პერიოდი. ამ სერიის ხომალდებს შორის ისტორიული მისია შეასრულა ჯავსნოსანმა „თავადი პოტიომკინ ტავრიელი“. ჯავშნოსანთა მშენებლობა გრძელდებოდა 1910 წლამდე.
  • 1911—1914 — წელს მდინარე ინგულის მარცხენა ნაპირზე აიგო 2 სტეპელი, ასაწყობ-შედუღების საამქრო, რიგი კორპუსები და დაშენების სანაპირო. ქარხანამ მიიღო ახალი სახელწოდება — „Руссуд“. აქ აშენებული სახაზო ხომალდები, კრეისერები, სადესანტო გემები იყვნენ საუკეთესონი თავიანთ კლასებში იმ დროისათვის.
  • 1931 წლიდან, როდესაც მიიღო სახელწოდება — 61 კომუნარის, შენდებოდა ნაღმოსნები, წყალქვეშა ნავები, მცურავი საშუალებანი საზღვაო-სამხედრო ფლოტისათვის მათ შორის სხვადასხვა ტიპის სამაშველო ხომალდები. აქ აშენებული ხომალდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით, ხარისხით და საიმედოობით. საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების თითქმის მესამედი ამ ქარხანაში იყო აგებული.
  • 1938 — აშენდა სტეპელი №3, 1986 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ მისი გაბარიტებია 218x42 მ. და საშუალებას იძლევა წყალში ჩაიშვას გემები კორპუსის წონით 28 000 ტ. მდინარე ინგულის მარჯვენა ნაპირზე აიგო მექანიკო-ამწყობი და მონტაჟ-დამშენებლობის საამქრო (1970), დამშენებლობის სანაპირო (1986).
  • 1999 წლის ივლისში დასრულდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა სარაკეტო დამრტყმელი კრეისერი „Москва“. 1999 წლის აპრილიდან დაიწყო სამუშაოები უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანის — სარაკეტო დამრტყმელი კრეისერის „Украина“ დაშენება. ტრადიციული მრავალწლიანი გამოცდილების არსებობა და კვალიფიკაციური სპეციალისტებით ქარხანა მზადაა ახალი თაობის სამხედრო ხომალდების მშენებლობისათვის.
  • 60-იან წლებიდან ქარხანა აგებს რეფრეჟირატორ გემებს სავაჭრო ფლოტებისათვის. 90 გემი 260 დან 500 ათასი ფუტის ტევადობის იქნა აგებული, რომელთაგან 25 გემი ექსპორტირებულ იქნა. 1991 წლიდან თანამშრომლობს ბერძნულ კომპანიასთან „Laskaridis Shipping Company Ltd“, ხოლო 1997 წელს უკრაინულ-ბერძნულ საწარმოსთან „Yugreftransflot-Lavinia” თანამშრომლობის პერიოდში აიგო 16 რეფრეჟირატორი გემი.

ამჟამად ქარხანა რჩება მოქმედ საწარმოდ, რომელსაც აქვს რეალური შეკვეთები და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება