40 ქალწული და ამონა დიაკონი
წმინდა მოწამენი 40 ქალწულნი და ამონა დიაკონი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 სექტემბერი, ახალი სტილით - 14 სექტემბერი. წმინდანები იმპერატორ ლიცინიუსის (307-324) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში. მმართველმა ბაბდუსმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა ჰერაკლიაში. ქრისტეს ტარიგებმა აქაც ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით წმინდა ამონასა და მასთან ერთად რვა ქალწულს თავები მოჰკვეთეს, ათი დაწვეს, დანარჩენები კი მახვილებით განგმირეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი