ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 — სპორტული ფესტივალი, რომელიც 2025 წლის 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში - ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ხოლო აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ 2015 წელს უკვე უმასპინძლა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (European Youth Olympic Festival) ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ახალგაზრდებისთვის, რომელსაც 33 წლიანი ტრადიცია აქვს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბრიუსელში, ბელგიაში ჩატარდა. ორი წლის შემდეგ, ზაფხულის სპორტის სახეობებს დაემატა ზამთრის სპორტის სახეობები, ხოლო პირველი ზამთრის ჩემპიონატს იტალიის ქალაქმა აოსტამ უმასპინძლა.

EYOF ბაკურიანი 2025

რედაქტირება

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს (EYOF ბაკურიანი 2025). მასპინძლის სტატუსი საქართველომ ოფიციალურად 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალური ასამბლეის დროს მიიღო. ფესტივალი 2025 წლის 9-16 თებერვალს ჩატარდება, გოგონათა ჰოკეის შეჯიბრები კი 6 თებერვლიდან დაიწყება. ჩემპიონატები სამ ლოკაციაზე, ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.  

მასპინძელი ქალაქები

რედაქტირება

EYOF ბაკურიანი 2025-ს სამი ქალაქი უმასპინძლებს:

ბაკურიანი

რედაქტირება

ფესტივალის ძირითადი მასპინძელია ბაკურიანი, სადაც შეჯიბრებები 5 სპორტულ დისციპლინაში გაიმართება - სამთო თხილამურები, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი და სნოუბორდი.  

კურორტი ოდითგანვე იყო საკონკურსო ადგილი , რადგან მრავალი წლის განმავლობაში აქ, ოლიმპიური სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში ემზადებოდნენ.  

დღეს, ბაკურიანი მსოფლიო დონის მთის კურორტია, რომელიც სრულყოფილ გარემოს სთავაზობს როგორც ზამთრის ოლიმპიურ სპორტსმენებს, ისე დამწყებ მოსრიალეებს. ბაკურიანში უკვე არსებობს 23 სასრიალო ტრასა. გარდა ამისა, ბაკურიანში არის არაერთი ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სასრიალო გზა და კურორტი.

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი. მდიდარი ისტორიით და მრავალფეროვანი არქიტექტურით. აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი ტრადიციები და თანამედროვე დიზაინი. საქართველოს დედაქალაქი მდიდარია სპორტული ისტორიით, მიღწევებით მრავალი სახეობის სპორტში და სპორტსმენებით, რომლებმაც აღიარება მთელი მსოლფიოს მასშტაბით მოიპოვეს. EYOF ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში, თბილისში ჩატარდება ყინულის ჰოკეი, რომელიც მოიცავს როგორც გოგონათა, ასევე ბიჭუნათა ტურნირებს, ახალ ყინულის დარბაზში.  

ბათუმი საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია და წარმოადგენს გამორჩეულ ადგილს შავი ზღვის სანაპიროზე.ქალაქი ცნობილია უძველესი საერთაშორისო პორტით, უნიკალური არქიტექტურით და ევროპული მოედნებით. ბათუმი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა როგორც საქმიანი, ასევე დასასვენებელი ვიზიტორებისთვის და გთავაზობთ მრავალფეროვან გასართობ და სათავგადასავლო აქტივობებს. Ბათუმი ახალ ყინულის არენაზე ფიგურულ სრიალსა და ციგურებით რბოლას უმასპინძლებს.

Სპორტის დისციპლინები და მონაწილეები

რედაქტირება

ფესტივალის განმავლობაში, ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი ევროპის 46 ქვეყნიდან 900-ზე მეტ ათლეტს და 700 ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, ასპარეზობა სპორტის 8 დისციპლინაში გაიმართება:

ფესტივალის მიზნები

რედაქტირება
  • EYOF ხელს უწყობს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას;
  • ოლიმპიური პრინციპების შესაბამისად, ფესტივალი ავითარებს მეგობრობის, სამართლიანი თამაშის და ტოლერანტობის სულისკვეთებას;
  • ღონისძიება აერთიანებს 50 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს, ამით ხელს უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს;
  • EYOF წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას ასობით ახალგაზრდისთვის, რომ მიიღონ გამოცდილება მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში, გამოიმუშაონ სამუშაო უნარები და შეხვდნენ სხვა ახალგაზრდებს ევროპული ქვეყნებიდან.

EYOF Bakuriani 2025-ის ვიზუალური იდენტობა ძველი ქართული ასომთავრული ანბანითა და ტრადიციული ქართული ორნამენტების სილამაზითაა შთაგონებული. ეს უნიკალური შერწყმა განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს ოლიმპიადას. ჩვენი ორნამენტები,რომლებიც დინამიზმით არის შექმნილი, მოძრაობის არსს ასახავს და ოლიმპიურ სულს და ენერგიას გამოხატავს.

EYOF ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობაა, სადაც მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და პოტენციალი.

ბრენდის ფილოსოფია ემყარება თვითგამოხატვას, წინსვლას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რაც სპორტსმენების თავგადასავლებით სავსე გზას განასახიერებს. ტრადიციული ორნამენტების და ქართული ასო-ხაზების შერწყმით, ჩვენ ვწერთ ისტორიას, რომელიც თანამედროვეა და ამავდროულად მარადიული. ეს ვიზუალური კომუნიკაცია ჩვენს სულისკვეთებას ნათელს და მარტივად გასაგებს ხდის ყველასთვის—სპორტსმენებისთვის, გულშემატკივრისთვის და ფართო აუდიტორიისთვის.

გუნდა: ოფიციალური თილისმა

სახელი „გუნდა“ შესანიშნავად გადმოსცემს დათოვლილი კავკასიონის შინაარსს და სილამაზეს. გუნდა, დიადი კავკასიური ფოცხვერი, სწორედ ამ მთებში ცხოვრობს.  

მისი უნარი, მოხდენილად ისრიალოს თოვლში და გამჭოლი მზერა, იმ თვისებებს ასახავს, რომლებიც ახალგაზრდა ოლიმპიელებს ახასიათებთ – ძალა, მიზანდასახულობა და სიზუსტე. გუნდა აქ არის იმისთვის, რომ შთააგონოს და შეახსენოს მათ, რომ შეუძლიათ დაძლიონ გამოწვევები, თუმცა გუნდაში ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ეს. მისი სახელი ასოცირდება გუნდაობასთან – გუნდურ თამაშთან, რომელიც ხელს უწყობს ერთობასა და მეგობრობას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ახალგაზრდებს შორის.

გუნდა ახალგაზრდობის და ერთიანობის სულისკვეთებას აერთიანებს.  სპორტის სამყაროში საქმე მხოლოდ გამარჯვებასთან არ გვაქვს — მთავარია მოგზაურობა, თავგადასავლები და ძლიერი კავშირები. როგორც თოვლის ყველაზე წმინდა ნაწილაკებით შექმნილი გუნდა იზრდება და ერწყმის ერთმანეთს, ასე იზრდება მეგობრობა და საერთო მიზნები. სპორტის სამყაროში ყველაზე მთავარი ასპარეზობის სიამოვნება - თავგადასავალი, რომელიც თანატოლებთან ერთად უნდა განიცადო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება