2005 წლის ნალჩიკის დარბევა
2005 წლის ნალჩიკის დარბევა | |||
---|---|---|---|
თარიღი | 8:20, 13 ოქტომბერი, - 14:00, 14 ოქტომბერი, 2005 (27:40 საათი) | ||
მდებარეობა | ნალჩიკი, ყაბარდო-ბალყარეთი, რუსეთი | ||
შედეგი | რუსების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
2005 წლის ნალჩიკის დარბევა — ბოევიკების დიდი ჯგუფის შეჭრა ნალჩიკში (მოსახლეობა 250 000) , სამხრეთ რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, 2005 წლის 13 ოქტომბერს.
სამიზნე იყო რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული მრავალი შენობა. მინიმუმ 80 ადამიანი (ოფიციალური მონაცემებით 142), მათ შორის სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლეს სროლის შედეგად, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა. დაიჭრა მინიმუმ 240 ადამიანი. მოგვიანებით რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მებრძოლების ნაწილი მაინც იყო ჰეროინის გავლენის ქვეშ, ყუმბარის აფეთქებებზე დაგვიანებული რეაქციის გამო და სხვ.[1]
დარბევის შემდეგ, არსენ კანოკოვმა, ყაბარდო-ბალყარეთის ხლად დანიშნულმა პრეზიდენტმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს შეიძლება გამოწვეულიყო ნაწილობრივ მაინც ადგილობრივი პოლიციის სასტიკად მოპყრობის გამო.
შეტევა
რედაქტირებარუსული საინფორმაციო წყაროს აგენტურას თანახმად, ბრძოლა დაიწყო 13 ოქტომბრის დილის 9 საათზე. თავდაპირველი შეტევა ცხრა სამიზნეს მოიცავდა:
შსს – ს ანტიტერორისტული სამსახურის T ცენტრი
ფედერალნაია სლუჟბა ბეზოპასნოსტი (FSB) სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზაცია
სასაზღვრო დაცვა
შეიარაღებული ძალების OMON სპეცრაზმის განყოფილება
საგზაო საპატრულო პოლიციის პოლკი (PPSM)
ფედერალური საგადასახადო სამსახურის დირექტორატი
სამხედრო აღრიცხვისა და ჩარიცხვის ოფისი (ვოიენკომატ)
ნალჩიკის აეროპორტი
რუსეთის პენიტენციური სისტემის რეგიონალური შტაბი
მათ ასევე გაძარცვეს იარაღის მაღაზია სახელად არსენალი და თავს დაესხნენ პოლიციის სამ განყოფილებას.
ყაბარდო-ბალყარეთის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის განყოფილება კიდევ ერთ სამიზნე ობიექტს წარმოადგენდა. ნალჩიკის გადაღმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდა და ქალაქის მასშტაბით შუადღემდე მაინც დაიწყო ბრძოლა.[2]
შედეგები
რედაქტირებაამბოხებულთა ზუტი რიცხვი გაურკვეველია. რუსული წყაროების თანახმად, ეს მაჩვენებელი 80-დან 300-მდეა, ხოლო ბასაევი ირწმუნებოდა, რომ 217 მებრძოლი იყო ჩართული. თავდამსხმელები ათ მობილურ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და თითოეულ მათგანს სხვადასხვა სამიზნე ჰქონდა. [3]
თავდასხმას ილიას გორჩხანოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც შეტაკებებისას დაიღუპა. თავდამსხმელთა უმრავლესობა 20-დან 30 წლამდე იყო. შეტევა სუსტი ბიჭებისგან იყო დაკომპლექტებული, რის გამოც ის მალევე დასრულდა.
დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს; გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა წამებულია. ამოძიების შედეგად, დაკავებულთა ნაწილს ბრალი წაუყენეს ცხრა მუხლით, როგორიცაა ტერორიზმი, მკვლელობა, შეიარაღებული აჯანყება და პოლიციელთა სიცოცხლის ხელყოფა. დაფიქსირდა დაკავებულთა წამების არაერთი დოკუმენტირებული შემთხვევა და გამოძიება გააკრიტიკეს რუსეთის და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა. მასმედიამ დაკავებულთა წამების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. ქუჩაში დაღუპულთა რიცხვს, ციხეში დაღუპულებიც დაემატა.
თავდასხმაში მონაწილე ეჭვმიტანილი 59 ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნის წინასწარი მოსმენა დაიწყო 2007 წლის ოქტომბერში, მაგრამ სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტხანს გადაიდო, რადგან სასამართლოს ოფიციალური პირები ნაფიც მსაჯულთა გუნდს ეძებდნენ. 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე, სავარაუდოდ, 1200 მოქალაქე გამოიძახეს, როგორც ჟიურის პოტენციური წევრი. ამასთან, 500-ზე მეტი არასდროს გამოცხადებულა სასამართლოში, ხოლო დანარჩენი 13-ის გარდა, ყველა ითხოვდა დამნაშავეების განთავისუფლებას. 2009 წლის თებერვალში სასამართლომ საბოლოოდ მიატოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იდეა და გადაწყვიტა, რომ მის ნაცვლად სამ თავმჯდომარე მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება. [4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.youtube.com/watch?v=CBAi-z_umKg 10:00
- ↑ Нападение на Нальчик (in Russian). Agentura. 25 October 2005
- ↑ "Gunbattles kill dozens in Russia's Caucasus". NBC News. 13 October 2005.
- ↑ Дело о нападении на Нальчик рассмотрят по эпизодам (in Russian). Regnum. 23 April 2009.
- ↑ "Five Years On, Militants in Kabardino-Balkaria Take on New Role". RFE/RL. 13 October 2010.