1990-იანი წლების აჯანყება ბაჰრეინში
1990-იანი წლების აჯანყება ბაჰრეინში | |||
---|---|---|---|
ბაჰრეინის რუკა | |||
თარიღი | 17 დეკემბერი, 1994 წ. – 6 მარტი, 1999 წ. | ||
ადგილი | ბაჰრეინი | ||
გამომწვევი მიზეზი |
პარლამენტის დაშლა | ||
მიზნები | პარლამენტის ხელახლა გამოცხადება | ||
მეთოდები |
| ||
სტატუსი | აჯანყება დასრულდა | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
დანაკარგი | |||
| |||
შედეგი | დემოკრატიული რეფორმები, პარლამენტის ხელახლა გამოცხადება |
1990-იანი წლების აჯანყება ბაჰრეინში (არაბულად: الانتفاضة التسعينية في البحرين) — ცნობილი, როგორც ღირსების აჯანყება[1] (არაბულად: انتفاضة الكرامة), წარმოადგენდა ბაჰრეინის აჯანყებას 1994 და 1999 წლებს შორის, რომელშიც მემარცხენეები, ლიბერალები და ისლამისტები გაერთიანდნენ, რათა დემოკრატიული რეფორმები მოეთხოვათ. აჯანყებამ გამოიწვია დაახლოებით ორმოცი ადამიანის გარდაცვალება და დასრულდა მას შემდეგ, რაც 1999 წელს ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფა გახდა ბაჰრეინის ემირი.[2] 2001 წლის 14-15 თებერვალს გამართულ რეფერენდუმზე მასიურად დაუჭირეს მხარი „ეროვნული სამოქმედო ქარტიას“.[3] აჯანყებას შედეგად მოჰყვა დაახლოებით 40 სამოქალაქო და სულ მცირე ერთი ბაჰრეინელი ჯარისკაცის გარდაცვალება.[4][5]
წინაპირობები
რედაქტირება1971 წელს ბაჰრეინმა მიიღო დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან და 1973 წელს ქვეყანაში ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, ორი წლის მოგვიანებით კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა, ხოლო ემირმა ისა ბინ სალმან ალ-ხალიფამ ასამბლეა დაშალა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის მიღებაზე. აქტი, ასევე, ცნობილი, როგორც „გამაფრთხილებელი კანონი“, იან ჰენდერსონმა წარადგინა. კანონი პოლიციას აძლევდა დაპატიმრების ფართო უფლებამოსილებას და ინდივიდებს ციხეში გზავნიდა 3 წლამდე ვადით სასამართლოს ან ბრალდების გარეშე, იმ უბრალო ეჭვით, რომ „ეს, შესაძლოა, ყოფილიყო საფრთხე სახელმწიფოსთვის“. 1975 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ფართომასშტაბიანი დაპატიმრებები განხორციელდა დაშლილი პარლამენტის წევრების წინააღმდეგ. ჰენდერსონმა წამოიწყო „რეპრესიების დაუნდობელი სისტემა“, რომელიც მომდევნო 25 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ჰენდერსონი უარყოფდა სისტემატიური წამების განმეორებად ბრალდებას, ათასობით პირის საარბიტრაჟო დაპატიმრებებსა და ოპოზიციური აქტივისტების, ისევე როგორც უფლებადამცველთა მკვლელობებს და ამბობდა, რომ „არც წამების დამადასტურებელ შემთხვევებში გახვეულა და არც ოფიცრებისთვის უბრძანებია პატიმრების წამება“.[6]
1992 წელს, 280-მა საზოგადო ლიდერმა, მათ შორის, დაშლილი პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს პეტიციას. თავდაპირველად, მთავრობამ შექმნა 30 წევრიანი „შურას საბჭო“, რომელსაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონმდებლობაზე „კომენტარების“ დაწერა დაევალა. მომდევნო თვეში შეიქმნა კიდევ ერთი პეტიცია, რომლითაც ახლადშექმნილი საბჭო „არ ჩაანაცვლებდა ეროვნულ ასამბლეას, როგორც საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ხელისუფლებას“. ექვსი წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელთაგან ნახევარი იყო სუნიტი და ნახევარი შიიტი, ემირს შეხვდა. ემირმა განუცხადა, რომ საბჭო „იყო ყველაფერი, რისი მოლოდინიც, შესაძლოა, მათ ჰქონოდათ“.[7]
მიზნები
რედაქტირება1990-იანი წლების სხვა აჯანყებების მსგავსად, აჯანყება მიზნად ისახავდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მიჩნეული იყო, როგორც პირველი მოძრაობა არაბულ სამყაროში, სადაც მემარცხენეები, ლიბერალები და ისლამისტები გაერთიანდნენ საერთი საფუძველზე. მოძრაობა ითვალისწინებდა დაშლილი პარლამენტისა და შეჩერებული კონსტიტუციის აღდგენას.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისლამური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიის ტოტალიტარული ბუნება, მიმდინარე მოვლენებმა და მათი ლიდერების ზომიერმა დისკურსმა უფლებადამცველთა ორგანიზაციების (Amnesty International, Human Rights Watch, Article 19, UN Human Rights Sub-Commission, სხვ.), ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აშშ-ის და ევროკავშირის საპარლამენტო წევრების მხარდაჭერა მიიზიდა. აჯანყების საბოლოო მიზანი იყო 1973 წლის კონსტიტუციის აღდგენა და ადამიანთა უფლებების პატივისცემა ბაჰრეინში, საზოგადოებაში კი შეხედულებათა მრავალფეროვნების დაცვა.
მთავარი მოვლენები
რედაქტირებააჯანყება დაიწყო 1994 წლის ივნისში, როდესაც უმუშევარმა ხალხმა პიკეტირება მოაწყო შრომის სამინისტროსთან. 1500-მდე დემონსტრანტი ეცადა შრომის სამინისტროს წინ მოეწყო საპროტესტო აქცია უმუშევრობის მაღალი დონის შესახებ, რომელმაც 15 პროცენტს მიაღწია. პოლიციამ დაშალა ისინი ცრემლსადენი გაზით. მსგავსი ინციდენტები მოხდა აგვისტოსა და სექტემბერში. მიიღეს მომდევნო პეტიცია, ამ დროს ის ღია იყო ყველა მოქალაქისთვის. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მათ შეაგროვეს 20 000 ხელმოწერა, რომელთაგან უმეტესობა იყო „შია“.
ნოემბერში, რამდენიმე ასეულმა „შიამ“ გამართა პროტესტი საქველმოქმედო მარათონის წინააღმდეგ. მარათონის მარშრუტი გადიოდა „შიას“ ზოგიერთ სოფელზე, რომლებმაც ქალის ტანისამოსი დამამცირებლად მიიჩნია. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა პროტესტანტმა მარათონის მონაწილეებს ქვები ესროლა, რამაც უსაფრთხოების ძალებს დაკავებების სერიისკენ უბიძგა. მომდევნო თვეში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ალი სალმანი ინციდენტის ხელშეწყობისთვის დააკავეს. დაპატიმრებამ გამოიწვია შემდგომი პროტესტი და ძალადობა მანამაში, რიფასა და სიტრაში. ზოგიერთმა პროტესტანტმა გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი „პოლიციის შენობებზე, ბანკებსა და კომერციულ საკუთრებაზე“ თავდასასხმელად. მეორე მხრივ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომელსაც „ისროდა ქუჩაში და ვერტმფრენებიდან“. ასევე, დაიწერა, რომ პოლიციამ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენა ცოცხალი საბრძოლო მასალა.
აშშ-ის საელჩოს თანახმად, დეკემბრისთვის დაკავებულთა რაოდენობა უტოლდებოდა დაახლოებით 500-600 შორის. ოპოზიციის ლიდერების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის, ალი სალმანი, გააძევეს 1995 წლის იანვარში. საპროტესტო ტალღა და დაპატიმრებები გაგრძელდა მთავრობის მიერ პატიმრების გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე. თებერვლში მთავრობამ განაცხადა, რომ მხოლოდ 300 პატიმარი რჩებოდა ციხეში, მაშინ, როცა აქტივისტების თანახმად, მათი რიცხვი 2000 აღწევდა. ძალადობის და დაკავებების დონე კიდევ ერთხელ გაიზარდა მარტსა და აპრილში. აჯანყების ლიდერი აბდულ ამირ ალ-ჯამრი დააპატიმრეს 1 აპრილს, პროტესტის სხვა ლიდერებთან ერთად, როგორებიც არიან აბდულვაჰაბ ჰუსეინი და ჰასან მუშაიმა.
მათი დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ, მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერებთან. დაახლოებით 21 თუ 22 საათიანი შეხვედრა ჩატარდა ოთხი თვის განმავლობაში, ერთი მხრივ, აქტივისტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ჰენდერსონს, ჰენდერსონის მოადგილე ადელ ფლაიფელს და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. შეთანხმება, რომელსაც დაარქვეს „ინიციატივა“,[8] მიზნად სახავდა ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას. ფაქტობრივად, მთავრობა დათანხმდა იმაზე, რომ უსაფრთხოების დამყარების მოგვიანო ეტაპის შემდგომ, პოლიტიკურ დიალოგს დაიწყებდა ოპოზიციასთან. თავდაპირველად, საპროტესტო ტალღა დროებით შეჩერდა, თუმცა, მოგვიანებით აღდგა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარყო მსგავსი შეთანხმების არსებობა.
1995 წლის დეკემბერსა და 1996 წლის იანვარში, ორი ბომბი აფეთქდა სავაჭრო მაღაზიასა და სასტუმროში, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათთვის არავითარი ბრალი არ წაუყენებიათ (2007 წლის მაისის მდგომარეობით). აფეთქებები გაგრძელდა მომდევნო თვეებში, რამაც შეიწირა 8 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, 7 ადამიანი დაიღუპა სიტრაში მდებარე დამწვარ რესტორანში. ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, რომელთა შორის იყო 7 გარდაცვლილი, ისევე როგორც 3 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი. მაისში, ერთი საპროტესტო აქციის მონაწილე სიკვდილით დასაჯეს პოლიციელის სავარაუდო მკვლელობის გამო. ამ პერიოდის განმავლობაში, დაპატიმრებების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში.
ივნისში, მთავრობამ განაცხადა, რომ „ჰიზბ ალაჰბაჰრეინის სამხედრო ფრთის“ სახელწოდებით ცნობილი ქსელი გამოავლინა. მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქსელს მხარს უჭერდა ირანი, რამაც არეულობა გამოიწვია. იმის მტკიცება, რომ „ჰიზბ ალაჰი“ არსებობდა ბაჰრეინში, Human Rights Watch-ის თანახმად, რეალობას იყო მოკლებული, თუმცა, ანგარიში აღნიშნავდა ირანის გავლენას იმ პერიოდში.
ამბოხება ხასიათდებოდა ზეწოლის, ამბოხების, ქვებისა სროლის და დაბომბვის უკიდურესი ფორმებით. დაიღუპა დაახლოებით 40 ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა იყო უსაფღტოხების ძალების წარმომადგენელი. ამბოხება მიმდინარეობდა შიას სოფლებსა და ქალაქებში; განხორციელებულ ძალადობაში მძლავრი რელიგიური კომპონენტი ფიგურირებდა. პრო-სამთავრობო რიტორიკა შეეცადა ამბოხების იმიჯი შეელახა, მაგრამ დასასრულს, ბაჰრეინის ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელი ამბოხება დროთა განმავლობაში შეწყდა და სიტუაცია გაუმჯობესდა.
ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფა და „ეროვნული სამოქმედო ქარტია“
რედაქტირებაძალადობამ ზოგადად იკლო, როდესაც 1999 წელს ტახტის დაკავების შემდეგ, მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ დაიწყო პოლიტიკური რეფორმების გატარება. 2001 წლის 14 და 15 თებერვალს, „ეროვნულ სამოქმედო ქარტიას“ მრავალმა ბაჰრეინელმა დაუჭირა მხარი, კერძოდ, მოსახლეობის 98,4%-მა ქარტიის სასარგებლოდ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Phil Davison (20 December 2006). „Sheikh Abdul Amir al-Jamri“. The Guardian. ციტირების თარიღი: 5 June 2013.
- ↑ "Country Profiles Bahrain" დაარქივებული 2017-04-20 საიტზე Wayback Machine. The Arab Center for the Development of the Rule of Law and Integrity Retrieved 2010-12-01
- ↑ Country Theme: Elections: Bahrain. UNDP-Programme on Governance in the Arab Region (2011). ციტირების თარიღი: 2011-02-09
- ↑ "التحالف الوطني ضد الإرهاب يزور أسر شهداء الواجب".
- ↑ „Bahrain: A Human Rights Crisis“. Amnesty International. 25 Sep 1995.
- ↑ Adam Curtis (11 May 2012).
- ↑ "Routine Abuse, Routine Denial: Civil Rights and the Political Crisis in Bahrain".
- ↑ (in Arabic) "عبدالوهاب حسين".
ლიტერატურა
რედაქტირება- Khalaf, Abdulhadi (1998). Contentious politics in Bahrain: From ethnic to national and vice versa. University of Lund.
- Fakhro, Munira A. 1997. "The Uprising in Bahrain: An Assessment". In The Persian Gulf at the Millennium: Essays in Politics, Economy, Security, and Religion, eds. Gary G. Sick and Lawrence G. Potter: 167–188. New York: St. Martin’s Press. ISBN 0-312-17567-1
- Bahry, Louay. The Socioeconomic Foundations of the Shiite Opposition in Bahrain. Mediterranean Quarterly 11.3 (2000): 129–143.
- Al-Mdaires, Falah. Shi'ism and Political Protest in Bahrain. Domes. Milwaukee: Spring 2002. Vol. 11, Iss. 1; pg. 20
- Wiktorowicz, Quintan ed Islamic Activism, A Social Theory Approach Indiana University Press, 2004
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- Carlton TV დოკუმენტური ფილმი ბაჰრეინის აჯანყების შესახებ
- მე-4 არხის ვიდეო ბაჰრეინის აჯანყების შესახებ
- ვიდეო: ბაჰრეინი - კონსტიტუციური აჯანყების ამბავი
- აჯანყება ბაჰრეინში, საერთაშორისო ურთიერთობების ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა, 1999 წლის მარტი.
- ბაჰრეინის MIPT ტერორიზმის ცოდნის ბაზაში ტერორისტული ინციდენტების სია
- Amnesty International: ადამიანის უფლებათა კრიზისი (25 სექტემბერი, 1995 წ.)
- Human Rights Watch: რუტინული ბოროტად გამოყენება, რუტინული უარყოფა: სამოქალაქო უფლებები და პოლიტიკური კრიზისი ბაჰრეინში (1997 წლის ივნისი)
- ბაჰრეინის ხმა (ბაჰრეინის თავისუფლების მოძრაობის რუპორი)
- ' ალი რაბეა განიხილავს ოთხმოცდაათიანებს', გაზეთი Alwaqt: ნაწილები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, ბოლო
- ცვლილების ქარები ბაჰრეინში - 1990-იანი წლების აჯანყების ისტორია გასან ქასიმ ალ მულას მიერ.