ბაჰრეინის საპროტესტო აქციები (2011)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაჰრეინის საპროტესტო აქციები – ანტისამთავრობო გამოსვლა ბაჰრეინში, დაიწყო 2011 წლის 14 თებერვალს.

ბაჰრეინის საპროტესტო აქციები
ადგილმდებარეობა ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
თარიღი 14 თებერვალი, 2011მიმდინარე
მახასიათებლები დემონსტრაციები, ამბოხებები.
გარდაცვლილი/ები 10
დაჭრილი/ები 380

გამოსვლების მიზეზად, რომელიც ეგვიპტეში გამართული დემონსტრაციებით არის ინსპირირებული, სახელდება უმუშევრობა და რელიგიური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევა. სამეფოს შიიტური უმრავლესობა დიდი ხანია უჩივის დისკრიმინაციას სუნიტური მონარქიის მიერ.[1] დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამუშაო ადგილების შექმნა, სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტების დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოღება და ბაჰრეინის მთავრობის არჩევა ხალხის და არა მეფის მიერ.[2]

  • 14 თებერვალი – დაიღუპა დემონსტრანტი[1]
  • 15 თებერვალი – დაიღუპა კიდევ ეთი მოქალაქე[3]
  • 16 თებერვალი – დაკრძალეს დემონსტრაციის დროს დაღუპულები. მანამაში კარვების ქალაქი გაიმართა.
  • 17 თებერვალი – ხელისუფლებამ მთავარი მოედნის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ისმოდა აფეთქებების ხმას. დაიღუპა ორი მომიტინგე.[4] მანამის ცენტრალურ უბნებს ჯარი აკონტროლებს. აიკრძალა შეკრებები.[5]
  • 18 თებერვალი – ათასობით ადამიანი დაესწრო საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვას. გნარისხებულ დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები და ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ.[6]
  • 19 თებერვალი – ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ თავის უფროს ვაჟს, კრონპრინც სალმას სთხოვა ეროვნული დიალოგის წარმართვა „ყველა პარტიასთან“, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რაზედაც ოპოზიციამ უარი განაცხადა.[7]
  • 20 თებერვალი – ათასობით დემონსტრანტმა "მარგალიტის მოედანი" დაიკავა, რომელიც მანამის ცენტრში მდებარეობს. ბაჰრეინის პრინცმა ბრძანება გასცა მანამის ქუჩებიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ.[8]
  • 22 თებერვალი – შიიტური ოპოზიციის ათი ათასობით მომხრე დედაქალაქ მანამის ქუჩებშია მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა მიუხედავად მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას მიერ გაცემული ბრძანებისა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე.[9]
  • 28 თებერვალი – ბაჰრეინში დემონსტრანტებმა დაბლოკეს პარლამენტის ზედა პალატის შესასვლელი, რის შედეგადაც ის დროებით დაიხურა.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება