19367 პინკ ფლოიდი

მცირე ცთომილები

19367 პინკ ფლოიდიასტეროიდი, რომელსაც სახელი ეწოდა ინგლისური მუსიკალური ჯგუფის, პინკ ფლოიდის პატივსაცემად. ის აღმოაჩინეს 1997 წლის 3 დეკემბერს.[1] ასტეროიდი მოძრაობს ელიფსის ფორმის ორბიტაზე და მზის გარშემო ერთ ბრუნს აკეთებს 3,82 წელიწადში. მან პერიჰელიუმზე ბოლოს გაიარა 2004 წლის 23 დეკემბერს, 9:00 UTC-ზე.

19367 პინკ ფლოიდის შესახებ მცირე ინფორმაციაა ცნობილი. მისი დიამეტრი უცნობია. სავარაუდოდ ის 3-დან 6 კმ-მდეა.

ასტეროიდის სახელი იმითაა გამორჩეული, რომ ის ორი სიტყვისგან შედგება. პიროვნებებისა და ჯგუფების სახელობის ასტეროიდებს, უმეტეს შემთხვევაში, ერთსიტყვიან სახელს არქმევენ. (თუმცა 19383 როლინგ სტოუნზის სახელიც ორსიტყვიანია.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება