1905 წლის რევოლუციის ხსოვნა

1905 წლის რევოლუციის ხსოვნა (რუს. В память о революции 1905 года) — ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ქარხნის ქუჩისა და ოსიპენკოს ქუჩის გადაკვეთაზე[1]. როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების მიხედვით შეტანილია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

1905 წლის რევოლუციის ხსოვნა
რუს. В память о революции 1905 года

ძეგლის გახსნა, 1926 წ.
კოორდინატები 47°12′25″N 38°56′40″E / 47.2069° ჩ. გ. 38.9444° ა. გ. / 47.2069; 38.9444
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 1926
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101167000

მისამართი: ტაგანროგი, ოსიპენკოს ქუჩა.

ძეგლი წარმოადგენდა დაბალ კვარცხლბეკზე მდგარი ძველი მილსაგლინავი აგრეგატის გალს (კაბინას). აღნიშნულ გალზე დაკიდებული იყო მემორიალური დაფა წარწერით:

 
„აქ, 1905 წლის 17 დეკემბერს გაიმართა მეტალურგიული და საქვაბე საამქროს ქარხნების მუშათა შეიარაღებული შეტაკება პოლიციასთან[1][2].“

ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1926 წლის 30 დეკემბერს[1]. ძეგლის შესახებ მოგვითხრობდა მემორიალური დაფა, რომელზეც იყო წარწერა შემდეგი ტექსტით:

 
„მემორიალური დაფა ტაგანროგელი პროლეტარიატის მებრძოლი ფენის პატივსაცემად, რომლებიც ებრძოდნენ კონტრევოლუციონერებს 1918 წლის 30 (17) იანვარს[1].“

აღნიშნული მემორიალური დაფა ჩამოხსნეს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში (1941-1943 წწ.). ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ჩამოკიდეს ახალი მემორიალური დაფა, მაგრამ შეცვლილი ტექსტით ახალი ტექსტი უკვე მოგვითხრობდა 1905 წლის მოვლენების შესახებ[1].

როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით 1905 წლის რევოლუციის ხსოვნის ძეგლს მიენიჭა ისტორიის ძეგლის სტატუსი სახელწოდებით „მეტლურგიული და საქავაბე საამქროს მუშების პოლიციასთან შეტაკების ადგილი“. რუსეთის ფედერაციის კულტურული ობიექტების რეესტრში ძეგლი რეგისტრირებულია ნომრით 6101167000.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 61. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  2. И дольше века льётся сталь / Под ред. Н. И. Фартушного. — Ростов-на-Дону: Принт-Сервис, 2006. — С. 16.