თბილისის 150-ე საჯარო სკოლა

(გადამისამართდა გვერდიდან 150-ე საჯარო სკოლა)

თბილისის 150-ე საჯარო სკოლა (სრული სახელწოდება — სსიპ თბილისის 150 საჯარო სკოლა) — ქალაქ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა დაარსდა 1932 წელს. წლების წინ სკოლა „რკინიგზის №1“, „ცინცაძის“ სკოლის სახელით იყო ცნობილი. წლების განმავლობაში მას სათავეში ედგა ალექსანდრე ცინცაძე.[1]

150-ე საჯარო სკოლა
150-ე საჯარო სკოლის ლოგო
დევიზი: “სახელოვანი და გამოჩენილი ქართველები თბილისის ამ სკოლაში სწავლობენ“
დაარსდა: 1932
დირექტორი: ირაკლი მექვევრიშვილი
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 600
მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ორდე დგებუაძის ქუჩა №8.
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: info@150.ge

სკოლაში პედაგოგიური კოლექტივი, რომელსაც ხელმძღვანელობს სერგო დურგლიშვილი[1].

სკოლის უპირატესობები რედაქტირება

  • სწავლასა და ცოდნაზე ორინეტირებული უსაფრთხო გარემო
  • მოსწავლეებში ნიჭისა და შემოქმედებითობის ხელის შეწყობა და განვითარება
  • მოსწავლეების პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეებად სწავლა ჩამოყალიბება
  • გლობალიზაციის პროცესში ღირსეული და აქტიური ინტეგრირებისთვის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.[1]

სკოლის გარემო რედაქტირება

  • სკოლას ემსახურება დაცვისა და მანდატურთა სამსახური, ექიმის კაბინეტი.
  • შენობის ოთხ სართულზე განლაგებულია დიდი და ნათელი საკლასო ოთახები.
  • კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 20-25 მოსწავლითაა განსაზღვრული.
  • კლასები არ არის დაკომპლექტებული მოსწავლეთა სიძლიერის, შესაძლებლობების პრინციპით. სხვადასხვა ნიჭისა და ცოდნის ახალგაზრდები ერთმანეთს გაკვეთილზე ავსებენ, ეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში.
  • სკოლას აქვს საკუთარი სტადიონი ხელოვნური საფარით, სპორტული დარბაზი, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კლას-კაბინეტები.
  • სკოლაში მოქმედებს გახანგრძლივებული ჯგუფი, მუსიკალური სტუდია, ქართული ხალხური და გიტარის წრეები. ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, მე -7 კლასიდან - რუსული. არის გერმანული, რუსული და ჩინური ენის შემსწავლელი წრეები.
  • სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სახელმწიფო და საქალაქო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებში, სადაც მოსწავლეებს უამრავი წარმატება და ჯილდო აქვთ მოპოვებული.
  • სკოლა ცხოვრობს აქტიური შემოქმედებიტი პროცესით, რასაც ადასტურებს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ შექმნილი უამრავი პროექტი, ასევე მაღალ დონეზე მოწყობილი შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი კონფერენციები, ექსკურსიები.[1]

სკოლაში სწავლება ერთცვლიანია. სწავლებაში მოიაზრება არაერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლის და მსოწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 150-ე საჯარო სკოლის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-16. ციტირების თარიღი: 2012-03-11.