.бг (Punycode: .xn--90ae; България) — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ბულგარეთისთვის.

.бг
შემოღებულია 2016 წლის 12 ივლისი
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
სპონსორი CCTLD
დანიშნულება ბულგარეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი
საიტი [1]

2007 წლის 24 ოქტომბერს UniNet-ის ბულგარულმა ასოციაციამ განაცხადა, რომ ისინი განსახილველად წარადგენენ წინადადებას .бг-ის დომენის შექმნის თაობაზე.

2008 წლის 23 ივნისს ბულგარეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა დომენის დარეგისტრირების საკუთარი სურვილის შესახებ ბულგარეთის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის დარგში პლამენ ვაჩკოვის (ბულგარული)[1] ICANN-ის პრეზიდენტ პოლ ტუმისადმი გაგზავნილ წერილში[2]. ზედა დონის ინტერნაციონალიზებული დომენების (ინგლ. Internationalized Domain Names, IDN გამოყენებას 2009 წლის 30 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ICANN-მა.

2010 წლის მაისში ICANN-მა უარყო დომენი .бг ბრაზილიურ დომენ .br-სთან ვიზუალური მსგავსების გამო.

2014 წლის 7 ნოემბერს ICANN-მა თანხმობა განაცხადა დომენზე .бг, უახლოეს მომავალში ბულგარეთის მთავრობა დანიშნავს რეგისტრატორს, ხოლო დომენი მიიღებს საკუთარ რეესტრს.[3]

2016 წლის 5 მარტს ICANN-მა დაამატა დომენი „.бг (.xn--90ae)“ ზედა დონის დომენების სისტემას.[4]

2016 წლის 25 ივნისს ICANN-ის დირექტორთა საბჭომ მოახდინა დომენის დელეგირება .БГ АД-ის სახელზე[5]

2016 წლის 12 ივლისიდან პირველი სახელი მთლიანად რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია ინტერნეტში მისამართზე http://имена.бг.

სქოლიო რედაქტირება

  1. mediapool.bg: България поиска да регистрира интернет домейн на кирилица
  2. Болгария выступила за регистрацию кириллического домена БГ|Новости Software — 3DNews — Daily Digital Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-07. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
  3. Черешнев А. В.. (7.11.2014) Болгария официально получила одобрение домена .БГ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12.11.2014. ციტირების თარიღი: 22.11.2017.
  4. Delegation Record for .БГ
  5. ICANN – Board resolutions. icann.org. ციტირების თარიღი: 2016-07-12.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=.бг&oldid=4209269“-დან