Willow (სიმღერა)

(გადამისამართდა გვერდიდან “willow”(სიმღერა))

Willow (ქართ. ტირიფი) — ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ტეილორ სვიფტის სიმღერა. იგი გამოიცა 2020 წლის 11 დეკემბერს. „Willow“ შედის სვიფტის მეცხრე ალბომში Evermore.

„Willow“
სინგლიტეილორ სვიფტი
ალბომიდან Evermore
გამოსვლის თარიღი 11 დეკემბერი, 2020 (2020-12-11)
ჩაიწერა 2020 წლის ივლისი
ჟანრი ჩემბერ-ფოლკი
ხანგრძლივობა 3:34
ხმისჩამწერი ლეიბლი Republic
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი აარონ დესნერი
ტეილორ სვიფტი — სინგლების ქრონოლოგია
„Betty“
(2020)
Willow
(2020)
„No Body, No Crime“
(2021)

შექმნის ისტორია

რედაქტირება

ტეილორ სვიფტმა მერვე სტუდიური ალბომი, Folklore, 2020 წლის ივლისში გამოსცა. გამოცემის შემდეგ მალევე ალბომის თანაპროდიუსერმა, აარონ დესნერმა შექმნა სიმღერის ინსტრუმენტული ვარიანტი და სახელწოდებად სვიფტის როდ-აილენდზე მდებარე სახლის სახელი აირჩია. ერთი საათის შემდეგ ტეილორმა დაწერა ტექსტი „Willow“ და დესნერს სიმღერის დასასრულებლად გადაუგზავნა.[1] 11 დეკემბერს სიმღერა მოულოდნელად გამოქვეყნდა მუსიკალურ პლატფორმებზე, ასევე მოულოდნელ ალბომ Evermore-თან ერთად.[2]

მუსიკალური წარმატებები

რედაქტირება

სიმღერა დებიუტისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. შედეგად იგი ტეილორ სვიფტის მეჩვიდმეტე სიმღერა გახდა, რომელიც აშშ-ში ნომერ პირველ სინგლად იქცა. სვიფტი გახდა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი შემსრულებელი, რომელიც ორჯერ მოექცა ჩარტის სათავეში ერთდროულად ალბომით და სინგლით. მანამდე მან ეს მანამდე შეძლო ალბომ Folklore-ის და „Cardigan“-ის გამოცემისას. „Willow“ აგრეთვე იქცა ტეილორის მესამე ნომერ პირველ სინგლად და მომღერლის ცხელ ასეულში მოხვედრილ სიმღერებს შორის წარმატებით მესამედ (წინ უსწრებდნენ 2014 წლის „Shake It Off“ და 2020 წლის „Cardigan“). გამოსვლიდან პირველ კვირაში დაფიქსირდა მისი ნაკადოვან სერვისებზე 30 მილიონი მოსმენა, 12.3 რადიომოსმენა და 59000 გაყიდული ციფრული ასლი.[3] ცხელი ასეულის 2 იანვრის ჩარტში სიმღერა საშობაო პერიოდის გამო 38-ე ადგილზე მოხვდა, რაც მანამდე პირველ ადგილზე მოხვედრილი სიმღერისთვის ჩარტში ვარდნის ყველაზე დიდი რეკორდი იყო[4]. მესამე კვირას სიმღერამ 15 ადგილით წინ წაიწია და 23-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.[5]. სიმღერამ ჩარტებში 20 სრული კვირა გაატარა.[6]

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერასთან ერთად გამოვიდა მუსიკალური ვიდეოც, რომლის რეჟისორი თავად ტეილორ სვიფტია[7]. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც მან თავად იმუშავა მუსიკალურ ვიდეორგოლზე — „The Man“-ის და „Cardigan“-ის შემდეგ[8].

სიმღერების სია

რედაქტირება

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება
„Willow“-ს ჯილდოები და ნომინაციები
წელი ცერემონია ჯილდო შედეგი წყარო
2021 AICP-ის ჯილდო მუსიკალური ვიდეოები ნომინირებული
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება საუკეთესო პოპი ნომინირებული
საუკეთესო რეჟისურა ნომინირებული
საუკეთესო მხატვრული გაფორმება ნომინირებული
Meus Prêmios Nick წლის ვიდეო ნომინირებული
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება საუკეთესო ვიდეო ნომინირებული
ნეშვილის სიმღერების ავტორთა საერთაშორისო ასოციაცია ათი სიმღერა, რომელიც ვისურვებდი, დამეწერა მოგებული
2022
Gold Derby-ს მუსიკალური დაჯილდოება წლის სიმღერა მოგებული
წლის ჩანაწერი მოგებული
წლის მუსიკალური ვიდეო მოგებული
ASCAP-ის დაჯილდოება ASCAP-ის პოპ-ჯილდო მოგებული
BMI-ს დაჯილდოება სიმღერის წლის საუკეთესო შესრულება მოგებული

სერტიფიცირება

რედაქტირება
„Willow“-ს სერტიფიცირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[25] პლატინა 70 000^
კანადა (Music Canada)[26] პლატინა 10 000^
დანია (IFPI Denmark)[27] ოქრო 0^
იტალია (FIMI)[28] ოქრო 15 000*
ნორვეგია (IFPI Norway)[29] ოქრო 30 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[30] პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[31] პლატინა 1 000 000^

 გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
„Willow“-ს გამოცემის თარიღები და ფორმატები
რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ვერსია ლეიბლი წყარო
სხვადასხვა 11 დეკემბერი, 2020
  • ციფრული ჩამონატვირთი
  • ნაკადოვანი ვერსია
ორიგინალი Republic [9]
13 დეკემბერი, 2020 „Dancing Witch“ [10][11]
აშშ 14 დეკემბერი, 2020 უფროსებისთვის განკუთვნილი თანამედროვე მუსიკის რადიო ორიგინალი [32]
15 დეკემბერი, 2020 თანამედროვე ჰიტების რადიო [33]
სხვადასხვა
  • ციფრული ჩამონატვირთი
  • ნაკადოვანი
„Lonely Witch“ [12]
16 დეკემბერი, 2020 „Moonlit Witch“ [13]
იტალია 18 დეკემბერი, 2020 რადიოეთერი ორიგინალი Universal [34]
სხვადასხვა 14 ივნისი, 2021
  • ციფრული ჩამონატვირთი
  • ნაკადოვანი
90's trend remix Republic [18]
  1. Havens, Lyndsey (18 დეკემბერი, 2020). „Aaron Dessner on the 'Weird Avalanche' That Resulted in Taylor Swift's 'Evermore'. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. Evans, Greg (10 დეკემბერი, 2020). „Taylor Swift Announces Surprise Release Of New Album 'Evermore' With Music & Video Arriving Tonight“. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  3. Billboard Staff. (December 21, 2020) Taylor Swift's 'Willow' Debuts at No. 1 on Billboard Hot 100. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2020
  4. Trust, Gary (18 დეკემბერი, 2020). „Mariah Carey's 'Christmas' Back Atop Hot 100, As Dean Martin, Wham! & Chuck Berry Hit Top 10“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. Billboard Staff. (21 დეკემბერი, 2020) Taylor Swift's 'Willow' Debuts at No. 1 on Billboard Hot 100. ციტირების თარიღი: December 21, 2020
  6. Taylor Swift — Billboard Hot 100 History. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2021
  7. Aswad, Jem. (10 დეკემბერი, 2020) Taylor Swift to Release New Album, 'Evermore,' Tonight. Variety. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2020
  8. Beaumont-Thomas, Ben. (10 დეკემბერი, 2020) Taylor Swift announces second surprise album of 2020, Evermore. The Guardian. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2020
  9. 9.0 9.1 willow single digital download – Taylor Swift Official Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-11. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2020
  10. 10.0 10.1 willow – dancing witch version (Elvira remix) digital download – Taylor Swift Official Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-13. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2020
  11. 11.0 11.1 willow (dancing witch version (Elvira remix)) – Single by Taylor Swift on Apple Music. Apple Music (აშშ). ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2020
  12. 12.0 12.1 willow (lonely witch version) – Single by Taylor Swift. Apple Music (აშშ) (15 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020
  13. 13.0 13.1 willow (moonlit witch version) – Single by Taylor Swift. Apple Music (აშშ) (16 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2020
  14. willow (the witch collection) – EP by Taylor Swift on Apple Music (17 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2020
  15. willow – dancing witch version (Elvira remix) digital download + willow ინსტრუმენტული ვერსია (NEW!). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-17. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2020
  16. willow – lonely witch version digital download + willow original songwriting demo (NEW!). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-16. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2021
  17. willow – moonlit witch version digital download + christmas tree farm – recorded live at the 2019 iheartradio jingle ball (NEW!). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-17. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2020
  18. 18.0 18.1 Swift, Taylor. (14 ივნისი, 2021) willow (90's trend remix) - Single. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2021
  19. 2021 AICP Post Shortlist:Music Video. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-27. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2021
  20. McClellan, Jennifer. (September 12, 2021) The complete VMAs winners' list including Justin Bieber, Lil Nas X, BTS and Olivia Rodrigo. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2021
  21. Cesar, Karen. Meus Prêmios Nick 2021: Confira se seu artista favorito está entre os finalistas da premiação e vote pt-br. Febre Teen (August 19, 2021). ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2021
  22. Grein, Paul (20 ოქტომბერი, 2021). „Justin Bieber Leads 2021 MTV EMA Nominations“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  23. May Madness: 10 Songs They Wish They'd Written 2021 Ballot. ნეშვილის სიმღერების ავტორთა საერთაშორისო ასოციაცია (May 17, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2021. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2021
  24. Rosen, Christopher; Montgomery, Daniel; Beachum, Chris; Dixon, Marcus James; Eng, Joyce; Sheehan, Paul. 2022 Gold Derby Music Awards nominations list: Lil Nas X leads with 11 en-US (2021-12-09). ციტირების თარიღი: 2022-01-31
  25. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  26. Canadian single certifications – Taylor Swift – willow. Music Canada.
  27. Danish single certifications – Taylor Swift – Willow. IFPI დანია.
  28. Italian single certifications – Taylor Swft – Willow იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  29. Norwegian single certifications – Taylor Swift – Willow ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
  30. British single certifications – Taylor Swift – Willow. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Willow ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  31. American single certifications. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Single, და ბოლოს - SEARCH
  32. Hot/Modern/AC Future Releases. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020
  33. Top 40/M Future Releases. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020
  34. TAYLOR SWIFT "Willow" | (Radio Date: 18 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020