Hoegaarden
Hoegaarden (ჰუხაარდენი; ნიდერლ. [ɦuˈʝardə(n)]) — ტრადიციული ბელგიური „თეთრი ლუდის“[1] მარკა. მომხმარებლის ბაზარზე ლუდი გამოტანილ იქნა ბელგიის ფლანდრიის სოფელ ჰუხაარდენში (Hoegaarden) დამკვიდრებული ლუდსახარში საწარმო „დე კლაუს“ (De Kluis) მიერ.
ტიპი | ლუდსახარში |
---|---|
დარგი | ლუდი |
დაფუძნდა | 1445 წელს |
სათავო ოფისი | ჰუხაარდენი, ბელგია |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ჰუხაარდენი ითვლება თანამედროვე ბელგიური თეთრი ლუდის აკვნად. ამ სახის ლუდის წარმოება საარქივო მასალების მიხედვით აქ დაიწყეს 1445 წლიდან. ამ დროს ადგილობრივი მონასტრის ბერები ხშირად ე.წ. „მონასტრის ლუდის“ [2] ლუდის ხარშვით იყვნენ დაკავებულები. ეს ტრადიცია გაგრძელდა 1950 წლამდე.
ადრე და ახლა
რედაქტირებასოფელი უკვე შუა საუკუნეებიდან თავისი „თეთრი ლუდით“ იყო განთქმული. XIX საუკუნეში სოფელი ითვლიდა ცამეტ ლუდსახარშ და ცხრა სხვა ალკოჰოლური სასმელის სახდელ საწარმოს, 1957 წელს დაიხურა უკანასკნელი ადგილობრივი თეთრი ლუდის სახარში „ტომსინი“ (Tomsin). დაახლოებით ათი წლის შემდეგ რძის მწარმოებელმა ფერმერმა პიერ სელისმა (Pierre Celis)[3], რომელიც ბავშვობიდან ლუდსახარში საწარმოს ახლოს ცხოვრობდა და ახალგაზრდობაშიც იქ მუშაობდა, გადაწყვიტა აღედგინა სოფლის ტრადიცია. მან დააარსა ლუდსახარში „დე სლაუსი“ საკუთარი ფერმის თივის შესანახ საბძელში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.mkurnali.ge/mamakaci/rchevebi/131-2008-10-31-10-05-03.html
- ↑ https://www.facebook.com/LudisSamyaro7c/posts/256110457864331
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-28. ციტირების თარიღი: 2015-03-07.