ჰუმორული რეგულაცია

ჰუმორული რეგულაცია (ლათ. Humor — სითხე) — ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესთა ურთიერთშეხამებული მოქმედება, კოორდინაცია, რომელიც ხორციელდება ორგანიზმის თხევად გარემოში (სისხლი, ლიმფა, ქსოვლური სითხე) უჯრედებიდან და ქსოვილებიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (მეტაბოლიტების, ჰორმონების, ჰორმონოიდების, იონების) მეშვეობით. მაღალგანვითარებული ორგანიზმებისა და ადამიანის ჰუმორული რეგულაცია ექვემდებარება ნერვულ რეგულაციას და მასთან ერთად შეადგენს ნეირო-ჰუმორული რეგულაციის სისტემას. ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები მოქმედებენ არა მარტო ამა თუ იმ ორგანოზე, არამედ მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებზე, ნერვულ ცენტრებზე, სადაც ჰუმორულად ან რეფლექსურად იწვევენ გარკვეულ ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ რეაქციებს. ნერვული იმპულსების ჰუმორული გადაცემა ხდება მედიატორებით. ჰუმორული რეგულაციის დარღვევა იწვევს სხვადასხვა დაავადებას.

ლიტერატურა

რედაქტირება