ჰიუმაშაჰ სულთანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰუმაშაჰ სულთანი)

ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Hümaşah Hanım Sultan; დ. 1540, მანისა, ოსმალეთის იმპერია — გ. 1592, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — შეჰზადე მეჰმედის და ესმეჰან ბაჰარნაზ სულთნის[1] ერთადერთი შვილი. სულეიმან I-ის და ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.

ჰიუმაშაჰ სულთანი
მშობლიური სახელი Hümaşah Hanım Sultan
დაბადების სახელი ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი
დაბადების თარიღი 1540
მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1592
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მეჰმედ ფერჰათ-ფაშა
გაზი მეჰმედ-ფაშა
ლალა მუსტაფა-ფაშა
შვილ(ებ)ი მუსა
გაზი
მეჰმედი
ოსმანი
ფერჰათი
აბდულბაკი
გევერჰანი
ჰიურემი
აიშე
ნაზლიჰანი
მშობლები მამა: შეჰზადე მეჰმედი
დედა: ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰიუმაშაჰ სულთანი დაიბადა 1540 წელს მანისაში. 1543 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჰუმაშაჰი სტამბოლში ბებიასთან, ჰიურემ სულთანთან გაგზავნეს.

პირველად ჰიუმაშაჰ სულთანი 1556 წელს დაქორწინდა მეჰმედ ფერჰათ-ფაშაზე. მისგან ეყოლა ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. 1575 წელს მეჰმედ ფერჰათ-ფაშა გარდაიცვალა.

1581 წელს ჰუმაშაჰი მეორედ დაქორწინდა გაზი მეჰმედ-ფაშაზე. ჰუმაშაჰს მისგან ერთი ვაჟი ეყოლა.

მესამეჯერ ჰუმაშაჰი ლალა მუსტაფა-ფაშაზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ვაჟი - სულთანზადე აბდულბაკი-ბეი.[2].

ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა 1592 წელს სტამბოლში. დაკრძალულია შეჰზადეს მეჩეთში შეჰზადე მეჰმედის გვერდით.[3].

  1. Halil Bey sadrazam olsaydı karısını dövdü diye bir araba sopa yemişti.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2014-06-26.
  2. Türkiye Gazetesi. 
  3. კ. ფილიპოვიჩი Мавзолей Шехзаде в Стамбуле hierapolis-info.ru