ჰუასტეკები (ესპ. Huastecos, Huaxtecos) — ინდიელი ხალხი ჩრდილო აღმოსავლეთ მექსიკაში, რაოდენობა დაახლოებით 140 ათასი კაცი (1978). ჰუასტეკების ისტორია ესპანეთის დაპყრობამდე ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა ენით მაია-კიჩეს ჯგუფს განეკუთვნებიან, ჰუასკეტებისთვის უცნობი იყო მაიას იეროგლიფური დამწერლობა. ჰუასტეკების კულტურა განვითარდა ცენტრალურ მექსიკაში ტოლტეკების კულტურის გავლენით. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰუასტეკები მაიას ტომს გამოეყვნენ უძველეს პერიოდში. ესპანეთის დაპყრობების დროს ჰუასტეკებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობლებს. თანამედროვე ჰუასტეკების ძირითადი საქმიანობა — ნავთობსარეწებში, მაღაროებში, ფორთოხლისა და თამბაქოს პლანტაციებში მუშაობაა.

ჰუასტეკური ქანდაკება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება