ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰრანტ შაჰინიანი (სომხ. Հրանտ Շահինյան; დ. 30 ივლისი, 1923, გიულაგარაკი, სომხეთი, ამიერკავკასიის სფსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 29 მაისი, 1996, ერევანი, სომხეთი)[1] აგრეთვე ცნობილი როგორც გრანტ შაჰინიანი — საბჭოელი სომეხი ტანმოვარჯიშე. სპეციალობით რგოლისა და პოლემის ცხენის კატეგორიაში მოასპარეზე; არის ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო და შვიდგზის სსრკ-ის ჩემპიონი.[2]

ჰრანტ შაჰინიანი

1952 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული, 1961 წელს სომხეთის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული ხოლო 1966 წელს — სომხეთის სსრ-ს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის ტიტული.

1967-1969 წლებში იგი ხელმძღვანელობდა სომხეთის სსრ-ის სპორტის კომიტეტს, ხოლო 1969 წლიდან 1975 წლებში იყო სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჰრანტ შაჰინიანი დაიბადა 1923 წლის 30 ივლისს გიულაგარაკში. მისი ოჯახი 1930 წელს საცხოვრებლად ერევანში გადავიდა. 1943 წელს, 20 წლის ასაკში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც ფეხზე ჭრილობა მიიღო. მას სიარული ყავარჯნების საშუალებით უხდებოდა, თუმცა 1946 წელს, მკურნალობისა და რთული ვარჯიშების დამსახურებით მან შეძლო გამხდარიყო მხატვრული ტანვარჯიშის სსრკ-ის ეროვნული ნაკრების წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰრანტ შაჰინიანმა ტანვარჯიშში ვარჯიში ერევანში გადასვლის შემდეგ ჰარუთიან გარდალოიანის ხელმძღვანელობის ქვეშ დაიწყო. 1939 წელს იგი გახდა სსრკ-ის უდავო ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის.

საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრის სტატუსით შაჰინიანმა იასპარეზა ჰელსინკიში გამართულ 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში.

მან ტანვარჯიშის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საბჭოთა ნაკრებმა მოიგო გუნდირი შეჯიბრების ოქროს მედალი. ამის შემდეგ შაჰინიანი ასპარეზობდა ინდივიდუალურ საერთო ღონისძიებაში, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა; იგი მხოლოდ ვიქტორ ჩუკარიანს ჩამორჩა. შაჰინიანმა ვერ შეძლო ჩუკარინისთვის პოლემის ცხენით ტანვარჯიშში გადასწრება; მან ამ კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. „პარალელურ ბარებში“ იგი მეოთხე ადგილზე გავიდა. როდესაც რგოლით ტანვარჯიშის დრო მოვიდა, შაჰინიანმა ყველა სხვა მონაწილეზე (მათ შორის ჩუკარიანზე) მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა და ამ კატეგორიაში ოქროს მედალოსანი, ანუ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.[3][4]

ორი წლის შემდეგ, 1954 წლის მხატვრული ტავარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატში შაჰინიანმა მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა პემელის ცხენის კატეგორიაში; აგრეთვე, საბჭოთა ნაკრები გახდა საერთო შეჯიბრების ოქროს მედალოსანი (რა თქმა უნდა შაჰინიანთან ერთად). შაჰინიანმა ასევე მოიგო ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ საერთო ტურნირში.

1958 წელს შაჰინიანმა დააარსა ახალგაზრდული ტანვარჯიშის ოლიმპიური სპორტული სკოლა სომხეთის დედაქალაქ ერევანში და გახდა სპორტული სკოლის დირექტორი. 1975 წელს შაჰინიანი ჩავიდა დამასკოში სირიის ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების გასაწვრთნელად, სადაც თითქმის 5 წლის განმავლობაში, 1980 წლამდე, რჩებოდა. მოგვიანებით იგი დაბრუნდა სომხეთში და აქვე ცხოვრობდა გარდაცვალებამდე (1996 წლამდე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Шабалин, Денис (2012).Шагинян Грант Амазаспович (1923-1996) (in Russian). Спортивный некрополь. Archived from the original on 2013-03-20. Retrieved 2012-07-01.
  2. Armenian Olympians: Ancient Olympiads to London 2012. www.armenianweekly.com. ციტირების თარიღი: 14 December 2012.
  3. Gymnastics at the 1952 Helsinki Summer Games. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2012. ციტირების თარიღი: 14 December 2012.
  4. "1952 Summer Olympics – Helsinki, Finland – Gymnastics" დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. databaseOlympics.com (Retrieved on April 4, 2008)