ჰოსპიტალიერების სამედიცინო ბატალიონი

უკრაინის სამედიცინო მოხალისე ბატალიონი

ჰოსპიტალიერები ( უკრაინ. Медичний батальйон «Госпітальєри») — უკრაინელი მოხალისეების სამედიცინო ბატალიონი, რომელიც მონაწილეობდა  დონბასის შეიარაღებულ კონფლიქტში და რუსეთ-უკრაინის ომში. [1]

ჰოსპიტალიერების სამედიცინო ბატალიონი
ოპერაციის ჩატარების თარიღები 2014-2022
ლიდერი იანა ზინკევიჩი
მოქმედების რეგიონ(ებ)ი უკრაინის დროშა უკრაინა
სტატუსი სამედიცინო ბატალიონი

შეიქმნა 2014 წლის 6 ივლისს. მათ საქმიანობას შეადგენს პირველადი დახმარების გაწევა და საბრძოლო ზონიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუირება. ბატალიონის დევიზია "ყოველი სიცოცხლისთვის!". ფორმირება უკრაინის მოხალისეთა არმიის ნაწილია.

2018 წლის ინფორმაციით, ჰოსპიტალიერებმა 2750-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადაარჩინეს.[2] [3]

ისტორია რედაქტირება

ჰოსპიტალიერების სამედიცინო ბატალიონი 2014 წლის 6 ივლისს დააარსა მოხალისე ექიმმა იანა ზინკევიჩმა, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო. მოგვიანებით ინტერვიუში იანამ განაცხადა, თუ როგორ აიძულა სასტიკმა ბრძოლამ უკრაინული სოფლების კარლოვკასა და პესკისთვის დაფიქრებულიყო მოხალისე სამედიცინო ბატალიონის შექმნის აუცილებლობაზე. ქვედანაყოფს შუა საუკუნეების რაინდების ქრისტიანული  სამხედრო ორდენის,  ჰოსპიტალიერების სახელი ჰქვია. 2016 წლის დასაწყისში იგი შეუერთდა მოხალისეთა უკრაინის კორპუსს.

იანა ზინკევიჩი ჰოსპიტალერთა სამედიცინო ბატალიონის უცვლელი მეთაურია.[4] 2017 წლის მარტის მდგომარეობით, ფორმირებაში შედის 60 თანამშრომელი (კიდევ 100 რეზერვშია). 2019 წელს სამედიცინო ბატალიონის ბაზაზე შეიქმნა  კომუნალური კომპანია „დნეპრის ჰოსპიტალიერები“ და მიიღო დაფინანსება დნეპრის ქალაქის ბიუჯეტიდან.[5][6]

საქმიანობა რედაქტირება

ბატალიონი დახმარებას უწევს ყველა მოხალისეს, სამხედროს, ასევე საბრძოლო ზონაში მყოფ სამოქალაქო მოსახლეობას, რომელთაც ესაჭიროებათ პირველადი დახმარება, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან თერაპიული მკურნალობა. სამედიცინო ბრიგადები ახორციელებენ დაჭრილების ევაკუაციას, მათი მდგომარეობის სტაბილიზირებას და ტრანსპორტირებას ომის ზონიდან შტაბ-ბინაში ან სამხედრო ჰოსპიტლებში. სამედიცინო ბატალიონის მოხალისეები მუდმივ დახმარებას უწევენ დაჭრილებს ქალაქ დნეპრში, მეჩნიკოვის საავადმყოფოში, სადაც მძიმედ დაჭრილები მოჰყავთ.[7]

ასევე, ჰოსპიტალერების მედიკოსები მუშაობენ უშუალოდ ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი დახმარებას უწევენ უკრაინელ სამხედროებს, როგორც მოხალისეებს, ასევე უკრაინის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს. ეს ზრდის ჯარისკაცების გადარჩენის შანსებს, ამიტომ შესაძლებელი ხდება დაჭრილების დაუყონებლივი სტაბილიზაცია და მათი ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას. ბატალიონის ზოგიერთ წევრს აქვს მუდმივი პოზიციები წინა ხაზზე, მაგალითად, ავდეევკაში, სადაც ჰოსპიტალიერები დახმარებას უწევენ 66-ე ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებს.[8]

ჰოსპიტალიერების სამედიცინო ბატალიონი  2022 წლისთვის აგრძელებს საქმიანობას, ეხმარება დაჭრილებს კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად.[9][10]

ჯილდოები რედაქტირება

ბატალიონმა დაიმსახურა ჯარისკაცების პატივისცემა და უკრაინელი ხალხის მორალური მხარდაჭერა. მისი წევრების საქმიანობა თანამედროვე მხატვრების, პოეტების, მწერლების, მომღერლების და რეჟისორების ყურადღება მიიქცია.

ჰოსპიტალიერთა უცვლელი მეთაური იანა ზინკევიჩი დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენებით:  „III ხარისხის ორდენით სამშობლოს წინაშე გაწეული დამსახურებისთვის“,  „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ და  „ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის“.  არასახელმწიფო ორდენებით: „უკრაინის სახალხო გმირი“, უკრაინის 30 ვარსკვლავი.[11]

სქოლიო რედაქტირება

  1. "We Stand with Ukraine". ICDS. 1 March 2022. Retrieved 2 March 2022.
  2. Лютий, Артем; Гриньов, Віталій (26 August 2015). "Медичний батальйон «Госпітальєри» заради кожного життя" (უკრ.) radiosvoboda.org. Retrieved 2 March 2022.
  3. Dubchak, Andriy; Maksymenko, Olena (23 November 2021). ""Accident Operations Forces" – How Ukrainian "Hospitallers" Are Hardening Military Paramedics". Donbas Frontliner. Retrieved 2 March 2022.
  4. "Yana Zinkevych". www.museumsun.org. Retrieved 2 March 2022.
  5. Скрипченко, Олександр (20 May 2021). "Добровольчий мед-батальйон Госпіталь'єри продовжує рятувати життя на війні, – начальниця штабу Ганна Федянович"[მკვდარი ბმული] (უკრ.) Retrieved 2 March 2022.
  6. "Батальйон «Госпітальєри» отримав бюджетне фінансування й став комунальним підприємством у Дніпрі"[მკვდარი ბმული]. Радіо Свобода ( უკრ.) 8 February 2019. Retrieved 2 March 2022.
  7. Sengupta, Kim (9 March 2022). "Sister act: The twins who have volunteered to work in a Kyiv medical battalion". The Independent. Retrieved 9 March 2022.
  8. Петренко, Аліна (25 March 2017). МЕДБАТАЛЬЙОН «ГОСПІТАЛЬЄРИ» НАБИРАЄ ДОБРОВОЛЬЦІВ НА ВИШКОЛИ. ЯК ДОЛУЧИТИСЯ. ВІДЕО[მკვდარი ბმული] tvoemisto.tv. Retrieved 2 March 2022.
  9. Rahman, Khaleda (24 February 2022). "How to help the people of Ukraine".[მკვდარი ბმული] Newsweek. Retrieved 2 March 2022.
  10. Радио Свобода: Бои на подступах к Киеву: «Идет война на уничтожение украинцев».[მკვდარი ბმული]
  11. "U.S.-Ukraine Foundation honors 30 Stars of Ukraine who promoted country's international image". Euromaidan Press. 30 December 2021.