ჰორტუს დელიციარუმი

ჰორტუს დელიციარუმი (ლათ. Hortus Deliciarum) — ენციკლოპედიის მსგავსი საზოგადო ცნობარი ჰერად ფონ ლანდსბერგისა (Herrad von Landsberg), იმავე ჰერად ფონ ჰოენბურგისა (Herrad von Hohenburg). ეს პიროვნება ცნობილია აგრეთვე სხვა სახელებითაც; ჰერადის ლანდსბერგენსისი (Herradis Landsbergensis), აბატი ქალი ფონ ჰოენბურგი (Äbtissin von Hohenburg), ჰერად ლანდსპერგი (Herrad von Landsperg).

ჰერად ფონ ლანდსბერგისეული „სიამენი ბაღისანი “-დან სეპტემ-არტეს-ლიბერალესი (Septem-artes-liberales) (დაახლ. 1180 წელი)

ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელით მოხსენიებული ამ პიროვნების მხოლოდ გარდაცვალების თარიღია ცნობილი – 1195 წელი.

პირველი ენციკლოპედია შედგენილია ქალის მიერ, რომელიც 1167-1195 წლებში ჰოენბურგის მონასტრის აბატი უნდა ყოფილიყო ოდილიენბურგზე (ელზასი).

ჰერად ფონ ლანდსბერგს ეს ენციკლოპედია შეუდგენია 1175-1195 წლებში. ჰორტუს დელიციარუმი (Hortus Deliciarum) ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ბაღი სინატიფეთანი“, ან „სიამენი ბაღისანი“. ენციკლოპედიის ლათინური სახელწოდების გარდა, არსებობს მისი გერმანული თარგმანი, რომელიც ასე ჟღერს: „Garten der Köstlichkeiten“. სიტყვა Köstlichkeiten (მრ.რ.) კი ქართულში აღნიშნავს: სინატიფენი, სიამენი.

ლათინურ ენაზე შექმნილი ეს ენციკლოპედია, რომელიც 350 მინიატურას მოიცავს, ასახავს წიგნის შექმნის დროისათვის არსებულ თეოლოგიურ და პროფანურ ცოდნას საეკლესიო წესით მცხოვრებ ქალთათვის.

წიგნის ორიგინალი 1870 წელს გერმანია-საფრანგეთის ომის დროს განადგურდა, სადაც 1723 წლიდან სტრასბურგში ინახებოდა; დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ გვიან გადაწერილი ასლები, მათ შორის ლამის ორიგინალივით ღირებული 1818 წელს შესრულებული ფაქსიმილე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (გერმანული) Otto Gillen: Ikonographische Studien zum Hortus deliciarum der Herrad von Landsberg. (= Kunstwissenschaftliche Studien; Bd. 9). Dt. Kunstverlag, Berlin 1931 (zugl. Dissertation, Universität Kiel)
  • (გერმანული) Heinrich Reumont: Die deutschen Glossen im Hortus Deliciarum der Herrad von Landsberg. Reumont, Metz 1900 (zugl. Dissertation, Universität Straßburg 1899)
  • (გერმანული) Hans-Georg Rott, Georg Wild (Hrsg.): Hortus deliciarum. Der „Wonnen-Garten“ der Herrad von Landsberg. Eine elsässische Bilderhandschrift aus dem 12. Jahrhundert. Braun, Mühlhausen/Elsass 1944
  • (გერმანული) Maria Heinsius: Der Paradiesgarten der Herrad von Landsberg : ein Zeugnis mittelalterlicher Kultur- und Geistesgeschichte im Elsass. Paris ; Freiburg im Breisgau: Alsatia Verl., 1968.
  • (გერმანული) Heike Willeke: Ordo und Ethos im Hortus Deliciarum. Das Bild-Text-Programm des Hohenburger Codex zwischen kontemplativ-spekulativer Weltschau und konkret-pragmatischer Handlungsorientierung. Dissertation, Universität Hamburg 2004 (Volltext)
  • (ინგლისური) Green, R., (ED.) The Hortus Deliciarum of Herrad of Hohenbourg (Landsberg, 1176-96). (Studies of the Warburg Institute, volume 36 ) A Reconstruction by Rosalie Green, Michael Evans, Christine Bischoff, and Michael Curschmann. With contributions by T. Julian Brown and Kenneth Levy. Under the direction of Rosalie Green. 2 folio-sized vols. Warburg Institute /E.J. Brill, 1979, Volume 1 360 illustrations on plates; Volume 2 : texts and many more illustrations of which several full-page plates in fine colours, in addition to 168 facsimile plates of the original manuscript.
  • (ფრანგული) Simone Schultz (et al.), Hortus Deliciarum : le plus beau trésor d'Alsace, Coprur, Strasbourg, 2004, 108 p. ISBN 2-84208-134-X