ჰონ დე იონი (მეტსახელი —„ტოკპო“, ფსევდონიმი — „ტამჰონი“; დ. 1731, სეული — გ. 1783, მოქჩონი, ჩხუნჩხონის პროვინცია) — კორეელი სწავლული, სირჰაკფხის მიმდინარეობის წარმომადგენელი. მიიღო კონფუციური აღზრდა. თავის თხზულებებში აშუქებდა უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. მისი ფილოსოფიური შეხედულებები მატერიალისტურს უახლოვდებოდა. აკრიტიკებდა არსებულ წყობილებას, მხარს უჭერდა მიწის თანაბარ გადანაწილებას, მძიმე გადასახადებისაგან ხალხის გათავისუფლებას, წოდებრივი განსხვავების ლიკვიდაციასა და ყველასათვის აუცილებელი შრომისა და განათლების შემოღებას.

ლიტერატურა

რედაქტირება