ჰონ გიონ ნე
ჰონ გიონ ნე (დ. 1780, იონგამის მაზრა — გ. 29 მაისი, 1812) — კორეელი მეამბოხე, რომელიც 1811–1812 წლებში ხელმძღვანელობდა გლეხთა აჯანყებას ლის დინასტიის წინააღმდეგ. ფეოდალური ექსპლუატაციის გამო გლეხთა და მემაღაროელთა უკმაყოფილების ზრდის პირობებში 1811 წელს ფხიონანის პროვინციაში ჩამოაყალიბა აჯანყებულთა არმია. აჯანყებულებმა დაამარცხეს მთავრობის ჯარები, დაიკავეს მთელი რიგი ქალაქები. დაიღუპა ჩონჯუს სიმაგრისათვის ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 685.