ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰოკუსაი მანგა (იაპ: 伝神開手[1], „ჰოკუსაის ჩანახატთა წიგნები“) - ჩანახატთა სერია შექმნილი იაპონელი, უკიო-ე მხატვრისა და გრავიორის კაცუსიკა ჰოკუსაის (葛飾北斎) (1760 – 1849) მიერ.

ჰოკუსაი მანგა
伝神開手
ავტორი კაცუსიკა ჰოკუსაი
წელი 1814-1878
ტიპი ჩანახატთა სერია

სერია თხუთმეტი ტომისაგან შედგება. პირველი ტომი 1814 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მეათე, რომელიც ბოლო უნდა ყოფილიყო 1819 წელს. სერიამ იმდენად ფართოდ გაითქვა სახელი, რომ გამომცემლებმა სერიას მომდევნო 64 წლის განმავლობაში 14 დამატებითი ტომი შემატეს. მაგრამ სერიის ბოლო სამი ტომი 1849 წელს ჰოკუსაის გარდაცვალების შემდეგ შეიქნა. ორი გამომცემლის მიერ შეგროვებული გამოუქვეყნებელი ნახატებისგან შედგებოდა, ხოლო ბოლო, მე-15 ტომი, რომელიც  1878 წელს გამოქვეყნდა, მოიცავდა ჰოკუსიას ადრე გამოქვეყნებულ ნახატებს და სხვა მხატვრების ნამუშევრებს. 1849 წელს ჰოკუსაის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ. ბევრი ხელოვნებათმცოდნე უკანასკნელი ტომის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან თვლიან, რომ ეს ჰოკუსაის ნამუშევრების პოპულარობის გახანგრძლივების ყალბი მცდელობა იყო. [2]

სერიის აღწერა

რედაქტირება

წიგნის „ფუძიამას ასი ხედი“ პირველ ტომში ჰოკუსაი თავის ამბიციურ ოცნებას აღწერს:

„ექვსი წლის ასაკიდან მივილტვოდი საგანთა ფორმების გადახატვისკენ, ორმოცდაათი წლის ასაკიდან ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ რაც სამოცდაათი წლის ასაკამდე დამიხატავს, ერთიც კი არ ყოფილა ყურადღების ღირსი. სამოცდაცამეტი წლის ასაკში შემეძლო გამეაზრებინა მცენარეების და ხეების ზრდის პროცესი, ფრინველების, ცხოველების, მწერების და თევზების სტრუქტურა. როცა ოთხმოც წელს მივაღწევ, იმედი მაქვს, რომ პროგრესს განვიცდი და ოთხმოცდაათი წლის ასაკში კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდები საგნების ძირითად პრინციპებს, ასი წლის ასაკში ხელოვნებაში ღვთაებრივ მდგომარეობას მივაღწევ, ას ათი წლის ასაკის ყოველი წერტილი და ყოველი დარტყმა ცოცხალი იქნება. ვინც საკმარისად დიდხანს ცხოვრობთ, დამეთანხმებით, რომ ჩემი ეს სიტყვები მცდარი არ არის.“ [3]

ამ ციტატიდან ვიგებთ, რომ კაცუსიკა დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა ბუნების ბინადართა აგებულებას, რაც თავად ჰოკუსაი მანგაშიც გამოიხატება, რადგან აქ ხშირად ვხვდებით ცხოველების, ფრინველების, მწერების ჩანახატებს, ფოთლების და ყვავილების დეტალურ ესკიზებს.

სერიაში შეგვიძლია ვიხილოთ ადამიანის მრავალფეროვანი საქმნიანობების ამსახველი ნახატებიც, ასევე ღვთაებები, მოჩვენებები, არქიტექტურა და ყოველღიური საგნები.

კაცუსიკას ეკუთვნის ცნობილი გრავიურათა სერია „მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი“, რომელშიც ის გადმოგვცემს, როგორ გამოიყურება ფუძიამა სხვადასხვა სეზონზე, ამინდში თუ დღის მონაკვეთში. ეს უკანასკნელი კაცუსიკამ უფრო გვიან შექმნა ვიდრე ჰოკუსაი მანგა, თუმცა ის ფაქტი, რომ კაცუსიკა ატარებდა ექსპერიმენტებს, როგორ გამოიყურებოდა მთა ფუძიამა სხვადასხვა მდგომარეობაში, ამავე სერიაში იკვეთება. რადგან აქაც ვხედავთ მთა ფუძიამას პეიზაჟებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ჰოკუსაი მანგა გამოიყენებოდა, როგორც სახელმძღვანელო მხატვრობაში. მეოთხე ტომის წინასიტყვაობაში, რომელიც დაწერილია ძველი მეთევზის, ჰოზან გიო შიკის მიერ, აღნიშნულია, რომ ჰოკუსაის მოსწავლეები გამუდმებით ითხოვდნენ ჩანახატთა კოლექციებს. ასეთი ფერწერის სახელმძღვანელოები იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ჰოკუსაიმ 1-2 წლით ადრე გამოაქვეყნა სახელმძღვანელო, სათაურით „სწრაფი გაკვეთილები გამარტივებული ნახატებისთვის“, რომელზეც კაცუსიკა იმედოვნებდა, რომ მოიზიდავდა ახალ მოსწავლეებს, მაგრამ როგორც ჩანს ამ მხრივ ჰოკუსაი მანგამ უფრო გამოიღო შედეგი, იმის მიუხედად, რომ ეს წინასწარ განსაზღრული არ იყო.

აღსანიშნავია ის, რომ ჰოკუსაი მანგამ და ზოგადად კაცუსიკა ჰოკუსაიას შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა როგორც იაპონურ ხელოვნებაზე, ასევე დასავლურზე. შემორჩენილი მანეს და ბრაკმონდის ესკიზები, რომლებიც მანგას ჩანახატების ახლო ასლია.

სერიის პირველი ტომი

რედაქტირება

1812 წელს, ჰანშუ სანჯინი პირველი ტომის წინასიტყვაობაში გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა ჰოკუსაი მანგას პირველი ტომი. ჰოკუსაი ეწვია გეკოტეი ბოკუსენს დასავლეთის პროვინციებში, ამ დროს კი მას სურდა 300 სპონტანური ნახატის შექმნა, რომელიც ასახავდა მის პერსონალურ ხელოვნების თეორიას. სავარაუდოა, რომ სწორედ გეკოტეიმ მიაწოდა იდეა, ლეგენდარულ გამომცემელ ეირაკუია ტოშიროს, რომ ესკიზები წიგნად გადაექცია და უშუამდგომლა ტოშიროს და ჰოკუსაის. [4]

თავად ჰოკუსაი დიდად არ აფასებდა მანგას პირველ ტომს. მისი გამოცემის მთავარი მიზეზი, კაცუსიკას ფინანსური მდგომარეობა იყო. 1812 წლამდე ის დამხარებას იღებდა, თავისი უფროსი შვილისგან, რომელიც სარკეების შემქნელმა მდიდარმა ოჯახმა იშვილა. თუმცა მისი ვაჟი გარდაიცვალა და კაცუსიკა დამხარების გარეშე დარჩა. შემდეგ კი ეირაკუიამ საბოლოოდ დაარწმუნა ის, რომ ჩანახატთა წიგნს შეეძლო მისთვის შემოსავალი მოეტანა. როგორც ჩანს, ჰოკუსაი იმედგაცრუებული არ დარჩენილა, რამეთუ მან სერიისთვის ნახატების შექმნა გარდაცვალებამდე განაგრძო. [5]

  1. Hokusai Manga (北斎漫画), Vol. 10. Digital Commons
  2. Random Sketches by Hokusai, Volumes 1 to 11. The Met
  3. Hokusai's Mount Fuji. RIST MUSEUM
  4. HOKUSAI MANGA. MUSEUM OF NEW ZEALAND
  5. HOKUSAI'S MANGA. Princeton University LIBRARY. დაარქივებული 2021-11-18 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰოკუსაი_მანგა“-დან