უკიო-ე
უკიო-ე (იაპონ. 浮世絵) „მცურავი სამყაროს ნახატები“ — იაპონური გრავიურის ბეჭდვის ჟანრი. ისინი წარმოებდნენ XVII საუკუნიდან XX საუკუნემდე, რომლებიც გამოსახავდნენ ლანდშაფტებს, ამბებეს ისტორიიდან, თეატრს და ბორდელებს. ეს არის იაპონიის გრავიურის ბეჭვდის მთავარი ჟანრი.
უკიო-ე იყო იაფი, რადგან ისინი ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. ისინი ძირითადად ეკუთვნოდათ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებიც საკმარისად მდიდრები არ იყვნენ, რომ შეეძინათ ორიგინალი ნახატი. თავდაპირველი საგანი უკიო-ესთვის იყო ქალაქის ცხოვრება, წვრილნამი აქტივობები და სცენები გასართობი რაიონებიდან. ლამაზი კურტიზანები, სუმოს დიდი მოჭიდავეები და პოპულარული მსახიობები გამოისახებოდნენ, როდესაც საინტერესოდ იქცეოდნენ. მოგვიანებით პეიზაჟიც ძალიან პოპულარული გახდა. დღესდღეობითად უკიო-ე მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
იმ პერიოდის მწერალი ასაი რიოი, თავის უკიო მონოგატარში (浮世物語, „მცურავი სამყაროს ზღაპრები“ 1661 წელს), აყალიბებს მცურავი სამყაროს იდეას:
„ცოცხლობდე მხოლოდ ამ წუთით, აქცევდე ყურადღებას მხოლოდ მთვარის სიხარულს, თოვლს, ალუბლის ყვავილობას და ნეკერჩხლის ფოთლებს; მღეროდე სიმღერებს, სვავდე ღვინოს, ერთობოდე მხოლოდ ცურვით, ცურვით...უარს ამბობდე იმედგაცრუებაზე, ისევე როგორც, მცურავი, რომელიც ცურავს დინების მიმართულებით: ეს არის ის, რასაც ჩვენ მცურავ სამყაროს ვუწოდებთ.[1]“
|
გალერეა
რედაქტირება-
ადრეული უკიო-ეს ნამუშევარი, ასაკაიამა ე-ჰონ სუკენობუს ნაბეჭდი გვერდი, 1739
-
ადრეული ფერადი უკიო-ეს ნამუშევარი, წყვილი თოვლიან ჰარუნობუში, 1768
-
უკიო-ეს შემოქმედებითი მწვერვალის ნამუშევარი, იჩიკავა ებიძო, როგორც ტაკემურა სადანოშინ შარაკუ, 1794
-
ძველი პერიოდის უკიო-ეს ნამუშევარი, ფუტამი-გა-ურას ქვედა ხედი, კუნისადა, 1832
-
უკიო-ეს გავლენა დასავლურ ხელოვნებაზე
-
უკიო-ეს შთამომავლები, თმის შეჭრა, გოიო ჰაშიგუჩი, 1920
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A Guide to the Ukiyo-e Sites of the Internet დაარქივებული 2007-09-14 საიტზე Wayback Machine.
- Kuniyoshi Project
- Gallery with a lot of info
- Overviews of the Printmaking Process detailed description of the stages of printmaking with many illustrations
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lane, Richard 1978. Images from the Floating World. Old Saybrook, CT: Konecky & Konecky, p11.