ჰოვარდ გარდნერი
ჰოვარდ ერლ გარდნერი (დ. 11 ივლისი, 1943 ) — ამერიკელი განვითარების ფსიქოლოგი, განათლებისა და კოგნიციის პროფესორი ჰარვარდის განათლების სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი. ის ამჟამად არის ჰარვარდის პროექტ ზეროს უფროსი დირექტორი და 1995 წლიდან არის The Good Project–ის თანადირექტორი.[4]
ჰოვარდ გარდნერი | |
---|---|
ინგლ. Howard Gardner | |
დაბ. თარიღი | 11 ივლისი, 1943[1] [2] [3] (81 წლის) |
დაბ. ადგილი | Scranton |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და ბოსტონის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰარვარდის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და Wyoming Seminary |
მეუღლე | Ellen Winner |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია, მაკართურის სტიპენდია, Princess of Asturias Award for Social Sciences და გრავემაიერის პრემია |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | howardgardner.com |
გარდნერმა დაწერა ასობით კვლევითი სტატია [5] და ოცდაათი წიგნი, რომლებიც ითარგმნა ოცდაათზე მეტ ენაზე. იგი ცნობილია მრავალმხრივი ინტელექტის თეორიით, რომელიც აღწერილია 1983 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გონების ჩარჩოები: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“ .[4]
გარდნერმა პედაგოგიური საქმიანობა დატოვა 2019 წელს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰოვარდ ერლ გარდნერი დაიბადა 1943 წლის 11 ივლისს , სკრენტონში, პენსილვანია, რალფ გარდნერისა და ჰილდეს გარდნერის, გერმანელ-ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც გაიქცნენ გერმანიიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე .[6]
გარდნერმა თავისი თავი აღწერა, როგორც „ბეჯითი ბავშვი, რომელიც ფორტეპიანოს დაკვრისგან დიდ სიამოვნებას იღებდა“.[7] მიუხედავად იმისა, რომ გარდნერი არასოდეს გამხდარა პროფესიონალი პიანისტი, ის სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას 1958 წლიდან 1969 წლამდე.[5]
განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გარდნერის ოჯახში. გარდნერმა განათლება მიიღო მისი მშობლიური ქალაქის სკოლაში, პენსილვანიაში, ვაიომინგის სემინარიაში. გარდნერს ჰქონდა სწავლის სურვილი და სკოლაშიც გამორჩეული იყო.[8]
კარიერა
რედაქტირებაგარდნერმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი 1965 წელს, ბაკალავრიატი სოციალურ ურთიერთობებში და სწავლობდა ცნობილი ერიკ ერიქსონის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შემდეგ, რაც მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, იგი გაემგზავრა ჰარვარდში განვითარების ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად, სადაც მუშაობდა ფსიქოლოგებთან როჯერ ბრაუნთან და ჯერომ ბრუნერთან და ფილოსოფოს ნელსონ გუდმანთან ერთად .[6]
სადოქტორო სტიპენდიის შემდგომ გარდნერი მუშაობდა ნორმან გეშვინდთან ერთად ბოსტონის ვეტერანთა ადმინისტრაციის საავადმყოფოში და იქ მოღვაწეობა განაგრძო კიდევ 20 წლის განმავლობაში.[5] გარდნერმა ჰარვარდის სამაგისტრო განათლების სკოლაში სწავლება დაიწყო 1986 წელს.
2000 წელს გარდნერმა, კურტ ფიშერმა და მისმა კოლეგებმა ჰარვარდის სამაგისტრო განათლების სკოლაში ჩამოაყალიბეს სამაგისტრო პროგრამა გონება, ტვინი და განათლება. ითვლება, რომ ეს პროგრამა ამ სფეროში არის პირველი მთელ მსოფლიოში. ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ ბევრმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა მსგავსი პროგრამები. ოთხი წლის შემდეგ, 2004 წელს, გარდნერმა გააგრძელა წერა გონებისა და ტვინის შესახებ და გამოაქვეყნა ნაშრომი: გონების შეცვლა: ჩვენი საკუთარი და სხვა ადამიანების გონების შეცვლის ხელოვნება და მეცნიერება, წიგნი გონების შეცვლის შვიდი ფორმის შესახებ მოგვითხრობს.[6]
თეორია და კრიტიკა
რედაქტირებაგარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის თანახმად, ადამიანს აქვს ინფორმაციის დამუშავების რამდენიმე სხვადასხვა გზა და ეს გზები ერთმანეთისაგან შედარებით დამოუკიდებელია. თეორია წარმოადგენს სტანდარტული ინტელექტის თეორიის კრიტიკას, რომელიც ხაზს უსვამს კორელაციას შესაძლებლობებს შორის, ისევე როგორც ტრადიციულ ზომებს, როგორიცაა IQ ტესტები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ ენობრივ, ლოგიკურ და სივრცით შესაძლებლობებს ითვალისწინებს. 1999 წლიდან გარდნერმა გამოავლინა რვა ინტელექტი: ლინგვისტური, ლოგიკურ-მათემატიკური, მუსიკალური, სივრცითი, სხეულებრივი / კინესთეტიკური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური.[9] გარდნერმა და კოლეგებმა ასევე განიხილეს ორი დამატებითი ინტელექტი, ეგზისტენციალური და პედაგოგიური.[10][11] მრავალი პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაცია და სპეციალური პედაგოგი შთაგონებულია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიით, რადგან ეს გვთავაზობს იმ აზრს, რომ პირის ინტელექტის განსაზღვრის ერთზე მეტი გზა არსებობს.[12]
გარდნერისეულმა 'ინტელექტის' განმარტებამ გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა განათლების წრეებში [13] და ფსიქოლოგიის სფეროში. მძლავრი და ყველაზე მდგრადი კრიტიკა მისი მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ ემყარება მისი ემპირიული მტკიცებულებების ნაკლებობას, რომელთა უმეტესობა მიუთითებს ინტელექტის ერთიან კონსტრუქციაზე, რომელსაც „ზოგად ინტელექტს“ უწოდებენ.[14] გარდნერი პასუხობს, რომ მისი თეორია მთლიანად ემყარება გამოყენებულ მტკიცებულებებს, ექსპერიმენტული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, რადგან არ მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტული მტკიცებულებები შესაფერისია თეორიული სინთეზისთვის.[15][16]
1967 წელს პროფესორმა ნელსონ გუდმანმა დაიწყო ჰარვარდის სამაგისტრო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამა სახელწოდებით პროექტი ზერო, რომელიც იკვლევდა განათლების ხელოვნებას და ახლა მოიცავს სწავლების მრავალფეროვან ასპარეზს.[17] ჰოვარდ გარდნერი და დევიდ პერკინსი იყვნენ დამაარსებელი ასისტენტ-მკვლევარები 1972-2000 წლებში და მოგვიანებით პროექტის თანადირექტორები. პროექტ ზეროს მისიაა სწავლის, აზროვნებისა და შემოქმედების ხელოვნების, ჰუმანიტარული და სამეცნიერო დისციპლინების ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ დონეზე გააზრება და გაღრმავება.[18]
თითქმის ორი ათეული წელია, უილიამ დეიმონთან, მიჰალი ჩიქსენტმიჰალისთან და კიდევ რამდენიმე კოლეგასთან თანამშრომლობით, გარდნერი ხელმძღვანელობს კვლევებს The Good Project–ში.[19]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰოვარდ გარდნერი დაქორწინებულია ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორ ელენ უაინერზე. მათ ერთი შვილი ჰყავთ - ბენჯამინი. გარდნერს წინა სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს და ხუთი შვილიშვილი.[7]
ლიტერატურა
რედაქტირება- (2004) Multiple Intelligences Reconsidered, Counterpoints v. 278. New York: Peter Lang. ISBN 978-0-8204-7098-6.
- Howard Gardner (2006). "A Blessing of Influences" in Howard Gardner Under Fire. Illinois: Open Court. ISBN 978-0-8126-9604-2.
- Howard Gardner (1989). To Open Minds: Chinese Clues to the Dilemma of American Education. New York: Basic Books. ISBN 978-0-465-08629-0.
- (2011) Making learning visible. Italy: Reggio Children. ISBN 978-88-87960-67-9.
- M. Kornhaber (2001). "Howard Gardner" in Fifty Modern Thinkers in Education. New York: Routledge. ISBN 978-0415224086.
- Tom Butler-Bowdon (2007). "Howard Gardner, Frames of Mind" in 50 Psychology Classics. London & Boston: Nicholas Brealey. ISBN 978-1-85788-386-2.
- Gordon, L. M. (2006). Howard Gardner. "The encyclopedia of human development." Thousand Oaks: Sage Publications, 2, 552-553.
- Gardner, Howard (2011). Truth, beauty, and goodness reframed: Educating for the virtues in the 21st century. New York: Basic Books.
- (2013) The App Generation: How Today's Youth Navigate Identity, Intimacy, and Imagination in a Digital World. Yale University Press. ISBN 9780300196214.
- Schneider, Jack (2014). From the Ivory Tower to the Schoolhouse: How Scholarship Becomes Common Knowledge in Education. Harvard Education Press. ISBN 978-1612506692.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Good Project
- The Official Howard Gardner Website
- The Official Website of Multiple Intelligences Theory
- Howard Gardner Twitter
- Project Zero დაარქივებული 2016-02-21 საიტზე Wayback Machine.
- Faculty Profile დაარქივებული 2020-07-14 საიტზე Wayback Machine. — Harvard Graduate School of Education website
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Gordon L. M. Encyclopædia Britannica
- ↑ Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 4.0 4.1 Gordon, Lynn Melby. "Gardner, Howard (1943–)." Encyclopedia of Human Development. Ed. Neil J. Salkind. Vol. 2. Thousand Oaks, CA: SAGE Reference, 2006. 552-553. Gale Virtual Reference Library. Web. 27 Oct. 2014.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Doorey, Marie (2001). Gardner, Howard Earl, 2nd, Detroit, MI: Gale Group, გვ. 272–273, 699. ISBN 978-0-7876-4786-5. ციტირების თარიღი: 2014-12-07. a part of the Gale Virtual Reference Library.
- ↑ 6.0 6.1 6.2 (2009) Psychology of Classroom Learning: An Encyclopedia. Detroit, USA: Macmillan Reference, გვ. 423–425. ციტირების თარიღი: 28 Dec 2014. a part of the Gale Virtual Reference Library.
- ↑ 7.0 7.1 Howard Gardner Project Zero Biography. ციტირების თარიღი: 23 August 2016.
- ↑ Webber, Jacob. "Gardner, Howard." Encyclopedia of the History of Psychological Theories. Ed. Robert W. Rieber. Vol. 1. New York: Springer, 2012. 464-465. Gale Virtual Reference Library. Web. 10 Dec. 2014.
- ↑ Understanding Multiple Intelligences Theory. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ The Theory of Multiple Intelligences: As Psychology, As Education, As Social Science Howard Gardner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 11 October 2014.
- ↑ Home - Mi Oasis. ციტირების თარიღი: 11 October 2014.
- ↑ Gordon, Lynn Melby. "Gardner, Howard (1943–)." Encyclopedia of Human Development. Ed. Neil J. Salkind. Vol. 2. Thousand Oaks, CA: SAGE Reference, 2006. 552-553. Gale Virtual Reference Library. Web. 8 Dec. 2014.
- ↑ http://educationnext.org/reframing-the-mind/
- ↑ Klein, Perry D (1998). „A Response to Howard Gardner: Falsifiability, Empirical Evidence, and Pedagogical Usefulness in Educational Psychologies“. Canadian Journal of Education. 23 (1): 103–112. doi:10.2307/1585969. JSTOR 1585969.
- ↑ Gardner, Howard (2006). „On failing to grasp the core of MI theory: A response to Visser et al“. Intelligence. 34 (5): 503–505. doi:10.1016/j.intell.2006.04.002.
- ↑ Gardner, Howard (2006). „The science of multiple intelligences theory: A response to Lynn Waterhouse“. Educational Psychologist. 41 (4): 227–232. doi:10.1207/s15326985ep4104_2.
- ↑ Project Zero: History. Pz.harvard.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 October 2014.
- ↑ Harvard Project Zero. Pzweb.harvard.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 October 2014.
- ↑ „Educating for Good Work: From Research to Practice“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)